გუდაუთის რაიონში, იქ, სადაც 2 აგვისტოს სამხედრო მასალების საწყობი აფეთქდა, ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას, დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავებზე დაყრდნობით, რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულები, სავარაუდოდ, ტურისტები არიან. დაკარგულია ერთი ადამიანი.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. თავდაპირველად, საავადმყოფოებში გადაიყვანეს 27 ადამიანი, მათგან 19 რუსი ტურისტი იყო. მოგვიანებით, დაშავებულ ტურისტთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა.