დოღი ბახმაროში — ტრადიციად ქცეული დღესასწაული
ფოტო: საქართველოს ბანკი
თუ ერთხელ მაინც გინახავთ მარადმწვანე ტყეებით შემოსაზღვრული ბახმარო, შეუძლებელია, ოდესმე დაივიწყოთ. მთისა და ზღვის ჰავის შერწყმა, ნისლი, დათოვლილი აჭარა-გურიის მთები, ხის სახლები და ღამით კოცონებით განათებული მდელოები ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურებს.
ჯადოსნური გარემოს გარდა, ბახმაროსთან ასოცირდება ტრადიციული დღესასწაული, დოღი, რომელიც ყოველ წელს, 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღეს, იმართება მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ. ადგილობრივების რწმენით, ფერისცვალების დღესასწაული ბახმაროში ზაფხულის დასასრულის და შემოდგომის დასაწყისია. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი კი, ტრადიციულად, წელსაც საქართველოს ბანკია.
სპეციალურად ამ დღისთვის კურორტს უამრავი დამსვენებელი სტუმრობს, ცხენოსნების შეჯიბრის გარდა, დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი აქტივობებიც ეწყობა. დოღის ორგანიზატორი, თინათინ დაუშვილი, გვიამბობს ტრადიციად ქცეული დღესასწაულისა და წლევანდელი გეგმების შესახებ:
"თითქმის საუკუნეა გურიის კურორტ ბახმაროში ცხენოსნები 19 აგვისტოს იკრიბებიან და საზაფხულო სეზონის დახურვას დოღით აღნიშნავენ. დოღი საქართველოში დიდი ხნის ტრადიცია და ერის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ბახმაროს პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით დოღი — ბახმაროს თასი წყაროს წყალი ბახმაროს, ნაბეღლავისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით იმართება. ბახმარო თავისი უნიკალური ხედებითა, ჰაერითა და რელიეფით საუკეთესო ადგილს ქმნის ცხენოსნობისთვის, იზიდავს როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს“.
წლიდან წლამდე დღესასწაული უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. წელს სპეციალურად დოღისთვის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 70-მდე გამოცდილი მხედარი მდინარე ბახვისწყალთან შეიკრიბება და 30 000-მდე მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას მოუწყობს.
როგორც ორგანიზატორი გვეუბნება, წელს ბახმაროში 19 აგვისტო განსაკუთრებით მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი იქნება:
"ღონისძიება მაყურებელს სასიამოვნო შემოქმედებით საღამოსაც ჰპირდება, სპორტული შეჯიბრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია მუსიკალური ნაწილი. შესაძლებელი იქნება ადგილობრივი წარმოების ჩაისა და სხვა პროდუქციის დაგემოვნება, მაყურებელს შეეძლება, შეიძინოს ბახმაროს ბრენდირებული სუვენირები, მათ შორის, ტანსაცმელი ღონისძიების სიმბოლიკით. ნივთები საშუალებას გვაძლევს ეს დღე ხელშესახებ მოგონებად შემოვინახოთ.
ბახმაროში დოღის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტული ღონისძიება; ეს არის საერთო ზეიმი — წარსულის ტრადიციებისა და მომავლის უნივერსალურობა, რომელიც საერთო მღელვარებით აერთიანებს ხალხს დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად."
ასე რომ, თუკი ზაფხულის ბოლო დღეების სასიამოვნოდ გატარება გსურთ, 19 აგვისტოს ბახმაროში საუკეთესო გარემო, მრავალფეროვანი აქტივობები და სანახაობა დაგხვდებათ.
საქართველოს ბანკი კი აქტიურად განაგრძობს საინტერესო ღონისძიებების აღმოჩენასა და მხარდაჭერას.
-
RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა RFL/RL: აშშ-ის მიერ სანქცირებული ირანული ავიაკომპანიების ფრენები საქართველოში შეწყდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
კომენტარები