europop forum: Tales of Play — რა გელით სპორტზე თხრობის ფორუმზე
ფოტო: Europop
12-13 აპრილს თბილისში, Tbilisi Factory-ში დიდი სპორტის შემქმნელი ადამიანების გზები გადაიკვეთება. europop forum: Tales of Play — სპორტზე თხრობის ფორუმი — ასე ეწოდება 2-დღიან ღონისძიებას, რომელიც ევროპოპის ორგანიზებით, საქართველოში პირველად გაიმართება.
ევროპოპ ფორუმის სცენას სპორტის მენეჯმენტისა და მედიის პროფესიონალებთან ერთად, რამდენიმე ვარსკვლავური ფეხბურთელიც გაიზიარებს - მათ შორის იქნებიან ნიდერლანდელი ლეგენდები კლარენს ზეედორფი და პატრიკ კლუივერტი. ფორუმის მიზანია, გახდეს რეგიონში სპორტის ფანებისა და პროფესიონალების ყოველწლიური შეკრების ადგილი. ESPN, DAZN, მადრიდის რეალი, ბარსელონა, აიაქსი, მსოფლიო რაგბი — ჟურნალისტები, მენეჯერები, მსაჯები, მწერლები — ევროპოპის ფორუმის სტუმრები სპორტის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სფეროსა და დისციპლინას წარმოადგენენ, თუმცა ყველას ერთი რამ აერთიანებს — თითოეულ მათგანს აქვს მოსაყოლი ამბავი.
"ჩვეულებრივ, ქართველ გულშემატკივარს არ აქვს პლატფორმა, სადაც ისაუბრებს იმაზე, თუ რა ხდება სტადიონის ან სარბენი ბილიკის მიღმა. სპორტში ცალკეულ გამოსვლებზე ბევრად უფრო მეტი რამ არსებობს: ისტორიები, მომავლის პერსპექტივები, უმაღლეს დონეზე თამაშის მენტალური მხარე. სპორტის გულშემატკივრებს ექნებათ საშუალება, სწორედ ასეთ საკითხებზე ისაუბრონ. აუდიტორიას შეეძლება, სტუმრებს კითხვები დაუსვან და საუბრის მიმართულებაც თავად განსაზღვრონ", — ამბობს ფორუმის კონსულტანტი სოფიკო ვასაძე.
ასეთი მასშტაბის ფესტივალი, რა თქმა უნდა, უამრავ სხვადასხვა ადამიანს აერთიანებს. სოფიკოს გარდა, საორგანიზაციო გუნდს მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილებას ZEG ფესტივალის კიდევ ორი დამფუძნებელი უზიარებს — ქეთი ებანოიძე და ელენე ჟვანია, ფორუმის ჩატარების აღმასრულებელ ნაწილს კი ევროპოპის გუნდი უძღვება, რომლის სათავეში ღონისძიების დირექტორი დიმიტრი ვაჩნაძე და იდეის ავტორი მიშა დუმბაძე დგანან.
ღონისძიების 2-დღიანი განრიგი უწყვეტი სპორტული თავგადასავალია, რომელიც ერთდროულად ორ სცენაზე გაიმართება. ინდივიდუალური გამოსვლები, Q&A, პანელური დისკუსიები, ნეტვორქინგი, ფილმის ჩვენება და დაუვიწყარი აუდიო-ვიზუალური პერფორმანსი კიდევ ერთი ცნობილი სპორტსმენისგან (რომლის ვინაობა ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება) — ფესტივალი თავისი მასშტაბითა და შინაარსით რეგიონული მნიშვნელობის ტრიბუნაა, რომელიც სპორტული ამბების თხრობის ხელოვნებას ეძღვნება.
ფესტივალი დაიწყება 12 აპრილს, გახსნის ცერემონიითა და საუბრით კლარენს ზეედორფთან, პროგრამის მთავარი ნაწილი კი 13 აპრილს გაიმართება და მას პატრიკ კლუივერტის გამოსვლა დააგვირგვინებს.
ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაცია და მომხსენებელთა სრული სია ხელმისაწვდომია ფესტივალის ვებგვერდზე, ბილეთების შეძენა კი უკვე შესაძლებელია აქ.
-
გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს გერმანიის საქსონია-ანჰალტის მიწის პარლამენტის არჩევნებს ულტრამემარჯვენე პარტია AfD 44.5%-ით იგებს
გადახედვა
-
კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს? კუშნერი და უიტკოფი კიევში ზელენსკის შეხვდნენ — რა საკითხები განიხილეს?
გადახედვა
-
7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება 7 სექტემბერს, დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს, საჯარო ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
კომენტარები