ირაკლი კობახიძე

17 Sep. 2024, 14:35

"სანქციები არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს ხელი გავუწოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ბოლო 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა. იცით, რომ ამაში ამერიკის ყოფილი ელჩის [კელი დეგნანი] განსაკუთრებული წვლილი იყო, რა წვლილზეა საუბარი ეს გასაგებია, ამ ფონზე ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ ვთქვით, რომ ნებისმიერ თემაზე ღია ვართ საუბრისთვის. ასეთ პირობებში მსგავსი ნაბიჯები არის კონტრპროდუქტიული.

გვესმის, რომ არის წინა საარჩევნო პერიოდი, ისიც გვესმის, რომ არის გარკვეული პრობლემები — ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ მსგავსი ნაბიჯები. წინასაარჩევნო პერიოდში ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ხალხის მხრიდან იქნება ძალიან მკვეთრი პასუხი და ეს პასუხი იქნება კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარსულისთვის ჩაბარება. ასეთი ნაბიჯებით ვერავინ უზრუნველყოფს ხელისუფლებაში კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება მოუტანა. ყველას ვურჩევ, რომ გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა, ასეთი რეჟიმს ხელისუფლებაში თავის დროზე მოყვანისთვის“.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ პოლიტიკურ ერთობას სთავაზობს.…