აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 19.5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა
ფოტო: Galt & Tagart
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ გალტ & თაგარტის დახმარებით 19.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია წარმატებით განახორციელა. ტრანზაქციის საწყისი მოცულობა 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, თუმცა, ინვესტორების მხრიდან მაღალი მოთხოვნის გამო, მოცულობა 4.5 მილიონი დოლარით გაიზარდა. აღნიშნული ემისია 2024 წელს განხორციელებული ყველაზე დიდი საჯარო ტრანზაქციაა.
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია ისეთი მასშტაბური მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრების მფლობელ და მმართველ კომპანიას წარმოადგენს, როგორებიცაა: სითი მოლი საბურთალო[1], სითი მოლი გლდანი და სითი თაუერი. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბაზარზე კომპანიისთვის მეხუთე ემისიაა, რომელიც ექსკლუზიურად გალტ & თაგარტის დახმარებით განხორციელდა. აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია კორპორატიული სექტორის პირველი წარმომადგენელია საქართველოში, რომელმაც ობლიგაციების შეთავაზებები პროგრამის საშუალებით დაიწყო და შედეგად, ძალიან მარტივი პროცედურის დაცვით, 1 წლის განმავლობაში, ერთზე მეტი შეთავაზების შესაძლებლობა გააჩინა.
2023 წლის დეკემბერში აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, ექსკლუზიურად გალტ & თაგარტის დახმარებით, ჯამურად 45 მილიონი დოლარის პროგრამა დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც 2023 წლის დეკემბერში 20 მილიონი დოლარის, ხოლო 2024 წლის იანვარში 5 მილიონი ევროს მოცულობის ტრანზაქცია განახორციელა. აღნიშნული ტრანზაქცია 2024 წლის პირველი საჯარო განთავსება იყო.
ახალი, 19.5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციებისთვის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, წინა ემისიის მსგავსად, 8.50%-ით განისაზღვრა. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მათი სრულად დაფარვა 2026 წლის 8 ივლისს მოხდება. ობლიგაციები შეიძინა საქართველოსა და უცხო ქვეყნების მოქალაქე 125-მდე ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა. ობლიგაციების ჯამური მოცულობიდან 15 მილიონი დოლარის მიზნობრიობაა 2022 წლის 7 ივლისს განთავსებული ობლიგაციების, ხოლო დარჩენილის - არსებული საბანკო სესხების რეფინანსირება.
"კომპანია გალტ & თაგარტთის დახმარებით საქართველოს კაპიტალის ბაზარზე უკვე მეხუთედ ახორციელებს საკმაოდ მოცულობით, 2024 წლის ყველაზე მასშტაბურ ტრანზაქციას. პირველად 2 წლის წინ, წარმატებით გამოვუშვით ჯამურად 30 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები არც თუ ისე მიმზიდველი ადგილობრივი თუ საერთაშორისო განვითარებების ფონზე. 2023 წელს კომპანიამ კიდევ ერთი, ჯამურად 45 მილიონი დოლარის პროგრამა დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც წარმატებით განათავსა ჯერ 20 მილიონი დოლარის, შემდეგ კი 5 მილიონი ევროს მოცულობის ობლიგაციები. მიმდინარე ტრანზაქციამ კი წარმატებით გამოიწვია ინვესტორების მოსალოდნელზე მაღალი დაინტერესება, რის შედეგადაც საწყისი, 15 მილიონი დოლარის მოცულობა 19.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ფასიანი ქაღალდების გამოშვებით კომპანია წლებია ახდენს დაფინანსების დივერსიფიკაციას და ხარჯების ოპტიმიზაციას, რაც ჩვენი კომპანიის საკმაოდ ამბიციურ გეგმებს სწორად ეხმიანება. ახალი ემისიისთვის გადაჭარბებული დაინტერესება მიუთითებს ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ მაღალ ნდობაზე და ხდის მათ ჩვენი წარმატების მნიშვნელოვან თანამონაწილედ. აი ჯი დეველოფმენტისათვის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება და ვფიქრობთ, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ პროცესში. დარწმუნებული ვართ, სამომავლო შეთავაზებებიც მსგავსი ინოვაციური ელემენტებით იქნება გამორჩეული და ამ შესაძლებლობისთვის, მადლობას ვუხდით „გალტ & თაგარტს, სხვა პარტიონერებსა და ინვესტორებს", - აცხადებს მინდია საბანაძე, აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
"მოხარული ვარ, რომ გალტ & თაგარტის და აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიას ექსკლუზიური პარტნიორიორობით უკვე მეხუთე ერთობლივი გარიგება განხორციელდა. ინვესტორთა მოთხოვნა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა და შედეგად წლის უმსხვილესი ტრანზაქცია წარმატებით განვახორციელეთ. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველი საჯარო ტრანზაქციაც აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ განახორციელა, ექსკლუზიურად გალტ & თაგარტის დახმარებით. ვიმედოვნებთ, მომავალში აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან თანამშრომლობის ფარგლებში ბაზარს კიდევ არაერთ მსგავს, წარმატებულ გარიგებას და პროდუქტს შევთავაზებთ", - აცხადებს ვანო კიკვილაშვილი, გალტ & თაგარტის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
კომენტარები