BASSIANI: არჩევნებზე მობილიზაციისთვის 25 ოქტომბერს საკლუბო ღამე არ გაიმართება
ფოტო: Bassiani / Instagram
25 ოქტომბერს, არჩევნებზე მობილიზაციისთვის მხარდასაჭერად, საკლუბო ღამე არ გაიმართება, — წერს კლუბი ბასიანი და მოქალაქეებს არჩევნებში ჩართულობისკენ მოუწოდებს
"26 ოქტომბერს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამ გადამწყვეტ მომენტში ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე მყოფი საზოგადოების ვალია აიმაღლოს ხმა და იმოქმედოს დესტრუქციული სოციალური, ეკონომიკური და კულტურის პოლიტიკის ძირეული ცვლილებებისთვის, რომელმაც სიღარიბის, ემიგრაციისა და სასოწარკვეთისთვის გაწირა.
იმოქმედოს და შეაჩეროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება, რუსული გავლენების, დეზინფორმაციის და პროპაგანდის ზრდა, დემოკრატიის დაღმასვლა, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო სუვერენიტეტს და საერთო მონაპოვარს - ვიზალიბერალიზაციას, ევროინტეგრაციას, და საერთაშორისო იზოლაციის წინაშე აყენებს ქვეყანას. არაფრის ფასად შეურიგდეს რუსეთის ანექსიურ პოლიტიკას და ოკუპაციას, აღადგინოს გაწყვეტილი მეგობრობა ომში მყოფ უკრაინასთან. ხმა აიმაღლოს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით აღზევებული ულტრა-მემარჯვენე პოპულიზმის, ფაშისტური რიტორიკის, სიძულვილის ენის, "უცხოური აგენტებისა" და ანტი-ლგბტ კანონების, ყოველდღიურობად ქცეული ფემიციდის, გენდერული ნიშნით ძალადობის და პოლიტიკური ჰომოფობიის წინააღმდეგ, რომლის შედეგად, რამდენიმე დღის წინ საზარელი მკვლელობის მსხვერპლი გახდა ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე. არ შეეგუოს მშვიდობიანი პროტესტის და კრიტიკული აზრის ჩახშობას, მანიფესტაციების ძალადობრივ დაშლას, დემონსტრანტების წინააღმდეგ სადამსჯელო ანგარიშსწორების, დაპატიმრებების, შანტაჟის და მიყურადების ტოტალიტარულ პოლიტიკას.
იბრძოლოს უსაფრთხო და ღირსეული შრომის პირობებისთვის, მხარი დაუჭიროს სამართლიანად გაფიცულებს, დაარღვიოს ის დუმილი და გულგრილობა, რომელსაც მძიმე ფიზიკურ შრომაში ჩართული ადამიანების, თუ საცხოვრისის გარეშე ქუჩაში დარჩენილი მოსახლეობის მიმართ იჩენენ პასუხისმგებელი პირები.
დაიხსნას კულტურა პარტიული მარწუხებისგან, დაიცვას ღია და თავისუფალი შემოქმედებითი პროცესი, რომელიც ახლა ცენზურისა და რეპრესიული პოლიტიკისგან გასათავისუფლებლად იბრძვის. იბრძოლოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვისა და განათლებისთვის, ზრუნვისა და ზიანის შემცირების პოლიტიკის დასამკვიდრებლად, საყოველთაო კონსენსუსის, ინკლუზიური გარემოს და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.
სოლიდარობა სისტემის ყველა მსხვერპლს და მძევალს, ყველა დაუმორჩილებელ ხმას - არჩევნებზე მობილიზაციისთვის BASSIANI-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 25 ოქტომბერს საკლუბო ღამე არ გაიმართება". — წერს ბასიანი.
-
რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა რა იგეგმება მცხეთობაზე? — პროგრამა
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერმინისტრი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა" რომან გოცირიძე: "ოცნების პრემიერმინისტრი იტყუება, რომ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა"
გადახედვა
-
მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი მე-19 ნობელიანტი ქალი ლიტერატურაში — ვინ არის ენ კარსონი
გადახედვა
-
"არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა "არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი" — საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა
გადახედვა
-
გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ გამოავლინეს იტალიური ქალაქი, სადაც ქალები განსაკუთრებულად დიდხანს ცოცხლობენ
გადახედვა
-
ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა ChatGPT-ს ვიზუალი იცვლება — OpenAI-მ ახალი ელემენტების მქონე ინტერფეისი წარადგინა
გადახედვა
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
კომენტარები