ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
აშშ-ში ძროხებში ფრინველის გრიპი გავრცელდა. შედეგად, მათი რძე უფრო სქელდება და უფერული ხდება.
სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, ტეხასსა და კანზასში მდებარე ოთხ ფერმაში ძროხებზე ფრინველის გრიპზე ტესტირებამ დადებითი პასუხი აჩვენა. შემთხვევები ასევე დადასტურდა ნიუ-მექსიკოს შტატში.
რაც საყურადღებოა, მეცნიერებმა გრიპის კვალი რძეშიც აღმოაჩინეს. მათი თქმით, რძე უფრო შესქელებული იყო და განსხვავება მალევე შენიშნეს. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ამბობენ, რომ პასტერიზაცია მომხმარებლებს ვირუსისგან დაიცავს.
ჯერ კიდევ 15 წლის წინ, მკვლევრები საუბრობდნენ საფრთხეზე, რის მიხედვითაც, ფრინველის გრიპი შეიძლება ძროხებშიც გავრცელებულიყო.
1990-იანი წლების ბოლოდან მეცნიერებმა გამოთქვეს ჰიპოთეზა, რის მიხედვითაც ფრინველის გრიპი შეიძლება პირუტყვსაც გადაეცეს. მაშინ ამის აშკარა მტკიცებულება არ არსებობდა, თუმცა ახლა სიტუაცია შეცვლილია.
დაინფიცირებული ძროხების მეპატრონეებმა აღნიშნეს, რომ ფერმებთან ახლოს დახოცილი ფრინველები შენიშნეს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ინფექცია ძროხებზე სწორედ ფრინველებისგან გადავიდა.
საბედნიეროდ, ამ დრომდე ვირუსით არცერთი ძროხა არ მოკვდა. მიუხედავად ამისა, ინფექცია რძის წარმოების 40%-მდე ვარდნას იწვევს, რაც ჩვეულებრივ ერთი კვირიდან 10 დღემდე გრძელდება.
"ჯერჯერობით რძის მიწოდების შემცირების მხრივ საფრთხე არაა, მაგრამ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით. ასევე ვიცით, რომ ვირუსის მატარებელი რძე წარმოებაში ჩაშვებული არაა. და მაინც, იმ იშვიათ შემთხვევაში, როდესაც დაინფიცირებული რძე გაყიდვებში ხვდება, პასტერიზაციის პროცესი ვირუსს კლავს", — ამბობს კომისარი სიდ მილერი.
მეცნიერები ახლა ვირუსის გენომის თანმიმდევრობას სწავლობენ, რათა გაარკვიონ, საიდან გაჩნდა და როგორ გავრცელდა ის ძროხებში.
კომენტარები