ნინო წილოსანი

30 Aug. 2024, 12:48

"ცალ ფეხზე მდგომი ლაქიები გამჭვირვალობის წინააღმდეგ ზოგადად რომ დამარცხდნენ, ეს ფაქტია. გუშინდელ საკონსტიტუციო პროცესზე მათგან რაიმე ახალს ან საინტერესოს არც არავინ ელოდა... თუმცა, გუშინ თვალში მოსახვედრი იყო საჯარო მოხელე ქალზე კნინობითი პოსტები. რომ კითხო, სიტყვა “უცხო” თურმე მასტიგმატიზირებელია და პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი ქალის კნინობითად მოხსენიება კარგი ტონი ყოფილა. როგორი მდაბიო საქციელია ოპოზიციის ყოფილი თუ აქტიური დეპუტატების მხრიდან პარლამენტის თანამშრომელზე და საჯარო მოხელეზე თავდასხმა. თეონა აქუბარდიას და ეკა ბესელიას კომენტარებზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ცხადია, რომ აქუბარდიაზე გაცილებით დიდი ცოდნა და კომპეტენცია აქვთ პარლამენტის თანამშრომლებს და ბესელიაზე გაცილებით მეტი ღირსება.

ჰოდა მოგწონთ ეს თუ არა, სწორედ ეს პარლამენტის წარმომადგენელი აგიხსნით სიტყვა “უცხოს” მნიშვნელობას და კონოტაციას, გაგახსენებთ ტერმინის შეცვლა რომ შემოგთავაზეთ და თქვენვე თქვით უარი... არადა, მთელი საკონსტიტუციო სარჩელები და თქვენი უბადრუკი მცდელობა, სწორედ ამ ტერმინზე გაქვთ აგებული“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმომადგენლის, ქრისტინე კუპრავას გამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის კომენტარებს ეხმიანება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის

კომპანია Google თავისი ჩატბოტის, Gemini-ს, აპლიკაციის უფასო ვერსიის მომხმარებლებს გარკვეულ ფუნქციებს შეუზღუდავს.…