ქართველი და მსოფლიო კინემატოგრაფისტები — პრემია ელისოს ჟიურის თეგეტა და თეგეტა ქარსი წარადგენენ
ფოტო: თეგეტა
14 ივნისს ნატო ვაჩნაძის მშობლიური გურჯაანი კინოენაზე ახმაურდება. სიმბოლურად, მსახიობის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქი ნატო ვაჩნაძის ფონდის მიერ ახლად დაარსებულ პრემია ელისოს დაჯილდოებას უმასპინძლებს.
პრემია ელისო წელს პირველად გაიმართება. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში დასახელდებიან: საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. ჟიური 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმებს განიხილავს. სამივე ნომინაციაში გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება.
უკვე ცნობილია ჟიურიც, რომლის შემადგენლობაც ასე გამოიყურება: რეჟისორი და პროდიუსერი ნინო ორჯონიკიძე, კასტინგის რეჟისორი დიქსი ჩესი, რეჟისორი/სცენარისტი ბაბაკ ჯალალი, მსახიობი/სცენარისტი თაკი მუმლაძე და რეჟისორი და ოპერატორი ტატო კოტეტიშვილი. პრემია ელისოს დაჯილდოებაზე საერთაშორისო ჟიურის წარმდგენია თეგეტა და თეგეტა ქარსი.
დეა ზანგური, თეგეტას ბრენდის მარკეტინგის ხელმძღვანელი: "თეგეტასთვის ასეთი მასშტაბური კულტურული ღონისძიების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტს შთამბეჭდავი ჟიური ჰყავს და მიხარია, რომ თეგეტა და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თეგეტა ქარსი სწორედ მათი წარმდგენები ვართ. საამაყოა, რომ ქართულ ნამუშევრებს კინემატოგრაფიის ასეთი ძლიერი პროფესიონალები შეაფასებენ. ეს ღონისძიება ნატო ვაჩნაძის ფონდის ინიციატივით გაიმართება და მჯერა, რომ ის მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურის განვითარებისთვის."
ელლა კამლაძე, თეგეტა ქარსის მარკეტინგის ხელმძღვანელი: "თეგეტა ქარსისთვის დიდი პატივია ნატო ვაჩნაძის ფონდისა და პრემია ელისოს მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში კინემატოგრაფიის განვითარებასა და ნიჭიერი ხელოვანების წარმოჩენას. ჟიურის საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი წევრების სახელები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული კინემატოგრაფიის ისტორიას, რომელიც ნატო ვაჩნაძის სახელს უკავშირდება, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიო რუკაზე. მჯერა, ფონდის სახელით ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება."
კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამორჩეულია საკუთარი ნამუშევრებითა და კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილით. ჟიურის ერთ-ერთმა ქართველმა წევრმა რეჟისორმა ნინო ორჯონიკიძემ 2008 წელს ვანო არსენიშვილთან ერთად დააარსა დამოუკიდებელი კინოკომპანია არტეფაქტ პროდაქშენი. დღეს ის საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტში ასწავლის დოკუმენტური და ექსპერიმენტული კინოს რეჟისურას. მისი ფილმოგრაფია ისეთი ნაწარმოებებითაა წარმოდგენილი, როგორებიცაა თავშესაფრის მაძიებელნი, ინგლისურის მასწავლებელი, გვირაბი, ხიდი და სხვა.
დიქსი ჩესი ბრიტანელი კასტინგის რეჟისორია, რომელიც მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა: მონანიება, ზომბი, სახელად შონი, მიუნხენი, ბრიუგეში, ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე და სხვა. ის თანამშრომლობს ცნობილ რეჟისორებთან და სცენარისტებთან, რომელთა შორისაა სტივენ სპილბერგი, დენი ვილნევი, იორგოს ლანთიმოსი, ჯო რაიტი, ალფონსო კუარონი, ედვარდ ბერგერი, დეივიდ ჰეირი და ტონი მაკნამარა. დიქსი ჩესის ბოლოდროინდელი პროექტებია: Poor things, Favorite, დიუნი 2 და სერიალი დიადი. მისი კიდევ ერთი ნამუშევრის — იორგოს ლანთიმოსის ფილმის Kinds of kindness-ის პრემიერა კი წელს კანის კინოფესტივალზე გაიმართა.
ჟიურის კიდევ ერთი უცხოელი წევრი ბაბაკ ჯალალია — ირანელ-ბრიტანელი კინორეჟისორი და პროდიუსერი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ფილმი რადიო სიზმრები, რომელიც როტერდამის 45-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა.
რაც შეეხება ჟიურის კიდევ ერთ ქართველ წევრს, თაკი მუმლაძე მსახიობი და სცენარისტია. მან კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მოიპოვა, ბელფასტში კი დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო სცენარისტი.
ელისოს კონკურსში შემოსულ ნამუშევრებს შეაფასებს ტატო კოტეტიშვილი, რომელიც 2014 წელს გადაღებული ფილმის ოგასავარის დამდგმელი რეჟისორია, დამდგმელ ოპერატორად კი ნამუშევარი აქვს არაერთ ქართულ ფილმზე, რომელთა შორისაა: შემთხვევითი პაემნები, ანას ცხოვრება, სანამ მამა დაბრუნდება და სხვა.
პრემია ელისო ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. ფონდი კინემატოგრაფისტებისა და ნატო ვაჩნაძის ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. მისი მთავარი მიზანი ხელოვნების, განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა.
ნატალია ჯუღელი, ნატო ვაჩნაძის ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი: "ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 120 წლის აღსანიშნავად პრემიის დაარსების იდეა თითქოს ძალიან ბუნებრივად დაიბადა, თუმცა ეს იდეა ყველაზე მეტად, ალბათ, ნატოს სახლ-მუზეუმში სახალხო დღესასწაულის ტრადიციის არსებობას უკავშირდება. ზოგადად, მსოფლიო კინოპრემიებს თუ გადავხედავთ, პრემია მხოლოდ პროფესიული დაფასება არ არის, ინდუსტრიაში მსგავსი ღონისძიებები და გადაწყვეტილებები ძალიან ბევრ სხვა პროცესსაც განსაზღვრავს. ჩვენც იმედი გვაქვს, რომ პრემია ელისოს წინ მნიშვნელოვანი გზა ელის. პრემიის პირველი წლის ჟიური ნატო ვაჩნაძის ფონდის საბჭოს საერთო გადაწყვეტილებით შევარჩიეთ. ვფიქრობ, ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო შემადგენლობა გამოვიდა."
კინოპრემია ელისო გურჯაანში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლები. პრემიის მთავარი პარტნიორია თეგეტა და თეგეტა ქარსი, გენერალური სპონსორი კი — თიბისი“.
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირი დანით მოკლა
გადახედვა
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა 2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში





კომენტარები