"ნუ გვინგრევთ სახლებს" — შუქრუთელები პარლამენტთან აქციას მართავენ
ფოტო: პუბლიკა
შუქრუთელები თბილისში, პარლამენტის წინ აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობის შედეგად სოფელ შუქრუთისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების ტრანსპარანტებზე ვკითხულობთ: "სოფელ შუქრუთის გადასარჩენად", "ნუ გვინგრევთ სახლებს, ნუ გვაქცევთ ლტოლვილებად", "სოლიდარობა შუქრუთს".
"ვითხოვთ, სახელმწიფო ჩაერიოს ამ პრობლემის გადაჭრაში, რომ არ დავრჩეთ საქართველოში ლტოლვილებად, არ ჩამოგვენგრეს თავზე სალოცავები, მიცვალებულთა საფლავები და ოჯახები. იქამდე გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ სამართალი არ აღდგება", — აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სიტყვით გამოსვლისას.
ისინი მთელ საქართველოს სთხოვენ გვერდში დგომას და სურთ ყველას დაუმტკიცონ თავიანთი სიმართლე.
"ჩვენ მარტო სახლები კი არ გვენგრევა, მორალურადაც ვზიანდებით. ვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას", — აცხადებენ შუქრუთელები.
შუქრუთელების პროტესტს შეუერთდნენ ევოლუშენის თანამშრომლები, რომლებიც ადეკვატური შრომითი პირობების და ხელფასის ზრდის მოთხოვნით არიან გაფიცულები.
მაღაროელების უწყვეტი პროტესტი უკვე 183 დღეა გრძელდება. მეთერთმეტე დღეა, რაც 5 მათგანს პირი აქვს ამოკერილი. მათი მთავარი მოთხოვნა, კომპანიის მხრიდან კომპენსაცია და უსაფრთხო საცხოვრებელი პირობების შექმნაა. აქციის მონაწილეების თქმით, მარგანეცის მოპოვებითი სამუშაოების გამო სახლებს ქვევით მიწა მთლიანად გამოცლილია, შენობები დანგრევის პირასაა, ჭები შრება და მოსავალი არ მოდის.
კომპანია ბრალდებებს უარყოფს და რამდენჯერმე უჩივლა პროტესტის მონაწილეებს, რომ ხელი არ შეუშალონ მანგანუმის მოპოვებაში. ამას გარდა, ისინი ზარალის ანაზღაურებისთვის გაფიცულებისგან 5 500 000 ლარის გადახდას ითხოვენ. საჩხერის რაიონულმა სასამართლომ პროტესტის მონაწილე სამ პირს კი 1000-1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
კომენტარები