აზერბაიჯანის პოლიციაში დაკავებულ კაცს, სავარაუდოდ, სასიკვდილოდ სცემეს
ფოტო: OC Media
OC Media-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანში, პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა კაცი, რომელიც დააკავეს და ორ ძმასთან ერთად სცემეს. ერთ-ერთი ძმა შშმ პირია.
აზერბაიჯანელი თურხან ისგანდაროვმა, ბაქოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ სუმგაიტიდან, უთხრა OC Media-ს, რომ მის ძმას, ელვინ ისგანდაროვს პოლიციამ სასიკვდილოდ 14 ივნისს სცემა.
მისი თქმით ელვინ ისგანდაროვი პოლიციამ გვიან საღამოს დააკავა — მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა სცადეს შეეჩერებინათ კამათი ელვინსა და მის ძმას, ჯაბრაილს შორის, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობებისაა.
თურხანის თქმით, ჯაბრაილმა სთხოვა პოლიციას, არ ჩარეულიყვნენ კამათში, თუმცა ამის შემდეგ სამართალდამცველები მას თავს დაესხნენ. ელვინმა მოუწოდა მათ შეჩერებულიყვნენ და უთხრა, რომ მისი ძმა შშმ პირი იყო.
სამართალდამცველებს ჯაბრაილის შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ ეუბნებოდნენ სხვა ადამიანები, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ, ისინი უხსნიდნენ სამართალდამცველებს, რომ კაცს "სიტუაციის რეალურად გააზრება" არ შეეძლო.
"მათ ერთ-ერთი ქალი მიწაზე დააგდეს და მის წინააღმდეგ [წიწაკის] სპრეი გამოიყენეს“, — განუცხადა თურხანმა OC Media-ს.
მისივე თქმით, სცადა დაპირისპირებაში ჩარეულიყო, თუმცა ამის შემდეგ პოლიციამ მასაც სცემა.
"ცემის შემდეგ წაგვიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც სამართალდამცველებმა კვლავ გვცემეს", — თქვა მან.
ელვინმა უყვირა პოლიციელებს, რომ შეეწყვიტათ თურხანის ცემა, რადგან ის ავად იყო, რის შემდეგაც პოლიციელმა ელვინს ხელკეტი დაარტყა თავის არეში.
ძმები, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა თურხანის მონაყოლისა და პოლიციის სათვალთვალო კამერების კადრების მიხედვით, ელვინი, პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლისთანავე, კართან უგონოდ დაეცა.
ადგილზე მივიდა მათი ბიძა, რომელსაც ელვინი მიწაზე დახვდა დაცემული და სასწრაფო დახმარების მოსვლამდე სცადა მას დახმარებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, მოსვლის შემდეგ, ის გარდაცვლილად გამოაცხადა.
ფოტოზე, რომელიც OC Media-მ მოიპოვა, ჩანს ელვინის სხეულის დაზიანებები, მრავალი დიდი ზომის სისხლჩაქცევა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიები
ელვინის გარდაცვალების შემდეგ, აზერბაიჯანის შსს-მ უარყო, რომ ის პოლიციამ სცემა — ამტკიცებენ, რომ ის გულის შეტევითა და ღვიძლის ციროზით გარდაიცვალა.
"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ განცხადებაში სამინისტრომ აღნიშნა, რომ პოლიცია გვიან ღამით გამოეხმაურა სუმგაიტში მდებარე კაფეში "რამდენიმე მთვრალ ადამიანს“ შორის დაპირისპირებას.
"მხარეებს შორის დაძაბულობის მოხსნის შემდეგ, ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთმა მათგანმა, ელვინმა, მოულოდნელად წონასწორობა დაკარგა და პოლიციის განყოფილების წინ მიწაზე დაეცა.
