მინისტრ ხეჩიკაშვილის კომპანიის მიერ მოგებული ტენდერები და მიღებული მილიონები
ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, საჯარო რეესტრის მიხედვით, 20-ზე მეტი კომპანიის წილებს სრულად ან ნაწილობრივ ფლობს. მისი შემოსავლები კი წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს ამ თანხამ 10 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამის შესახებ მის მიერ მიმდინარე წლის 31 ივლისს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა.
მინისტრის შემოსავლები ბიზნესიდან
ხეჩიკაშვილის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 2014 წელს, მინისტრობამდე, კომპანია შპს კია მოტორს ჯორჯიადან, რომელიც სახელმწიფო ტენდერებს წლებია იგებს, 4,2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. 2015 წლის მაისში ის მინისტრად დაინიშნა, ამ წელს მისი შემოსავალი გაიზარდა კია მოტორს ჯორჯიაში და 5,6 მილიონს გადააჭარბა. მან შემოსავალი მიიღო კიდევ ერთი კომპანიისგან, (შპს იბერია ავტო ცენტრი) რომელიც ასევე წლებია იგებს სახელმწიფო ტენდერებს. ამ კომპანიიდან შემოსავალი 2,6 მილიონ ლარს აჭარბებდა.
განსხვავებული მდგომარეობაა 2016 წელს. მართალია, ხეჩიკაშვილის შემოსავლები გაიზარდა, თუმცა მას თანხა არ მიუღია კია მოტორს ჯორჯიადან, იბერია ავტო ცენტრიდან მიღებული შემოსავალი კი გასულ წელზე 25-ჯერ ნაკლები, დაახლოებით 105 ათასი ლარი იყო. 2016 წელს მინისტრმა 10 მილიონ ლარზე მეტი მიიღო შპს იბერია სერვისიდან.
შპს კია მოტორს ჯორჯიასა და შპს იბერია ავტო ცენტრს სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც, ხეჩიკაშვილის მინისტრობამდეც და მინისტრობის დროსაც, ჯამში, ათეულობით მილიონი ლარის ტენდერები აქვთ მოგებული. შპს იბერია სერვისის მიერ მოგებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ბაზაში არ იძებნება. სამივე კომპანიაში მინისტრს წილები ეკუთვნის, მათ შორის იბერია ავტო ცენტრში 100 პროცენტი.
იბერია ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის, დავით გოგორიშვილის ინფორმაციით, სამივე კომპანია, რომლიდანაც მინისტრმა შემოსავალი მიიღო, ამ ჯგუფის წევრია. თავად იბერია ბიზნეს ჯგუფის 33%-ს ტარიელ ხეჩიკაშვილი ფლობს. ამ ჯგუფის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მათ სხვადასხვა დროს ავტომობილები მიაწოდეს: საქართველოს პარლამენტს, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიას, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურს, შემოსავლების სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს, აღსრულების ეროვნულ ბიუროს, საქართველოს რკინიგზას, სახელმწიფო დაცვის სამსახურსა და 20-ზე მეტ კერძო კომპანიას.
მინისტრის ოჯახის სხვა შემოსავლები
ტარიელ ხეჩიკაშვილის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ოჯახში ხელფასს მხოლოდ ის იღებს. 2016 წელს, მინისტრად მუშაობის დროს, მან 75 ათასი ლარი გამოიმუშავა. როგორც უწყებიდან On.ge-სთვის მიწოდებულ საჯარო ინფორმაციაში წერია, ამ თანხიდან 32,5 ათასი ლარი დანამატია.
მინისტრმა 2017 წლის პირველ ოთხ თვეში 25 ათასი ლარი გამოიმუშავა. მან წელსაც აიღო დანამატი. საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 3 540 ლარია, დანამატი კი - 2 710 ლარი.
ოჯახური მდგომარეობა და ქონება
ტარიელ ხეჩიკაშვილს ჰყავს ცოლი და შვიდი შვილი. უძრავი ქონების ძირითადი ნაწილი მისი ცოლის, თამარ ხეჩიკაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. თავად მინისტრს კი მხოლოდ 7 მ2 ზომის ავტოფარეხი ეკუთვნის თბილისში.
ეკატერინე ხეჩიკაშვილის სახელზეა რეგისტრირებული ბინები შავი ზღვის ქუჩაზე (63 მ2) და დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში 143 მ2, საცხოვრებელი სახლები დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში 1 178 მ2 და დაბა ფასანაურში 800 მ2. გარდა ამისა, მის სახელზევეა რეგისტრირებული ორი მიწის ნაკვეთი სოფელ საგურამოში 1 200 მ2 და დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში 1 000 მ2. მის შვილს, თამარ ხეჩიკაშვილს კი აღმაშენებლის ხეივანში 1 401 მ2 მიწის ნაკვეთის ნახევარი ეკუთვნის.
ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული სამი ავტომობილიდან მინისტრს არცერთი ეკუთვნის. მისი ცოლის სახელზეა რეგისტრირებული 2011 წელს შეძენილი ფოლკსვაგენი, მის შვილს თამარ ხეჩიკაშვილს ეკუთვნის - აუდი A8, მეორე შვილს, რუსუდან ხეჩიკაშვილს კი - კია სორენტო.
განახლება: კომპანია იბერია ბიზნეს ჯგუფი განმარტებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა 2016 წელს 10 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი კომპანიის ქონების რეალიზაციით მიიღო. ეს ინფორმაცია კომპანიის ადმინისტრაციის უფროსმა, ნინო ქვლივიძემ On.ge-ს მიაწოდა.
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა

კომენტარები