ვიოლა ფონ კრამონი

23 Apr. 2024, 17:07

თუ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდება, ივანიშვილს აქვს ბერკეტი, ოფშორული ანგარიშებიდან თავისი აქტივები და ფული გადაიტანოს. ეს არის მეორე კანონი, რომელსაც კენჭი გასულ კვირას უყარეს. რისი გაკეთება შეგვიძლია? ვფიქრობ, სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ, რომლებიც მიმართული იქნება იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოს სხვა გზით გარდაქმნა სურთ, რომლებსაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ. ეს მიუღებელია.

ასევე, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მოტყუებულები ქართული ოცნების მიერ. თუ გახსოვთ პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტი ბერლინში, მას უკვე აღარ შეეძლო კრიტიკის ატანა. მას არ შეეძლო კრიტიკის მოსმენა გერმანიის კანცლერისგანაც და თარჯიმანს ადანაშაულებდა, რომ სწორად არ თარგმნა ტექსტი და გამოსვლები.

ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე ვითარებას და არ მივცემთ ქართულ ოცნებას ჩვენი მოტყუების საშუალებას.

განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სტრასბურგში, მის კოლეგებთან, ანა ფოტიგასთან, პეტრას აუსტრევიჩუსთან და პარტია "ახლის“ ლიდერთან, ნიკა გვარამიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" (TI) განცხადებას…