თეგეტა აკადემია — რეგიონული საგანმანათლებლო ჰაბი
ფოტო: თეგეტა
2024 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში თეგეტა აკადემიამ 140 სატრენინგო საათი ჩაატარა. თეგეტა აკადემიამ Porsche Central and Eastern Europe s.r.o-სთან თანამშრომლობა დაიწყო
თეგეტა ჰოლდინგი უკვე წლებია, რეგიონში პროფესიული განათლების განვითარების პროცესში აქტიურად მონაწილეობს. ამის დასტურია ის საერთაშორისო ტრენინგები, რომლებსაც თეგეტა აკადემია როგორც ადგილობრივად, ისე საზღვრებს მიღმა მართავს. სწავლება ჰოლდინგისა და პარტნიორი კომპანიების თანამშრომლების პროფესიულ გადამზადებას გულისხმობს. გამონაკლისი არც 2024 წელია. მხოლოდ პირველ კვარტალში თეგეტა აკადემიამ 15 საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა, რომლებსაც 150-ამდე მონაწილე დაესწრო. მათ შორის იყო Porsche-ს სატესტო ტრენინგები, რომლებიც Porsche Central and Eastern Europe s.r.o-სთან თანამშრომლობით გაიმართა.
ფოტო: თეგეტა
Porsche Central and Eastern Europe s.r.o-თან პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის. თუ თეგეტა აკადემია ოფიციალურ წარმომადგენლად შეირჩევა, ის უმასპინძლებს Porsche-ს მექანიკოსებს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის იქნება მოლდოვა, ისრაელი, სომხეთი, ყაზახეთი და სხვა.
ოთარ სიხარულიძე, თეგეტა აკადემიის დირექტორი: “თეგეტა აკადემია კომპანიის პარტნიორ ყველა ბრენდთან თანამშრომლობს, რათა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რეგიონში ცოდნის გაზიარებასა და ავტოინდუსტრიის განვითარებას. ახლახან თანამშრომლობა დავიწყეთ Porsche-სთანაც, რაც ნიშნავს იმას, რომ აკადემია იქნება მთავარი შეხვედრის ადგილი Porsche-ს გამოცდილი ტრენერებისა და რეგიონის დილერების წარმომადგენლებისთვის. პირველი ეტაპი — სატესტო ტრენინგი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით გავიარეთ.
ვიმედოვნებთ, რომ თეგეტა აკადემია გახდება სატრენინგო ჰაბი Porsche-სთვისაც და სწორედ ჩვენ ვუმასპინძლებთ წამყვან პროფესიულ ტრენინგებს, ინფრასტრუქტურით უზრუნველვყოფთ რეგიონს“.
თეგეტა აკადემიამ ამ მიმართულებით უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და მიმდინარე თვეში წარმატებით განახორციელა სამი სასწავლო კურსი: HV Battery Training , DME Basic, Electric Basic. ტრენინგების პრაქტიკული ნაწილის დროს მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიღებული თეორიული ცოდნა გამოეყენებინათ პრაქტიკულ დავალებებში რეალურ ავტომობილთან Porsche-ს სერვისცენტრში.
თეგეტა აკადემიისთვის განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო 2024 წელი. კომპანიამ 140-ამდე სატრენინგო საათსა და, ჯამში, 15 საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა. მათ შორის იყო Bridgestone-ის ბრენდის ტექნიკური ტრენინგი. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინფორმაცია მიეღოთ ბრენდის მახასიათებლებისა და სეზონურობის შესახებ. აკადემიამ ასევე უმასპინძლა Bosch-ის, Febi-ის, Westalake-ის, MILWAUKEE-ის, Hengst-ისა და სხვა წამყვანი ბრენდების ტრენინგებს.
თეგეტა აკადემიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების მწარმოებელ გერმანულ კომპანია MAN-თან თანამშრომლობა. უახლოეს გეგმებში თეგეტა თრაქ ენდ ბასის თანამშრომლების გადამზადება და რეგიონული ტრენინგების დანერგვაა.
ფოტო: თეგეტა
ოთარ სიხარულიძე, თეგეტა აკადემიის დირექტორი: “MAN-თან თანამშრომლობით ინტენსიურ ტრენინგებს ყოველ წელს ვმართავთ. თუმცა ამჯერად სიახლე ის არის, რომ ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას რეგიონული ჰაბის სტატუსის მოსაპოვებლად. MAN-თან თანამშრომლობით იგეგმება კვლევები რეგიონის ბაზრის შესასწავლად. კერძოდ, გვინდა დავადგინოთ, რა ტიპის ტრენინგებზეა განსაკუთრებული მოთხოვნა, რის შემდეგაც თეგეტა აკადემიის ადგილობრივ ტრენერებს გადავამზადებთ MAN-ის სტანდარტის შესაბამისად და ისევე, როგორც Porsche-ს შემთხვევაში, სამომავლოდ შევძლებთ სასტარტო ტრენინგების გამართვას დამწყები მექანიკოსებისთვის. პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, რადგან MAN-ის მიერ სერტიფიცირებას მოითხოვს. ამ ეტაპზე 2 სერტიფიცირებული ტრენერი უკვე გვყავს და ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ.
თეგეტა ჰოლდინგი 300-ზე მეტი ცნობილი ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში. ჩვენი პარტნიორები სისტემატურად აუმჯობესებენ ტექნოლოგიებს, რაც, ბუნებრივია, სერვისს ართულებს. შესაბამისად, როგორც ამ ბრენდების, ისე თეგეტა ჰოლდინგის ინტერესშია, ჩვენი მექანიკოსები იყვნენ კვალიფიციურები, გამარტივდეს სატვირთო თუ მსუბუქი ავტომობილების შეკეთება, დავამატოთ ახალი სერვისები და მოვემსახუროთ მაღალტექნოლოგიურ ავტომობილებს“.
ტრენინგების თვალსაზრისით თეგეტა აკადემიისთვის 2023 წელიც დატვირთული იყო. თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ გასულ წელს 50 საერთაშორისო ტრენინგი გამართა. პარტნიორი ბრენდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მუდმივი გაზიარება კომპანიის უცვლელი პრიორიტეტია. ამ მიზნით ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი თეგეტა აკადემია 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
თეგეტა აკადემია კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
კომენტარები