ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

13 Sep. 2024, 13:03

"თქვენ რატომ, არ კითხულობთ, რატომ არ სცემს სალომე ზურაბიშვილი მთავრობის ინსტიტუტს პატივს? ჩვენ მივიწვიეთ სალომე ზურაბიშვილი ღონისძიებაზე, როდესაც დავხვდით ოლიმპიელებს და იქ მოსვლაზე მან თქვა უარი. თქვენ რატომ არ დაუსვით კითხვა, რატომ არ სცა სალომე ზურაბიშვილმა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს- საქართველოს მთავრობა არის მთავარი ინსტიტუტი, რომელიც აღასრულებს პოლიტიკას ამ ქვეყანაში. მან მას შემდეგ დააანონსა გარკვეული ღონისძიება, მანამდე არავითარი ღონისძიება მას დაანონსებული არ ჰქონდა — როდესაც ჩვენ ოლიმპიელებს მოვუწყვეთ დახვედრა, მას არავითარი ღონისძიება არ ჰქონდა დაანონსებული. ის მოვიწვიეთ მთავრობის მიერ დაორგანიზებულ ღონისძიებაზე, როდესაც დავხვდით ოლიმპიელებს, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა არ სცა პატივი საქართველოს მთავრობის ინსტიტუტს და არ მობრძანდა ამ ღონისძიებაზე. მას უნდა რომ კინკლაობაში შეგვიყვანოს, ჩვენ არ შევყვებით სალომე ზურაბიშვილს კინკლაობაში, არ გვაინტერესებს საერთოდ, ამაზე დროის დახარჯვას არ ვაპირებთ, ისედაც ძალიან ბევრი საქმე გვაქვს - აქეთ რთველია, იქით არჩევნებია, მილიონი საქმე გვაქვს იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილზე არ დავხარჯოთ ძვირფასი დრო.

გამომდინარე იქიდან, რომ მან პატივი არ სცა მთავრობის ინსტიტუტს და არ მოვიდა შესაბამის ღონისძიებაზე, იქ მისვლა ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი, ყველაფერს გარკვეული რეაქცია უნდა ჰქონდეს, ეს არ არის ჩვენთვის რაღაც ახირება, უბრალოდ მისი მხრიდან მუდმივად ვხედავთ კინკლაობაში შეყვანის მცდელობას, ჩვენ მას კინკლაობაში არ შევყვებით".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  2. სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
  3. რა ეღირება ლარი უქმეებზე?
  4. მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
  5. 25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მერაბ დვალიშვილი: არც მე მესიამოვნა ეგ ვიდეო ჯასტინ გეიჯის გამარჯვებაზე ნინა დრამამ ტაში რომ დაუკრა

ქართველი MMA მებრძოლი, UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ჯას­ტინ გე­ი­ჯთან ილია…