ევოლუშენი: მოვუწოდებთ გაფიცულებს, შეწყვიტონ შიმშილობა, დავეხმარებით რეაბილიტაციის პროცესში
ფოტო: ლაბორი • LABOR
გუშინ, 24 აგვისტოს ევოლუშენის გაფიცულმა თანამშრომლებმა გაავრცელეს განცხადება და აღნიშნეს, რომ თუ კომპანია შეასრულებს "კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს" მაშინ, როცა გაფიცული თანამშრომლები შეწყვეტენ შიმშილობას და გაათავისუფლებენ ადმინისტრაციის შესასვლელებს.
ევოლუშენი გაფიცული თანამშრომლების წინადადებას პასუხობს და გაფიცულ თანამშრომლებს კეთილგონიერებისკენ მოუწოდებს. კომპანია ასევე აცხადებს, რომ მათი ხედვა, მოთხოვნებთან დაკავშირებით, არ შეიცვლება.
"მოვუწოდებთ გაფიცულ თანამშრომლებს, მიიღონ კეთილგონიერი გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და აქვე, ვაცხადებთ მზაობას, დავეხმაროთ მათ რეაბილიტაციის პროცესში, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში.
გვინდა, კიდევ გავიმეოროთ, რომ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პროფკავშირს, არ გამოეყენებინათ ზომები, რომელიც მისი მხარდამჭერების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ევოლუშენის ხედვა, მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც არაერთი მოლაპარაკების შემდეგ, ნათელი იყო ყველა მხარისთვის, არ შეიცვლება.
ევოლუშენი მოქმედებს და მომავალშიც იმოქმედებს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობისა და კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად, ამავდროულად, დასაქმებულების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით," – ნათქვამია განცხადებაში.
კომპანია ევოლუშენი თანამშრომლების შიმშილობაზე პასუხისმგებლობას პროფკავშირს აკისრებს და მათ ქმედებას მიუღებელს უწოდებს.
"იმედს ვიტოვებთ, რომ პროფკავშირი ასევე აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათი არამართლზომიერი ბლოკადისა და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დადგა. იმედია, მსგავსი უკანონობა არ განმეორდება და ადამიანებს შეეძლებათ მშვიდად გააგრძელონ მუშაობა და მათი შრომითი უფლებების რეალიზაცია.
ვიმედოვნებთ რა, რომ უკანონო ბლოკადა, ძალადობა და ახალგაზრდების მიმართ განხორციელებული დამაზიანებელი ქმედებები დასრულდება, ევოლუშენი ყველა შესაძლო ზომას მიიღებს, რომ მიმდინარე შემცირების, რომელიც 1000 თანამშრომელს ეხება, მასშტაბები არ გაიზარდოს და მაქსიმალურად შეამციროს პროფკავშირის ნეგატიური გავლენა კომპანიის საოპერაციო საქმიანობაზე და დასაქმებული პირების რაოდენობაზე", — აცხადებს კომპანია.
კომპანია გაფიცულ, მოშიმშილე თანამშრომლებს მოუწოდებს შეწყვიტონ შიმშილობა და რეაბილიტაციის პროცესში დახმარებას სთავაზობს.
ცნობისთვის, 12 ივლისს, ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლების ნაწილი, ხელფასების ზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა. 21 აგვისტოს ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.
გაფიცვამდე, მაუწყებელმა გაავრცელა "სქრინშოთები" კომპანიის მენეჯერების სამუშაო ჩათიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს გარეგნობის გამო დასცინოდნენ და იყენებდნენ სექსისტურ, რასისტულ და დისკრიმინაციულ ენას.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები