ნონა ქურდოვანიძე

3 Sep. 2024, 11:28

"ნებისმიერ დღეს შეიძლება დაიწყოს იძულებითი რეგისტრაციისათვის მონიტორინგის პროცესი. მონიტორინგის დაწყებას გარდაუვლად მოჰყვება იძულებითი რეგისტრაცია და დიდი ჯარიმები.
საკონსტიტუციო სასამართლო სათათბიროდაა გასული და არავინ იცის როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. შესაბამისი ნების პირობებში არ უნდა დასჭირდეს დიდი დრო იმის დადგენას, რომ ეს კანონი გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ორგანიზაციებს. საიას მაგალითზე, ეს ზიანი უკვე სახეზეა თუნდაც იმის გამოც, რომ კანონის მიღების პერიოდში ჩვენს ოფისზე ორჯერ განხორციელდა ვანდალური შემოტევა, მათ შორის ერთი ფაქტი ქართული ოცნების დეპუტატმა თავად გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. შესაბამისი ნების პირობებში, არც ამ ფაქტების გამოძიება უნდა იყოს რთული, თუმცა, გამოძიება არ რეაგირებს. მეტიც, ჩვენი შენობა ატარებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს. ამიტომ, ვანდალურად დაზიანებული ფასადის გაწმენდა დამოუკიდებლად არ შეგვიძლია, მერიის შესაბამისმა სამსახურმა კი მის გაწმენდაზე უარი იმიტომ გვითხრა, რომ ეშინიათ გაწმენდისას ძეგლი არ დააზიანონ;


ამის მიუხედავად, მთელი შემართებით საია მზადაა დაიცვას კონსტიტუცია, არ დაემორჩილოს რუსულ კანონს და გააგრძელოს სამართლებრივი ბრძოლა მის გასაუქმებლად."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს…