Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მობილბანკმა კიდევ ერთი ჯილდო მოიპოვა. საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიხედვით, იგი საუკეთესო მობილბანკია საქართველოში. აღნიშნული აღიარება ფინანსურმა ინსტიტუტმა Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების ფარგლებში მიიღო, რომელიც უკვე 25 წელია, ფინანსურ ინსტიტუტებს დიჯიტალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის გამოარჩევს. დაჯილდოების ფარგლებში, საქართველოს ბანკი გამარჯვებულად ჯამში 45 კატეგორიაში დასახელდა.
"საქართველოს ბანკი მუდმივ რეჟიმში ავითარებს სუპერ-აპს - მობილბანკს, რომელიც საბანკო თუ არასაბანკო პროდუქტებითა და სერვისებით მომხმარებელთა ყოველდღიურობას უკეთესობისკენ ცვლის. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მივიღეთ Global Finance-ის ჯილდო, რაც ადასტურებს საქართველოს ბანკის გუნდის ძალისხმევას, იზრუნოს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე, პროდუქტებისა და სერვისების გაციფრულებაზე და მათ მრავალფეროვნებაზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ ქვეყანაში საუკეთესო მობილბანკით ყოველთვიურად 1 500 000-მდე მომხმარებელს ვემსახურებით, აპლიკაცია კი ტრადიციული საბანკო სერვისების მიწოდების გარდა, ადამიანებს საკუთარი ინტერესების, ცხოვრების სტილისა და მისწრაფებების გამოხატვაში ისეთი არასაბანკო პროდუქტებითაც ეხმარება, როგორებიცაა ციფრული სასაჩუქრე ბარათები, ინვესტიციების მოდული, სადაც აქციებით ვაჭრობაა შესაძლებელი, მანქანის სივრცე, სამოგზაურო თუ ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა, მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული ყოველდღიური შეთავაზებები პარტნიორი კომპანიებისგან, აპლიკაციაში ჩაშენებული ჩატი და სხვა. ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ მობილბანკის განვითარებას და მადლობას ვუხდით გუნდის წევრებსა და მომხმარებლებს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ საქართველოს ბანკის ციფრული პლატფორმების განვითარებაში", — აცხადებს ლევან გომშიაშვილი, საქართველოს ბანკის მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, Global Finance მსოფლიოში აღიარებული გამოცემაა, რომელიც 193 ქვეყანაში 50 000-ზე მეტ მკითხველს სანდო ფინანსურ ინფორმაციას აწვდის. იგი რეგულარულად არჩევს ბანკებსა და ფინანსური სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს და მათ გამორჩეული პერფორმანსისთვის აჯილდოებს.
ქვეყანაში საუკეთესო მობილბანკის გამოსავლენად, ტექნოლოგიური და აუთსორსინგის მიმართულებით გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ — Infosys -მა და მისმა მსოფლიო დონის ჟიურიმ ბანკები შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასა: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მათთვის მომსახურების გაწევის სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებელთა მხრიდან ციფრული შეთავაზებების გამოყენების მაჩვენებელი და ამ შეთავაზებების მრავალფეროვნება, მომხმარებლის ზრდა და კმაყოფილება, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები, აპლიკაციის დიზაინი, ფუნქციურობა და სხვა. გამარჯვებულების საბოლოო სია კი Global Finance-ის რედაქტორებმა შეადგინეს.
საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაარსდა. ის 160 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ათწლეულების განმავლობაში ფინანსურ სამყაროში სანდოობის სტანდარტად იქცა. გამოცემა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს და აჯილდოებს.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები