შალვა პაპუაშვილი

24 Sep. 2024, 16:06

"ეს ე.წ ქარტია, რომელიც ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობა უნდა შეიქმნას ერთი წლით, ფაქტობრივად, არის დოკუმენტი, რომელიც ამ პოზიციაზე მართალია, ჩვენი მხრიდან იმპიჩმენტ მხარდაჭერილმა, მაგრამ ფორმალურად პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფმა ადამიანმა შეადგინა და საქართველო გამოაცხადა ბანანის რესპუბლიკად. საქართველოს და ქართველ ხალხს თურმე არ შეუძლია აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას 4 წელი მართავს; თურმე დროებითი კონგლომერატები უნდა შეიქმნას. ასეთი რამ შეიძლება 90-იანი წლების დასაწყისში გვქონდა, როდესაც რაღაც საბჭოები იქმნებოდა დესტაბილიზებულ ქვეყანაში. ამ დოკუმენტის შემდგენი და ხელისმომწერი ვინცაა, ყველა ამბობს, რომ ქართველი ხალხი ვართ ბანანის რესპუბლიკა, რომელსაც არ გვაქვს უნარი, რომ ჩვენი ხელისუფლება ავირჩიოთ და მან, დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ, დემოკრატიულ ვადაში მართოს ქვეყანა. აქვე ჩანს როგორ ხედავს ის [სალომე ზურაბიშვილი] ქართველ ხალხს. მისი ცნობილი გამონათქვამია, რომ "ხალხთან მაგრამ, ცოტა მაღლაო" და მე მგონი, ნამეტანი მაღლა ავიდა ქალბატონი სალომე და დაგვყურებს ჩვენ ქართველ ხალხს, როგორც შეუმდგარ ერს, შეუმდგარ სახელმწიფოს, რომელსაც იმის უნარიც კი არ გვაქვს, რომ ხელისუფლება ავირჩიოთ; რომ გვქონდეს ის დემოკრატიული ვადები, რომელიც ნორმალურ ქვეყნებში არის. ამით არანორმალურ ქვეყნად გამოგვაცხადა".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  5. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გაემგზავრა. ამის…