მკვლევრებმა 7 000 წლის წინ ჩაძირული ნავები შეისწავლეს
კაცობრიობის ისტორიის დიდი ნაწილი ზღვის ფსკერზე იმალება. აქ არქეოლოგები ჩაძირულ არტეფაქტებს ხშირად პოულობენ. ამით კიდევ უფრო მეტს ვიგებთ ჩვენს ისტორიაზე და იმაზე თუ როგორ ცხოვრობდნენ უძველესი ადამიანები.
ქვის ხანის აგრარული საზოგადოებები ვაჭრობასა და შესაბამისად მოგზაურობაზე იყვნენ დამოკიდებული. ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ხმელთაშუა ზღვის გამოყენებით ახალ მიწებს ეძებდნენ. ეს ძვ.წ. 10 000-დან 7 000 წლის განმავლობაში ხდებოდა.
მკვლევრებს აინტერესებთ თუ როგორ ახერხებდა ამას უძველესი ადამიანი და ისინი ამაზე პასუხს წყლებში ეძებენ. ეს ნარჩენების მიგნებას ართულებს, მაგრამ მაინც, ხშირად სწორედ ასე პოულობენ მნიშვნელოვან მტკიცებულებებს.
და, აი, ახლა მკვლევრების ჯგუფმა, რომელსაც ესპანეთის კვლევების ეროვნული საბჭოს არქეოლოგი ხუან გიბახა ხელმძღვანელობდა, რომის მახლობლად ტბიდან ამოღებული ხუთი ნეოლითური კანოე აღწერა. კვლევამ აჩვენა, რომ ამ ადამიანებს ნავების მშენებლობის დახვეწილი ტექნიკა ჰქონდათ.
"ლა მარმოტადან ნეოლითური კანოების პირდაპირი დათარიღებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ხმელთაშუა ზღვის ავზში ყველაზე ძველია", — თქვეს მკვლევრებმა.
ლა მარმოტას ნეოლითური დასახლება არქეოლოგებმა პირველად 1989 წელს აღმოაჩინეს. ის ტბა ბრაჩიანოში, 8 მეტრის სიღრმეზე იყო ჩაძირული.
გათხრები 1992 წელს დაიწყო და ის 2009 წლამდე გრძელდებოდა. ადგილზე ხის საცხოვრისები განსაკუთრებით კარგად იყო შემონახული. ასევე ბევრი იყო ხის ხელსაწყოები, დაწნული კალათები და მორებისგან გამოთლილი ხუთი კანოე.
ამ აღმოჩენების თანახმად, ლა მარმოტა განვითარებული აგრარული საზოგადოება იყო და ეს ხმელთაშუა ზღვასთან სიახლოვის გამო. ახალი ანალიზის მიხედვით, კანოების დამზადება დახვეწილ ოსტატობას მოითხოვდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს — ვინც აქ ცხოვრობდა ხის დამუშავება ეხერხებოდა და გემთმშენებლობაშიც კარგად ერკვეოდა.
ხე, რომლისგანაც კანოებს ამზადებდნენ დაახლოებით 7 700 წლის წინ არსებობდა. რაც შეეხება უშუალოდ ნავებს, ყველაზე გრძელი 11 მეტრის სიგრძისაა. ის მუხის ხისგანაა დამზადებული. დანარჩენი ოთხი კანოეს სიგრძე მაქსიმუმ 9 მეტრია.
"ეს იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, რა სახით შეერჩიათ შესაბამისი ხე, როგორ მოეჭრათ და შემდეგ დაემუშავებინათ ის", — ამბობენ მკვლევრები.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ზღვაოსნობაში მნიშვნელოვანი პროგრესი სწორედ ამ პერიოდში დაიწყო. შესაბამისად, ბრაჩიანოს ფსკერზე შეიძლება კიდევ უფრო მეტი არტეფაქტი იმალება. აღსანიშნავია, რომ ამ ძეგლის მხოლოდ მეოთხედია გათხრილი.
კვლევა PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები