ნონა ქურდოვანიძე

16 Sep. 2024, 14:53

"ამ ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია — ერთი მხრივ იმას აჩვენებს, რომ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ არის მაღალი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენი მხრიდან მოხდა ინფორმაციის გაზიარება, ზოგადად რა გარემოა წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოში, "რუსული კანონის" ეფექტებთან დაკავშირებით, ცხადია, იყო მსჯელობა. რაც შეეხება მისი მხრიდან რაზე კეთდებოდა აქცენტები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები როგორიც არის, მათ შორის, ამ კანონის მიღება, თავდასხმები არასამთავრობო სექტორზე და ზოგადად ეს რიტორიკა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს უკვე არაერთი თვეა, ეს გავლენას ახდენს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და არის დამაზიანებელი, სამწუხაროდ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისთვის, ამიტომ თუ ეს კანონი შენარჩუნდა და ამ ტიპის ქმედებები გაგრძელდა, ეს საბოლოო გავლენას მოახდენს. დაიწყება თუ არა საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი, ეს დამოკიდებულია ამ კანონის არსებობა-არ არსებობაზე".

ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ როთთან შეხვედრის შემდეგ ინტერპრესნიუსთან განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფაშინიანს მოქალაქეების მიერ მთავრობისთვის ერთი და იმავე საკითხზე წერილების გაგზავნაზე შეზღუდვების დაწესება სურს

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 1-ელ ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საჭიროა შეზღუდვების…