Saltburn-ის რეჟისორი "ქარიშხლიან უღელტეხილზე" ფილმს გადაიღებს
ფოტო: Gareth Cattermole / Getty Images | Mammoth Screen / WGBH
იორკშირის ჭაობებს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით — ლეგენდარულ ქარიშხლიან უღელტეხილს ემერალდ ფენელი ისევ გააცოცხლებს დიდ ეკრანზე. ინგლისელმა რეჟისორმა და მწერალმა, რომლის სახელსაც გასული წლის გახმაურებული ფილმი Saltburn უკავშირდება, თავისი მომავალი პროექტის შესახებ სოციალური ქსელით გვაცნობა.
ფენელმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) ქარიშხლიანი უღელტეხილის ილუსტრაცია გამოაქვეყნა, რომელსაც წიგნიდან ფრაზაც ერთვის: "სულ ჩემთან იყავი, ნებისმიერი სახით, ჭკუიდან შემშალე"; სურათის ქვემოთ კი მინაწერია — "ემერალდ ფენელის ფილმი". რეჟისორმა თავისი პროფილის აღწერაშიც "ქარიშხლიანი უღელტეხილი" ჩაიწერა.
ემილი ბრონტეს გოთიკური რომანი ქარიშხლიანი უღელტეხილი მრავალჯერ გადაიღეს ფილმად და სერიალად. მათგან ალბათ ყველაზე ცნობილი 1939 წლის ეკრანიზაციაა, სადაც მთავარი როლები ლორენს ოლივიემ და მერლ ობერონმა შეასრულეს. დიდი პოპულარობით სარგებლობს 2009 წელს გამოსული სატელევიზიო ფილმიც, რომელშიც ტომ ჰარდი და შარლოტ რაილი მონაწილეობენ.
"ყოველთვის შეპყრობილი ვიყავი გოთიკით", — აღნიშნავს LA Times-ისთვის დაწერილ ბლოგში ფენელი, რომლის წინა ფილმიც, Saltburn, ასევე მოიცავს გოთიკურ ელემენტებს, — "ამ ჟანრში კომედია და ჰორორი, ზიზღი და ვნება, სექსი და სიკვდილი ყოველთვის გადახლართულია".
ქარიშხლიანი უღელტეხილი ემილი ბრონტეს ერთადერთი რომანია, რომელიც მწერალმა, თავისი დების მსგავსად, კაცის სახელით, ელის ბელის ფსევდონიმით გამოსცა 1847 წელს. რადგან ემილი მომდევნო წელს გარდაიცვალა, ნაწარმოების მეორე გამოცემის რედაქტორობა შარლოტ ბრონტემ, ჯეინ ეარის ავტორმა, ითავა.
საუკუნე-ნახევარზე მეტი გავიდა ქარიშხლიანი უღელტეხილის გამოცემიდან, მაგრამ უკვე კლასიკად ქცეული ეს ნაწარმოები ყოველთვის ხვდება საუკეთესო ინგლისურენოვან რომანებს შორის. წიგნი არაერთი თანამედროვე ხელოვანისთვისაც ქცეულა შთაგონების წყაროდ, მათ შორისაა ინგლისელი მუსიკოსი კეიტ ბუში, რომელმაც ამავე სახელწოდების ცნობილი სიმღერა დაწერა.
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები