აშშ-ში კლასელებმა სკოლის დამთავრება 50 წლის დაგვიანებით აღნიშნეს
ფოტო: Sterling Crim
შენმა კლასმა თუ რაიმე მიზეზით ვერ აღნიშნა ბოლო ზარი, იმედს ნუ დაკარგავ — სკოლის დამთავრების საზეიმოდ კიდევ, სულ მცირე, ნახევარი საუკუნე გაქვთ. აშშ-ში, ოკლაჰომის შტატში, ქალაქ მურის სკოლის 1974 წლის კურსდამთავრებულებმა გამოსაშვები ცერემონია სწორედაც რომ ნახევარი საუკუნის დაგვიანებით გამართეს.
საქმე ისაა, რომ თავის დროზე, 1974 წლის 23 მაისს, როცა ლურჯ ფორმებში გამოწყობილი კლასელები სტადიონზე შეიკრიბნენ და ატესტატების გადაცემას უცდიდნენ, ცაზე მოიღრუბლა, ცოტა ხანში კი სკოლის წარმომადგენელი გამოჩნდა და მიკროფონში გამოაცხადა, რომ ქალაქს ქარიშხალი უახლოვდებოდა, რის გამოც ყველას სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა ადგილი.
ასე ჩაიშალა ნანინანატრი გამოსაშვები ღონისძიება — იმის გამო, რომ მომდევნო დღეებში 500-მდე მოსწავლე ექსკურსიაზე მიდიოდა, მისი სხვა დროს გადადებაც ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, კურსდამთავრებულებს უთხრეს, რომ ცერემონიის გარეშე გაეტანათ თავ-თავიანთი ატესტატები სემესტრის დასრულებამდე. მას შემდეგ, 50 წლის განმავლობაში, კლასელები ამაოდ ცდილობდნენ, გამოსაშვების ორგანიზებისთვის თავი მოებათ.
საბოლოოდ, ღონისძიების ორგანიზება სკოლის ახლანდელი დირექტორის დამსახურებით მოხერხდა, რომელიც ნახევარი საუკუნის წინანდელ კურსდამთავრებულებზე 14 წლით უმცროსია.
"სულ რაღაც 50 წელი დაგვჭირდა" — ფოტო ნახევარი საუკუნის დაგვიანებით გამართული გამოსაშვებიდან.
ფოტო: Sterling Crim
მურის სკოლის 1974 წლის ბოლო ზარი კი, როგორც იქნა, დაირეკა. კვლავაც ლურჯ ფორმებში გამოწყობილი თანაკლასელები სცენაზე დამსახურებული ატესტატების მისაღებად ავიდნენ. ახლა ჩვენი შვილიშვილები გვიყურებენო, აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა.
კლასის პრეზიდენტმა ის სიტყვა წაიკითხა, რომლის წარმოთქმასაც 50 წლის წინ გეგმავდა. ღონისძიებაზე გარდაცვლილი თანაკლასელებიც არ დაივიწყეს და მათი ოჯახის წევრები მიიწვიეს.
"ძალიან უჩვეულო ამბავია", — განაცხადა სკოლის დირექტორმა, — "ასეთი რამ არც კი მსმენია. ისინი კვლავაც ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან და ამას მათ გამო ვაკეთებთ".
რაც მთავარია, ამჯერად ქალაქის თავზე მზე კაშკაშებდა.
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს ახალი მიღწევა მარსის თხელი ატმოსფეროსგან სარაკეტო საწვავის შექმნის შესაძლებლობას აჩენს
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს SOLO 19 სექტემბერს, ისთ ფოინთის დაბადების დღეს, SOLO VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებულ შეთავაზებას უკეთებს
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია მეცნიერებმა მზის წყალქვეშა ელემენტები წარმატებით გამოცადეს — როგორ მუშაობს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა
-
სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ TRIPP-ის პროექტის შეთანხმება კონსტიტუციასთან შესაბამისად ცნო
გადახედვა
-
რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება რუსეთში 20 000-ზე მეტ პატიმარზე გათვლილი 7 "სუპერციხე" აშენდება
გადახედვა
-
ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტმა სომხური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დროებით გაუქმებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს მინსკი 25 პოლიტპატიმარს ათავისუფლებს, აშშ კი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს ამსუბუქებს
გადახედვა
-
გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს გიგა ფარულავა: თუ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო, შეკრება-მანიფესტაციების კანონპროექტზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდეს
გადახედვა
კომენტარები