ირაკლი კობახიძე

13 Sep. 2024, 13:24

"მაშინ (2008 წელს) იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ, როცა ჩვენი ტერიტორიების 20% ჩააბარეს. ბორდერიზაცია არის ამ ყველაფრის მემკვიდრეობა, თუმცა ამ მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დაცული იყოს.

[...]

მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი, თუნდაც არარსებული საზღვარი, თუმცა იმასაც შეგახსენებთ, რომ ნაცმოძრაობამ შემოხაზა საზღვრები. გამსახურდიას დროს გაუქმებული საზღვრები თავიდან კანონის დონეზე შემოხაზა ნაცმოძრაობის რეჟიმმა. მათ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ძველი ოლქის საზღვრები და პირდაპირ შექმნეს იმ საზღვრებში ადმინისტრაციული ერთეული. დღევანდელი ბორდერიზაცია მიჰყვება სწორედ ნაცმოძრაობის მიერ აღდგენილ საზღვრებს. პირდაპირ იმ რუკებით მოქმედებენ, რომელიც ნაცმოძრაობამ დააკანონა.

[...]

თუ არ ჩავთვლით გახარიას ერთ-ერთ დავალებას, რამაც გამოიწვია ის, რომ ბორდერიზაცია განხორციელდა ძველი საზღვრების მიღმა, სხვა შემთხვევაში, ასეთი შემთხვევა არსებითად არ ყოფილა, როდესაც ბორდერიზაცია სცდება ნაცმოძრაობის მიერ დაკანონებული საზღვრების ფარგლებს. აი, ეს არის ეფექტური მუშაობა. ამისთვის მაქსიმუმი კეთდება. რაც შეეხება გატაცება-მკვლელობა, იცით, რომ იყო ძალიან მძიმე ფაქტები ამ კუთხით, თუმცა აქაც რაოდენობა შემცირებულია"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის დახმარებით ასტრონომებმა აღმოაჩინეს, რომ მზის სისტემაში მოძრავი ერთ-ერთი ასტეროიდის…