კახა კალაძე

კახა კალაძე

19 Sep. 2024, 14:41

"არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ უკრაინიზაცია განხორციელდეს ქვეყანაში. საქართველოში შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, რაც არ უნდა დაგვემუქრონ, რაც არ უნდა სანქციები დაგვიწესონ. ყოველთვის გავატარებთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესს. რაც შეეხება შსს-ს თანამშრომლების სანქცირებას, როგორც ეს გაჟღერდა, ეს არის სწორედ ის სიმძიმე, რაც ქართულ ოცნებას, საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს ვერაფერს დააკლებს. ისევ და ისევ ისინი ზიანდებიან, ვინც ამ არასწორ ნაბიჯებს დგამს. ეს ადამიანები ყოველთვის იცავდნენ ქვეყნისა და ხალხის ინტერესს. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას, რომ პოლიცია ვიღაცას მივარდა და გაუსწორდა. იყო ქვებისა და სხვა მძიმე საგნების სროლა, შეურაცხყოფა. აბა გაბედეთ ერთი, ჩადით ევროპაში ან ამერიკაში და პოლიციელს ესროლეთ ქვა ან "მოლოტოვის კოქტეილი", ნახეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით. თქვენ ჩაბრძანდით და საკუთარ თავზე გამოცადეთ და პოლიციელს დაუპირისპირდით ისე, როგორც აქციების დროს ბევრი იქცეოდა. იქ იყო ბევრი ადამიანი და ისე მთავრდებოდა აქცია, თმის ღერი არ ჩამოვარდნია არცერთს, მაგრამ იყო წახალისებული ახალგაზრდები, როგორც ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ვაშაძე აქეზებდა, ეს არის მძიმე, ისევე როგორც ის არის მძიმე, რომ გინდათ გმირად შერაცხოთ ახალგაზრდა, რომელიც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილს" ესვრის. ეს არის სამწუხარო რეალობა და ამიტომ აქვს საზოგადოებას რადიკალების დაჯგუფების მიმართ ასეთი დამოკიდებულება. 26 ოქტომბერს, მერწმუნეთ, საზოგადოების მხრიდან მიიღებთ შესაბამის პასუხს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
  2. ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ერთი სამინისტრო გაუქმდა — საკადრო ცვლილებები მთავრობაში
  3. რა გახდა 24 ივლისს სისტემური ავარიის მიზეზი? — სემეკის სამუშაო ჯგუფის პირველი განმარტება
  4. გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
  5. აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის $250 მლნ-ის სესხი დაამტკიცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო

25 ივლისს დასავლეთ გრენლანდიაში, ილულისატის სანაპიროსთან უზარმაზარი აისბერგი გადატრიალდა. ამან ძლიერი ტალღები წარმოშვა.…