იდეის წარმატებას სიჯიუტე გასაზღვრავს — პირველი არტიზანული ინდუსტრიული ხაჭაპური, ChiZZZy საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად ემზადება
ფოტო: თიბისი
ქართული სამზარეულო ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ კერძებში ხაჭაპური, ხინკალთან ერთად, ყველაზე ინტერნაციონალური მოვლენაა, მოდერნიზაციას (მრავალგზის მცდელობების მიუხედავად) ძნელად ექვემდებარება. სტარტაპში, რომელიც წარმოების მთავარ პროდუქტად ხაჭაპურს ირჩევს, ერთი შეხედვით ახალი ვერაფერი იქნება, მაგრამ გიორგი ბოჭორიშვილის, კომპანია ChiZZZy-ს თანადამფუძნებლის, იდეა იმდენად ორიგინალური და, ამავე დროს, მარტივია, ძნელი დასაჯერებელია, აქამდე რომ არავის განუხორციელებია.
"ჩვენი მიზანი ხაჭაპურის კიდევ უფრო პოპულარიზაციაა. ამოცანაა, ხაჭაპურის გამოცხობა შეძლოს ნებისმიერმა — არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილია თუ არა ადამიანი, რომელსაც არასდროს არაფერი გამოუცხვია. რაც მთავარია, ეს უნდა შეძლოს მარტივად, სწრაფად და იაფად. ჩვენ პირველად ვთავაზობთ მომხმარებელს ნახევარფაბრიკატ აჭარულ ხაჭაპურს. ნაკრებში შედის აჭარულის ნახევრად გამომცხვარი უსაფუარო ქრასთი (ბაზა), დურუმის ხაშზე დამზადებული და ყველი (იმერული/სულგუნი) ვაკუუმში. ხაჭაპური უბრალოდ ღუმელში უნდა შედოთ და ათიოდე წუთში მზადაა.
პროდუქტის 7-8 თვიანი ტესტირების შემდეგ პირველი ნაბიჯები კომპანიამ თბილისის სთრით-ფუდ-ფესტივალზე (Taste Tbilisi) გადადგა, სადაც მომხმარებელს აჭარული ხაჭაპური სტრიტ-ფუდ ვერსია შესთავაზა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. იდეა 4 წლის წინ გაჩნდა, 2022 წლიდან კი პროდუქცია უკვე სხვადასხვა ქსელში იყიდება. ქართული ბაზარი ChiZZZy-ს გეგმის მხოლოდ ნაწილია — კომპანია სერიოზულად მუშაობს საერთაშორისო ბაზრის ასათვისებლად.
"საქართველოში ბევრგან ცხვება ხაჭაპური, მაგრამ ეს პროდუქტი ჯერ არავის გაუტანია ექსპორტზე. მაგალითად, პიცის მსოფლიო ბაზარი წელს 24 მილიარდ დოლარს შეადგენს. ხაჭაპური დიდი პოტენციალის მქონე, სრულიად ორიგინალური მოვლენაა. ახლა ვმუშაობთ, რომ შემდეგ ეტაპზე, ნახევრად ინდუსტრიულ წარმოებაზე გადავიდეთ. ეს მოგვცემს საშუალებას, მოვიპოვოთ სერტიფიკატები და გვქონდეს კონკურენტუნარიანი ფასი მსოფლიო ბაზარზე. გვაქვს მოლაპარაკებები უცხოურ ქსელებთან და გვინდა რითეილერების თაროებზე მყარი ადგილი დავიკავოთ. საქართველოში ცომის ინდუსტრიული წარმოება პრაქტიკულად არ არის განვითარებული. ამ ნაწილში დავიხმარეთ ჰოლანდიელი და გერმანელი წამყვანი სპეციალისტები და შესაბამისი დანადგარების მწარმოებელ ქარხნებთან გვაქვს მოლაპარაკებები. რამდენიმე ბაზრიდან — ამერიკიდან, ისრაელიდან, უკრაინიდან, იაპონიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან — გვაქვს კონკრეტული დაინტერესება. ყველაზე პრობლემური ევროპის ქვეყნებია, რადგან იქ ყველის შეტანა ჯერ კიდევ არ შეიძლება. ახლა ვაზუსტებთ ამ კომპანიებთან, რა კონკრეტული მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ, რომ მიიღონ ჩვენი პროდუქტი".
Chizzzy გეგმაშია HORECA მიმართულებით განვითარება და CHIZZZY Street Café კონცეფტის ფრენჩაიზინგი, სადაც ხაჭაპურის ცხობა ახალი მოდელით მინიმალური ინვესტიციით არის შესაძლებელი.
ნახევრად ინდუსტრიული წარმოების გამართვის შემთხვევაში, კომპანია ერთ ცვლაში შეძლებს 30 000 აჭარული და იმერული ხაჭაპურის დამზადებას. ამ რაოდენობის წარმოება დღეს საქართველოში არავის აქვს. ეს მასშტაბი აუცილებელი იქნება საერთაშორისო ბაზრის შეკვეთების შეუფერხებლად დასაკმაყოფილებლად.
ChiZZZy, როგორც სტარტაპი, ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერით დაიწყო – ადამიანების, რომლებმაც ირწმუნეს დამფუძნებლების იდეის და ქართული სამზარეულოს კიდევ უფრო პოპულარიზაცია ღირებულ მიზნად მიიჩნიეს.
"ყოველთვის რთულია, როცა რაღაც ტრადიციულთან გიწევს შეხება. შეიძლება იდეას ხედავდე, მაგრამ ყველა იდეა და ჩანაფიქრი ყოველთვის არ ხორციელდება. იდეის წარმატებას სიჯიუტე განსაზღვრავს — მთავარია, არ დანებდე. 16 წლიდან უწყვეტად ვმუშაობ და ამაში დიდი ხანია, დავრწმუნდი". სწორედ ამ მიდგომით დაიწყო და აგრძელებს მუშაობას ChiZZZy, რომლის უახლოესი მიზანია, ოჯახური ბიზნესიდან საერთაშორისო კომპანიად იქცეს.
-
რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი რა ღირს Apple-ის ახალი აიფონები და სხვა პროდუქტები — ფასების ჩამონათვალი
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? გივი მიქანაძე უკრაინის განათლების მინისტრს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს ქართველმა მოხალისეებმა, მათ შორის ბესო დანელიამ, ოკუპირებულ დონეცკში რუს სამხედროებს მოტოციკლები და "სალოცავი ოთახები" ჩაუტანეს
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
-
"გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი" "გახარია საქართველოსთვის": "თუ ხელისუფლება ჩორჩანას საგუშაგოს აიღებს, ეს იქნება სამშობლოს ღალატი"
გადახედვა
-
ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ჩინურ კომპანიასთან ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობის 809 მლნ ლარის ხელშეკრულება გაფორმდა
გადახედვა
-
აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს აშშ-მა ირანული ავიაკომპანიები დაასანქცირა, აქედან 5 საქართველოშიც დაფრინავს
გადახედვა
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
"გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება "გერმანელები აღმავლობის გზაზე არიან" — დონალდ ტრამპი რეგიონულ არჩევნებში AfD-ის გამარჯვებას მიესალმება
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
კომენტარები