ვაშინგტონმა ნატოს სამიტზე საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი — ნატოს ვაშინგტონის სამიტამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, ვინ წარმოადგენს საქართველოს ალიანსის საიუბილეო სამიტზე. ოფიციალური თბილისის დუმილის ფონზე, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი "ამერიკის ხმას" უდასტურებს, რომ ვაშინგტონიდან თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი ილია დარჩიაშვილის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გაიგზავნა.
არიან თუ არა, სამიტზე დასასწრებად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, ვაშინგტონში მოწვეული? — ამ კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი "ამერიკის ხმას" წერს:
"პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად".
სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი არ მოუწვევიათ. ეს მაშინ, როცა 9-11 ივლისს, ვაშინგტონში, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები და პარტნიორი ქვეყნების მთავრობის ხელმძღვანელები შეიკრიბებიან.
პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამა (PfP), რომლის ფარგლებშიც წელს საქართველო ნატოს ვაშინგტონის სამიტზეა მიწვეული, 1994 წლიდან არსებობს და ის ალიანსის პარტნიორ 18 ქვეყანას მოიცავს. მათ შორის ორთან, რუსეთთან და ბელარუსთან, ალიანსის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტნიორობა შეჩერებულია.
ამ დრომდე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და ეწვევა თუ არა საქართველოს პირველი დიპლომატი, ივლისში, ვაშინგტონს.
სახელმწიფო დეპარტამენტს ვკითხეთ, მიიღო თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალური თბილისისგან დასტური, რომ სამიტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრება. მილერი ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ქართველ ხალხს უნდა მოუსმინოს და ქვეყანა "ევროატლანტიკურ გზაზე" დააბრუნოს.
"საქართველოს მთავრობის განზრახვასთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ მიმართოთ საქართველოს მთავრობას. ჩვენ მოვუწოდებთ ქართული ოცნების მთავრობას, სწრაფად გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, როგორც ეს მის ხალხს სურს და როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული", — აცხადებს მილერი.
მეთიუ მილერს, ასევე ვკითხეთ იგეგმება თუ არა ქართველ ოფიციალურ პირებთან, ნატოს სამიტის მიღმა შეხვედრები, თუმცა ამ კითხვაზე დეტალური პასუხი ვერ მოვისმინეთ.
"ბაიდენის ადმინისტრაცია ერთგულია იმის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ევროატლანტიკურ სივრცეში ნატოს კარის გახსნილობა ასპირანტი ქვეყნებისთვის, როდესაც ისინი მზად იქნებიან და შეძლებენ შეასრულონ წევრობის ვალდებულებები", — ამბობს მეთიუ მილერი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ქართველი ოფიციალური პირების ნაწილს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, დავინტერესდით როგორ ფორმატში მიმდინარეობს კომუნიკაცია ოფიციალურ ვაშინგტონსა და თბილისს შორის.
"ჩვენ ვაგრძელებთ რუტინულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, როგორც თბილისში, ასევე ვაშინგტონში", — გვეუბნება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი.
ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ნატოს ვაშინგტონის სამიტზე მოწვევას გეგმავდა, კვირის დასაწყისში გახდა ცნობილი. მას შემდეგ, რაც უცხოური მედიისთვის განცხადება ჯეიმს ო'ბრაიენმა გააკეთა.
"საქართველო და ყველა პარტნიორი იქნება მოწვეული, პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ძალიან გვაწუხებს ქართული ოცნების ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობის გადაწყვეტილებები და რიტორიკა. ნათელია, რომ ქართველი ხალხის 80-დან, 85%-მდე [რაოდენობას] ევროკავშირთან და ნატოსთან უფრო დაახლოება სურს”, — განაცხადა 24 ივნისს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიანმა.
ნატოს საიუბილეო სამიტს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი 9-11 ივლისს უმასპინძლებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს სამიტთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს.
-
გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება გარი ოლდმანის თქმით, ჰარი პოტერის სერიალი ფილმებზე ბევრად სასიამოვნო იქნება
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
კომენტარები