კელი დეგნანი

კელი დეგნანი

18 Apr. 2024, 22:02

მე ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ მმართველმა ძალამ, ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას. იმ მისიებისა, რომელთა დისკრედიტაციასაც ახდენდნენ გასულ წლებში. მათ სურთ რომ არ ისმოდეს კრიტიკის ხმა არჩევნების პროცესთან მიმართებაში. სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს.

[...] ირონიულია, რომ კაცი, რომელიც 2018 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი ავტორი იყო და ახლა პრემიერ-მინისტრია, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია და არ გამიკვირდება, თუ ქართული ოცნება ოქტომბერში საკონსტიტუციო უმრავლესობით გაიმარჯვებს, ისინი როგორმე შეცვლიან 78-ე მუხლს. ამ და სხვა ცვლილებებით, ქართული ოცნება ეტაპობრივად შეეცდება, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგონ.

იმის გამო, რომ ქართველების ისტორია სავსეა ბრძოლებით, როცა თავისუფლების მოყვარულები საბოლოოდ ამბობდნენ რომ "საკმარისია", არ ვიცი ამ შემთხვევაში რა იქნება მაპროვოცირებელი, ეს შეიძლება იყოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი, კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნები ოქტომბერში ან სხვა რამ, მაგრამ მჯერა, რომ თავისუფლების სული და თავისუფლებისადმი ამ ერის ლტოლვა, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს.

[...] საქართველოს ჰყავს ოლიგარქი, რომელიც მიზანდასახულად ცდილობს სტატუს კვოს შენარჩუნებას მის სასარგებლოდ და აქ არსებობს ენდემური, მაღალი დონის კორუფცია და მყიფე სახელმწიფო ინსტიტუტები.

ფორმულას ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა ბოლონიაში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, დისკუსიაზე სახელწოდებით "საქართველო — ბრძოლა დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის" განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დააკავეს კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს დაარტყა
  2. 35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო
  3. თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
  4. ირაკლი ტატუნაშვილი აცხადებს, რომ ალან ყაყატაშვილი პოლიციაში ცემამ იმსხვერპლა
  5. ვინ არის სერდარ ბერდიმუჰამედოვი? — მემკვიდრეობით მიღებული პრეზიდენტობა და ცხენების სიყვარული

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რა გვჭირდება უხვ ნალექთან გასამკლავებლად? — საბა ბუაძის მოსაზრება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საბა ბუაძე წუხელ თბილისში მოსულ უხვ ნალექს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, ერთადერთი…