საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და Startup Grind Tbilisi-ის პარტნიორობა გრძელდება. ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, ბათუმში ბრიტანული კომპანია Mercaux-ის წარმომადგენელთან, ალინა გოლავასთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტარტაპერები, მეწარმეები, პროდუქტის მენეჯერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები.
ღონისძიების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს პროდუქტის იდეის დამუშავების, ბაზრის კვლევის და პარტნიორობების დამყარების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა. დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თანამოაზრეებთან ერთად განეხილათ პროფესიული გამოცდილება, იდეები და ერთმანეთთან თანამშრომლობის პოტენციალი.
Mercaux 2024 წელს დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვების მიმართულებით ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიების შემქმნელ კომპანიად დასახელდა. იგი B2B SaaS პლატფორმაა, რომელმაც ვენჩურული კაპიტალის ფირმებიდან 20 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა. ალინა გოლავა კი 9-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტია გაყიდვების, ბაზრის კვლევისა და პარტნიორობების მიმართულებით.
"საქართველოს ბანკისთვის, როგორც ტექნოლოგიური განვითარებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია Startup Grind Tbilisi-სთან პარტნიორობა. ღონისძიებები, რომლებსაც ორგანიზაცია ახორციელებს, მცირე და საშუალო ბიზნესებს სასარგებლო ინფორმაციის მიღებისა და ღირებული კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს. ეკონომიკის განვითარებაში ამ ტიპის ბიზნესები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მათ როგორც ფინანსური პროდუქტებით, ისე არაფინანსური ინიციატივებით ხელი შევუწყოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის რეგიონებში განხორციელება, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია ახალი კავშირების დამყარება და მეწარმეობის სტიმულირება. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც ბიზნესისთვის საინტერესო არაერთ ღონისძიებას დავუჭერთ მხარს", — აცხადებენ საქართველოს ბანკში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი და Startup Grind Tbilisi უკვე არაერთი წელია, თანამშრომლობენ. Startup Grind სტარტაპების გლობალური გაერთიანებაა, რომელიც ახალბედა მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ცოდნა, გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები და მოიძიონ ინვესტორები.
-
პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union—ის გზავნილებზე 50%—იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
-
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა
გადახედვა
-
კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა
გადახედვა
-
ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
-
რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას? რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?
გადახედვა
-
"კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები? "კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები?
გადახედვა
-
"განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე "განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
"ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე" — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე "ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე" — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
კომენტარები