ირაკლი მილაძე

15 May. 2024, 18:00

ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია!!! დღეს, 12:00 საათზე გვქონდა შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის.

საუბარი შედგა იმაზე, თუ რა პოზიცია უკავიათ რუსული კანონის შესახებ და დგებიან თუ არა გარკვეული რაოდენობის სტუდენტების მხარეს. პასუხი ცალსახად გასაგები იყო, რომ ისინი ჩვენთან ერთად უნივერსიტეტის თვითმმართველობის სახელით არ დადგებოდნენ.

თვითმმართველობას მოყვანილი ჰყავდათ შავებში ჩაცმული ტიპები, რომლებიც არც კი ვიცი ჩვენთან სწავლობენ თუ არა. შეხვედრის დასასრულს რამდენიმე კაცმა მთხოვა "გვერდზე" გავსულიყავი მათთან ერთად. იქ დამსწრე თვითმმართველობის ყველა წევრი ჩემს წინააღმდეგ გამოვიდა და როდესაც მათ ვუთხარი, რომ არ მეცალა მათთვის, ერთ-ერთმა უნივერსიტეტის შესასვლელთან დამარტყა.

ამ დროს წიწაკის სპრეი შევასხი და უკვე სხვებმაც სცადეს დარტყმა, რასაც კიდევ ერთხელ ვუპასუხე სპრეით. ამის შემდეგ გურამიშვილის მეტროს მისამართით გავიქეცი და გამომეკიდა 20-მდე კაცი. ერთ-ერთი სახლის კარები ღია იყო და იქ შევვარდი. სახლს გარშემო წრე შემოარტყეს და გარედან ყვიროდნენ და იგინებოდნენ.

ერთი სიტყვით, ეს თავდასხმა გადაღებულია უნივერსიტეტის კამერებით და ასევე, დაგეგმილია ჩემი უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან და თვითმმართველობისგან.

დანარჩენზე ყველას გაეცემა პასუხი! მე გუშინვე ვთქვი, რომ ვინც ჩვენ დაგვიწყებს დევნას, პასუხი გაეცემოდა და ასეც იქნება!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიორგი ხიშტოვანი: "ოცნებამ" გადაწყვიტა, პირდაპირ მუქარაზე გადავიდეს და ამ გზით დაწიოს ფასები — ეს საშიში პრაქტიკაა
  2. ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს 2 დღეში 2 ახალი წოდება მიანიჭა
  3. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი იაკობაშვილი გახდა
  4. ლალი მოროშკინა რუსეთის ლიტერატორთა კავშირის წევრი გახდა
  5. რას გეგმავენ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები 31 დეკემბრის ღამეს რუსთაველის გამზირზე?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ელენე ხოშტარია: ახალ წელს მე მინდა, გამოვხატო მადლიერება და სოლიდარობა თქვენ მიმართ: რუსთაველის მცველების, ადვოკატების, განსაკუთრებულად ჟურნალისტების მიმართ

"გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ერთი რამის გაზიარება მინდა. პოლიტპატიმრები განებივრებულები ვართ ჩვენი გასაჭირის…