ინციდენტს რამდენიმე ადამიანი, ნათესავები, მეგობრები, ძმები შეესწრნენ, ასევე, გადაღებულია სათვალთვალო კამერებით. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თუმცა ელვინ ისგანდაროვი გარდაიცვალა“, — ნათქვამია განცხადებაში.
"ექიმების თქმით, მისი გარდაცვალების მიზეზი ღვიძლის ციროზი და გულის შეტევა გახდა", —აცხადებენ სამინისტროში.
თუმცა, ისგანდაროვის ოჯახი მტკიცედ უარყოფს, რომ ელვინს ღვიძლის, ან გულის რაიმე დაავადება ჰქონდა და ასევე, აღნიშნეს, რომ ის რეგულარულად იტარებდა სამედიცინო გამოკვლევებს.
სუმგაიტის პროკურატურაში მიმართვის შემდეგ, სააგენტომ ისგანდაროვებს სთხოვა, მიეწოდებინათ მოწმეების სია, რათა დაემტკიცებინათ, რომ ელვინი პოლიციამ მოკლა.
პროკურატურამ გაავრცელა კადრები, სადაც ისგანდაროვები პოლიციის განყოფილებაში ჩანან, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ ვიდეო დამუშავებული იყო პოლიციის მიერ და ჩანდა მხოლოდ ის მომენტი, როდესაც ელვინი ტოვებს პოლიციის განყოფილებას და ძირს ვარდება.
იალჩინ იმანოვმა, ადამიანის უფლებათა ყოფილმა ადვოკატმა, განუცხადა OC Media-ს, რომ პროკურატურის პასუხისმგებლობა იყო მტკიცებულებების შეგროვება და ასევე, ინციდენტის მოწმეების მოძიება.
"ეს არ არის ელვინის ნათესავების პასუხისმგებლობა. თუ ამას პროკურორი ითხოვს, ეს სრულიად უკანონოა. შესაძლოა, პროკურატურამ გადაწყვიტოს დახუროს ეს საქმე, სისხლის სამართლის საქმის გახსნის გარეშე“.
ისგანდაროვებმა OC Media-ს განუცხადეს, რომ პოლიციამ უკვე დაადგინა, თუ ვინ შეესწრო დაპირისპირებას და ელვინის გარდაცვალებას და ისინი დააშინეს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს საბავშვო ევროვიზია 2026-ზე საქართველოს დავით ლომიძე წარადგენს
-
წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება წარმატება უფრო ახლოსაა, ვიდრე გგონია — მსოფლიოს 25 უნივერსიტეტისგან მიღებული დასტური და გზა, რომელიც არ გაჩერების ისტორიას გვიყვება
-
ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს
გადახედვა
-
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
-
10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება 10 ფოტო, რომლის დავიწყებაც ნახვისთანავე მოგინდება
გადახედვა
-
რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია თეგეტა მოტორსი კამპანია გაიარე მეტის ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
-
რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება რიკარდ იოზვიაკი: 11 ივნისს საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართება
გადახედვა
-
7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე 7 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო Miami Ad School-ში — შეავსე განაცხადი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი რონალდუ, მბაპე, კიმ კარდაშიანი და ლებრონ ჯეიმსი — იხილეთ Nike-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი
გადახედვა
-
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე — კომპანია კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ ბათუმში დასუფთავების აქციით აღნიშნა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში? ქვიზი: გადარჩებოდი თუ არა უდაბნოში?
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება მიხაილ გალუზინი: საქართველოს გარეშეც 3+3 ფორმატის პერსპექტივები სრულად ვერ განხორციელდება
გადახედვა
-
ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა ქვიზი: დაასრულე ქართული გამოთქმა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება — პროექტს საქართველოს ბანკი და კომაროვის სკოლა ახორციელებს
-
როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ როცა ბრედი შემოგვიერთდა, საოცრად სახალისო იყო — Friends-ის მსახიობები მოწვეულ ვარსკვლავებს იხსენებენ
გადახედვა
კომენტარები