ბაია პატარაია

11 Jul. 2024, 15:54

ამერიკელებმა გვითხრეს, რომ ისინი არიან საქართველოს, განსაკუთრებით ქართველი ხალხის მეგობრები. სურთ პოზიტიური ურთიერთობა გაგრძელდეს. ასევე გვკითხეს, რას ფიქრობს ხალხი განცხადებებზე, "მეგობარ აქტზე", იმ ნაბიჯებზე, რომელსაც ამერიკა და ევროკავშირი დგამს რუსული კანონის საპასუხოდ.

ჩვენ ვუთხარით, რომ ქართული ოცნება ყველაფერს უარყოფს, ისინი ამბობენ, რომ სანქციები არ არსებობს, ყველაფერი კარგად არის და ასეთი ტყუილებით არიან დაკავებულები, რაც გარკვეულ წილად გაუკვირდათ მათ.

თქვეს, რომ კიდევ ერთხელ და არაერთხელ გაიმეორებენ, რომ რუსულ კანონს, ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს საქართველოს მხრიდან და ნაბიჯებს შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯები მოჰყვება, მაგრამ თუ საქართველო ისევ გააგრძელებს პროდასავლურ კურსს, შეჩერებული პროექტები ცხადია გაგრძელდება.

რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, დაგვიდასტურეს, რომ როგორც ელჩმა განაცხადა, 30 ადამიანს უკვე ჩაბარდა [შეტყობინება], გრძელდება პროცესი მათ მიმართ, ვინც ჩართული იყო ადამიანის უფლების მასიურ დარღვევაში და რუსული კანონის მიღებაში. სხვა სიებიც განიხილება და სხვა ადამიანებიც მიიღებენ ინდივიდუალურ სანქციებს.

განაცხადა მედიასთან ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "მდინარაძის გამოგზავნილი წერილი" და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
  2. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  3. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  4. როგორი ამინდი იქნება 1-ელ და 2 სექტემბერს?
  5. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?

ბევრი ადამიანი დილას ჩაით ან ყავით იწყებს და დღის განმავლობაში რამდენიმე ფინჯანსაც კი სვამს. იმაზე ხშირად მსჯელობენ,…