გირჩი: GEM Fest-ზე ქალის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მთელ საზოგადოებას ეკისრება
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
პოლიტიკური პარტია გირჩი GEM Fest-ზე უცნობი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად ქალის გარდაცვალების ტრაგიკული შემთხვევის გამო, პასუხისმგებლობას მთელს საზოგადოებას აკისრებს. გირჩი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან აკრძალვა და მკაცრი ნარკოპოლიტიკა არის დანაშაულებრივი შეცდომა, რომელიც ვერ იცავს და პირიქით რისკის ქვეშ აყენებს მოქალაქეების სიცოცხლეს:
"მხოლოდ აკრძალვების და გაუმართლებლად დრაკონული პოლიტიკის შედეგია ის, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ადგილი ჰქონდა გაურკვეველი შემადგენლობის და წარმომავლობის ნარკოტიკის არალეგალურად გაყიდვას და მათ მოხმარებას არაინფორმირებული მოქალაქეების მიერ. როცა ლეგალური გზებით კონვენციური ნარკოტიკი მიუწვდომელია, ბუნებრივია, რომ ხდება არალეგალური გზებით გაურკვეველი ნივთიერებების მოხმარება."
გირჩი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ერთ-ერთი მთავარი ლობისტია საქართველოში. პარტია წლებია მოითხოვს სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკის კულტივაციის, შენახვის და მოხმარების დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაციას. გირჩის მტკიცებით, ამ მოთხოვნის უკან დგას რაციონალური გათვლა და ცივილიზებული მსოფლიოს გამოცდილება, რომ ასე უკეთ დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს, მათ თავისუფლებას, მათ უფლებებს, მათ ჯანმრთელობას, ავამაღლებთ ცოდნას ნარკოტიკების შესახებ, დავასრულებთ მომხმარებელთა სტიგმატიზაციას, აღმოვფხვრით ადამიანის სიცოცხლისთვის მყისიერი საფრთხის შემცველი კუსტარულად დამზადებული სინთეტიკური ნარკოტიკის უკანონო ბრუნვას, მოვახდენთ ნარკოდამოკიდებულების პრევენციას.
გირჩი მწუხარებას გამოვთქვამს ახალგაზრდა გოგოს გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს. პარტია მოუწოდებს ყველას, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და ირაციონალური შიშების გარეშე, გაიაზრონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებულ საბჭოთა ტიპის, დასჯაზე ორიენტირებულ ნარკოპოლიტიკასა და გაუბედურებულ სიცოცხლეებს შორის:
"იქნებ უკანასკნელი ტრაგიკული შემთხვევა იყოს ბოლო და მოხდეს არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვა და მისი კარდინალური შეცვლა ლიბერალიზაციის მიმართულებით," - აცხადებს გირჩი.
-
სუს-მა ბირთვული მასალის "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს სუს-მა ბირთვული მასალის "ურანისადმი" უკანონო მოპყრობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
კომენტარები