აშშ-ის სასამართლომ სომხეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს ლოს-ანჯელესში მდებარე ვილა ჩამოართვა
ფოტო: Hetq
აშშ-ის სასამართლომ მოახდინა კალიფორნიაში მდებარე ვილის კონფისკაცია, რომელიც სომხეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრის ოჯახს ეკუთვნის — სასამართლოს დადგენილებით, თანხა, რომლითაც სახლი შეიძინეს, კრიმინალური გზით იყო მოპოვებული.
ლოს-ანჯელესში მდებარე ვილა ფინანსთა ყოფილი მინისტრის, გაგიკ ხაჩატრიანის ვაჟებს, გურგე და არტიომ ხაჩატრიანებს ეკუთვნით.
ორშაბათს სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ სომხეთსა და აშშ-ის შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სახლის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის დიდი წილის სომხეთისთვის დაბრუნებაზე.
ივნისის შუა რიცხვებში, გურგე და არტიომ ხაჩატრიანებმა მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, მისი გაყიდვიდან მიღებული წმინდა შემოსავლის 15%-ის შენარჩუნების სანაცვლოდ.
"უწყებები, რომლებმაც საქმე აღძრეს, აპირებენ გასცენ რეკომენდაცია, ჩამორთმეული ქონების ნაწილი, ან მთლიანი თანხა სომხეთში გადაირიცხოს", — ნათქვამია აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.
სომხეთის გენერალური პროკურატურა შედეგს მიესალმება და აცხადებს, რომ ეს მათ და აშშ-ს ხელისუფლებას შორის "ეფექტიანი თანამშრომლობის" შედეგად მოხდა. საქმე აშშ-ში 2022 წლის მაისში გაიხსნა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიხედვით, სახლი არის "30 000 კვადრატული ფუტის მეგა-სასახლე" ლოს-ანჯელესში, ჰოლმბი ჰილზის უბანში. მათი თქმით, ის 2011 წელს შეიძინეს, 20 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ქრთამის გამოყენებით, რომელიც სომეხმა ბიზნესმენმა გადაუხადა გაგიკ ხაჩატრიანის ოჯახს, მისი ბიზნესის მიმართ ხელსაყრელი საგადასახადო პირობების შექმნის სანაცვლოდ.
სახლი 2022 წელს, სასამართლო საქმის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაიტანეს გასაყიდად, 63,5 მილიონ დოლარად, თუმცა რამდენიმე ფასდაკლების შემდეგაც ვერ გაიყიდა.
გავლენიანი ყოფილი მაღალჩინოსანი გაგიკ ხაჩატრიანი 2008-2014 წლებში სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, შემდეგ 2016 წლამდე — ფინანსთა მინისტრი.
ხაჩატრიანისა და 25 სხვა პირის მიმართ, მათ შორის, მისი ორ ვაჟის წინააღმდეგ, კორუფციულ საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. შედეგად, სომხეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ, შესაძლოა, მოახდინოს 210 ქონების, 13 მანქანის, 29 იურიდიული პირის აქციის და 33 მილიარდ დრამზე მეტის (77 მილიონი აშშ დოლარი) კონფისკაცია.
გურგენ და არტიომ ხაჩატრიანების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ედებათ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მიერაც, მათ შორის 100 მილიონ დოლარზე მეტი ფულის გათეთრების ბრალდებით.
გაგიკ ხაჩატრიანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება ბრალი. ერევნის საქალაქო სასამართლო ამჟამად განიხილავს მის წინააღმდეგ საქმეებს განსაკუთრებით მსხვილი გაფლანგვის, ფულის გათეთრების თანამონაწილეობისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს? როგორ გადავიქცეთ 80-იანების პერსონაჟებად და რამდენად უსაფრთხოა ეს?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას ფოტონი, რომელსაც დედამიწამდე არ უნდა მოეღწია — როგორ ხსნიან მის არსებობას
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ რობოტების აქცია ვარშავაში: ორგანიზატორები AI-ის რეგულირებას ითხოვენ
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები