Geely Sakartvelo მომხმარებელს ერთწლიან შიდა უპროცენტო ლიზინგს სთავაზობს
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის, Geely Sakartvelo-ს, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ერთწლიანი შიდა უპროცენტო ლიზინგით ისარგებლონ. კომპანიებზე კი განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს, მათ შორის საოპერაციო ლიზინგი დაბალი პროცენტით, ანუ მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, კონკრეტული პერიოდის შემდეგ, ავტომობილს Geely Sakartvelo თავად შეისყიდის.
Geely Sakartvelo Tegeta Cars-ში შემავალი კომპანიაა, რომელმაც ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, Geely Auto, ქართულ ბაზარს გასული წლის სექტემბერში წარუდგინა. შოურუმში წარმოდგენილია Geely-ს სამოდელო ხაზის ყველა კატეგორიის ავტომობილი, როგორც ბენზინის, ისე ელექტროძრავზე მომუშავე მანქანები — SUV, სედანები, ჯიპები, ქროსოვერები და პიკაპები.
ფოტო: თეგეტა
ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ პირებს Geely Sakartvelo სალიზინგო მომსახურებას Geely-ს ყველა მოდელზე სთავაზობს.
გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი: “Geely Sakartvelo-სა და თეგეტა ლიზინგის თანამშრომლობით ჩვენს მომხმარებელს უნიკალურ შესაძლებლობას ვთავაზობთ. ამ სიახლით გვინდა, უფრო მარტივი გავხადოთ ავტომობილის შეძენის პროცესი და მორიგი სიახლე დავნერგოთ ბაზარზე. გვსურს, მომხმარებლებს ჰქონდეთ საშუალება, თეგეტაშივე ისარგებლონ სწრაფი ლიზინგით. ჩვენი მთავარი უპირატესობა არის ერთწლიანი შიდა უპროცენტო ლიზინგი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელი არცერთი ლარით მეტს არ გადაიხდის.
რაც შეეხება კომპანიებს, მათ გამოსყიდვის პირობასაც ვთავაზობთ. სურვილის შემთხვევაში, ვალდებულებაში გაიწერება, რომ, თუ მომხმარებელს ავტომობილი აღარ ენდომება, მას კონკრეტულ ფასად ჩვენვე გამოვისყიდით. მანქანით სარგებლობის პერიოდში კი დაფინანსდება დაზღვევა“.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ლიზინგის პირობები მთლიანად მომხმარებლის საჭიროებებზეა მორგებული. ის ოპერატიულობით გამოირჩევა, რადგან ერთ კომპანიაში, თეგეტაშივეა შესაძლებელი როგორც მანქანის შეძენა, ისე სალიზინგო შეთავაზებებით სარგებლობა, რაც ფიზიკური პირებისა და კომპანიებისთვის დამატებითი კომფორტია.
ლიზინგი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული საშუალება, ფართოდ გამოიყენება დასავლეთის ქვეყნებში და სტანდარტული სესხისგან განსხვავებით ბევრი უპირატესობა აქვს. თეგეტა ლიზინგის შექმნის მიზანიც სწორედ მომხმარებლებისთვის დასავლური გამოცდილების გაზიარება და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნაა.
უპრეცედენტო პირობებით სარგებლობა Geely-ს მოყვარულებსაც შეეძლებათ. Geely Sakartvelo-მ ახალი ბრენდი ქართულ ბაზარს 2023 წლის სექტემბერში წარუდგინა და ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლიდან მალევე Geely Auto-ს გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა. ბრენდის მიმართ მაღალი ინტერესი რამდენიმე მიზეზმა განაპირობა: ფუნქციების მრავალფეროვნება, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი და ხელმისაწვდომობა. ამიერიდან კი ავტომობილის შეძენა ერთწლიანი შიდა უპროცენტო ლიზინგითაც იქნება შესაძლებელი.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ჯილი საქართველო ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
კომენტარები