მარიამ მეყანწიშვილი შალვა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივის
იურისტი აიჰან ჰასანლი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მისი განმარტებით ამის მიზეზი პაპუაშვილის მიერ 2025 წლის 17 ოქტომბერს X-ზე განთავსებული პოსტი გახდა, სადაც იგი აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს "უკიდურესად რადიკალური ჯგუფების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად" მოიხსენიებს. ადვოკატის თქმით, "შალვა პაპუაშვილი თავის განცხადებაში პირდაპირ, სახელითა და გვარით, კონკრეტული გარემოებების, ფაქტობრივი მოცემულობისა და სიტუაციის აღწერის საფუძველზე ამტკიცებს", რომ მარიამ მეყანწიშვილი ასევე არის: "მონაწილე ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებაში 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის დროს"; "შიდა ტერორიზმში ჩართული"; "ექსტრემისტი."
"დღეს შევიტანეთ სარჩელი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შემლახავი, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2025 წლის 17 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელ X.com–ზე განთავსდა პოსტი, სადაც იგი მარიამ მეყანწიშვილს მოიხსენიებს "უკიდურესად რადიკალური ჯგუფების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად".
ასევე აცხადებს, რომ მარიამ მეყანწიშვილი "მონაწილეობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის თავდასხმის დროს ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებაში". გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილი უსაფუძვლოდ ამტკიცებს, რომ მარიამ მეყანწიშვილი „შიდა ტერორიზმშია ჩართული", რითაც ფაქტობრივად მას მოიხსენიებს დამნაშავედ, მაშინ როდესაც, არ არსებობს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი ინფორმაცია და შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.
შალვა პაპუაშვილი მას მოიხსენიებს როგორც ძალადობრივი დაჯგუფების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს იმ დროს, როდესაც დაცვის მხარისთვის ჯერ კიდევ ცნობილი არ იყო ის მუხლი, რომლის ჩადენასაც მას ედავებოდნენ. მარიამ მეყანწიშვილს ბრალი წარედგინა დროებითი მოთავსების იზოლატორში 2025 წლის 18 ოქტომბერს, მაშინ როცა შალვა პაპუაშვილის პოსტი უკვე განთავსებული იყო, ვინაიდან ის გამოქვეყნებულია 17 ოქტომბერს.
შალვა პაპუაშვილი თავის განცხადებაში პირდაპირ, სახელითა და გვარით, კონკრეტული გარემოებების, ფაქტობრივი მოცემულობისა და სიტუაციის აღწერის საფუძველზე ამტკიცებს, რომ მარიამ მეყანწიშვილი არის:
1. "უკიდურესად რადიკალური ჯგუფების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი";
2. "მონაწილე ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებაში 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის დროს";
3. "შიდა ტერორიზმში ჩართული";
4. "ექსტრემისტი."
ეს გარემოებები ცხადყოფს, რომ შალვა პაპუაშვილმა, ერთი მხრივ, დაარღვია მარიამ მეყანწიშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმცია, ხოლო მეორე მხრივ, მის შესახებ გაავრცელა პატივისა და ღირსების შემლახავი, საქმიანი რეპუტაციის დამაზიანებელი, ცილისმწამებლური ინფორმაცია, რომელიც არსებითად მცდარია", — წერს აიჰან ჰასანლი.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ სასამართლოსგან პაპუაშვილის მიერ გავრცელებული არსებითად მცდარი ფაქტების საჯაროდ უარყოფას და 1 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვენ.
"ამდენად, აშკარად სახეზეა შალვა პაპუაშვილის მიერ მარიამ მეყანწიშვილის მიმართ ცილისწამება, რის საფუძველზეც ვითხოვთ სასამართლოსგან მის მიერ გავრცელებული არსებითად მცდარი ფაქტების საჯაროდ უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 1 ლარის ოდენობით", — წერს იურისტი აიჰან ჰასანლი სოციალურ ქსელში.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები