სააკაშვილი პოლიტიკურ პროცესში ძველი საარჩევნო სლოგანით ბრუნდება, მიმართვას სასამართლოში ტაში მოჰყვა
რა ხდება: პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2024 წლის საარჩევნო პროცესში ჩართულობის სურვილს ადასტურებს.
- "საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის და ვაპირებ, ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღებას", — თქვა მან სასამართლოში პირდაპირი ჩართვისას კლინიკიდან ვივამედი.
- სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში და 7 ნოემბრის საქმეს განიხილავენ.
პოლიტიკური გზავნილები — მოკლედ: სასამართლოში ჩართვისას მესამე პრეზიდენტმა თავდაპირველად ისაუბრა "ბევრ საინტერესო რამეზე" 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით, რასაც, მისი თქმით, "ისტორიის გაკვეთილებში არ ასწავლიან".
- მიმართვის ძირითადი ნაწილი კი პოლიტიკური იყო — ხაზგასმით ქვეყანაში არსებულ რთულ ეკონომიკურ გამოწვევებზე, საპენსიო სესხებზე, დასაქმების პრობლემებზე, ემიგრაციაზე, რუსულ საფრთხეებზე;
- გაავლო პარალელები მის მაგალითსა და ახლახან გარდაცვლილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის შორის;
- რამდენჯერმე გადაუხადა მადლობა "ასობით ათას მოქალაქეს", რომლებმაც ხელი მოაწერეს პეტიციას მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ;
- ასევე, აღნიშნა, რომ ასეთივე მოთხოვნები ისმის საერთაშორისო მასშტაბითაც და ამის მაგალითად მათ შორის დაასახელა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, ასევე, ევროპარლამენტის რეზოლუცია და მოწოდებები ევროპის სახალხო პარტიის (EPP) კომიტეტიდან.
- თქვა, რომ რუსეთი აპირებს "საბოლოო გადატრიალებას" საქართველოს ეკლესიაში.
- ისაუბრა 2023 წლის მარტის აქციებისას ახალგაზრდების როლზე.
და რამდენჯერმე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის მიმართვაზე, რომელშიც, მისი შეფასებით, ივანიშვილი "თვალცრემლიანი იყო."
დეტალები: "საქმე ლაპარაკის ნაცვლად", — თქვა მან მიმართვის ბოლოს, რასაც დარბაზში ტაში მოჰყვა. ამით მან გაიმეორა სლოგანი, რომელიც იყო მისი და პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარი საარჩევნო გზავნილი 2008 წელს;
სააკაშვილი: "მიდის ყურადღების გადატანა უაზრო კინკლაობაზე. ახლა საქმის დროა: ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ საქმეს.
- საქმე ლაპარაკის ნაცვლად,
- საქმე კინკლაობის ნაცვლად,
- საქმე უმუშევრობისა და უპერსპექტივობის ნაცვლად,
- ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს და საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ და ვაპირებ ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღებას. აბა, თქვენ იცით!", — თქვა მან კლინიკა ვივამედიდან მიმართვის ბოლოს.
მანამდე კი აღნიშნა, რომ პოლიტიკაში მისი მიზანი იყო და არის ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და ის, რომ "საქართველო ყოფილიყო შურის საგანი მთელი მსოფლიოსთვის და ასეთიც იყო."
რუსულ საფრთხეებზე: განაცხადა, რომ რუსეთი აქტიურად ემზადება საქართველოს არჩევნებისთვის და "გადატრიალებისთვის" საქართველოს ეკლესიაში.
- ციტატა: "მე რაც ვიცი, ისინი უახლოეს ხანში ამზადებენ საბოლოოდ გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში და საბოლოოდ დაპატრონებას ჩვენი ეკლესიისა, რათა არჩევნებისთვის იყვნენ იდეოლოგიურ მზადყოფნაში, ისევე, როგორც აპირებენ მთელი რიგი სხვა პროვოკაციების მოწყობას."
პარალელებზე ნავალნისთან: აღნიშნა, რომ მისი გათავისუფლების კამპანია როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე გააქტიურდა რუსეთში ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ.
- ციტატა: "ნავალნი, ისევე, როგორც მე, თავისი ფეხით ჩავიდა თავის სამშობლოში და ჩემსავით გახდა რუსული რეჟიმის ტყვე.
- მას დაუნდობლად გაუსწორდა კონკრეტულად ის რეჟიმი, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას აკონტროლებს.
- მას შემდეგ, რაც ალექსეი ნავალნის ტრაგედია მოხდა, და ის იყო ნამდვილი გმირი, ძალიან გააქტიურდა ჩემი თემა."
სააკაშვილის პერსპექტივა — რა უძღოდა წინ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციებს: საქმესთან დაკავშირებით თქვა, რომ ისაუბრებდა "ძალიან ბევრ საინტერესო რამეზე", რაც მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც საქართველოს ისტორიას თვალს ადევნებს.
- "მინდა, რომ ყველამ გაითვალისწინოს ეს გარემოება", — თქვა და განაცხადა, რომ 7 ნოემბრის აქციებს წინ უძღოდა ბადრი პატარკაციშვილის შეხვედრა მინსკში.
- სარედაქციო ჩანართი: ბადრი პატარკაციშვილი იყო ბიზნესმენი, რომელმაც კაპიტალი რუსეთში დააგროვა. მან დააფუძნა ტელეკომპანია იმედი. ის აპირებდა, მონაწილეობა მიეღო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში 2008 წელს.
- სააკაშვილი: "7 ნოემბრის საქმეზე — ეს აქციები მზადდებოდა ნატოს სამიტის წინ და ნატოს კონფერენციის პარალელურად, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი ესწრებოდა, ისევე, როგორც სხვა ბევრი მაღალი თანამდებობის პირი და ამ დროს ხდებოდა არეულობები საქართველოში.
-
ამას საფუძველი ჯერ კიდევ [2007 წლის] სექტემბერში ჩაეყარა, როდესაც ალექსანდრე ლუკაშენკოს მონაყოლით, პუტინმა სთხოვა მას, რომ ბადრი პატარკაციშვილს ხვდებოდნენ მინსკში ეფესბეს ორ გენერალთან ერთად.
-
ერთი იყო გენერალი ბესედა, რომელზეც ძალიან მაგარი რეპორტაჟი გააკეთა ნოდარ მელაძემ — ბესედას ხვდებოდნენ მცხეთაში და ფეხქვეშ ეგებოდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები."
- სააკაშვილმა თქვა, რომ ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, არის რუსული რეჟიმის შურისძიება.
არქივიდან: 7 ნოემბრის საქმის კონტექსტში, დაახლოებით, იმავეზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა 2021 წლის სასამართლო სხდომისას. "ეს არის ლუკაშენკოს ნათქვამი და პატარკაციშვილს წინასწარ შეხვდა, ამის შემდეგ პუტინმა გამოუცხადა ლუკაშენკოს, რომ ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი. ეს ხდება 2007 წლის სექტემბერში. ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს დიდი გამოსვლები პატარკაციშვილის ორგანიზებული და დაფინანსებული. პატარკაციშვილის ფული იყო მთლიანად რუსული ფული."
რა თქვა "თვალცრემლიან ივანიშვილზე": არსებულ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბრისას, სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის 2018 წლის მიმართვა ახსენა.
- ციტატა: "ივანიშვილი თვალცრემლიანი წარსდგა აუდიტორიის წინაშე, როდესაც დაინახა, რომ არჩევნებს აგებს და გითხრათ, რომ მომეცით ერთი წელიწადი, ყველაფერი კარგად იქნება და კარგი ბიჭი გავხდებიო ისევ.
- რა მოხდა 2018 წლის შემდეგ? — მოხდა ის, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი საბანკო პროცენტი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიო მასშტაბით;
- მოხდა ის, რომ თბილისში ცხოვრების დონე გაიზარდა თვეში 6 000 ლარამდე;
- ამასობაში, 300 000-მდე ადამიანს აქვს მხოლოდ 800 ლარამდე შემოსავალი და ძალიან ბევრი ცხოვრობს 50-დან 300 ლარამდე ხელფასით.
- როგორ უნდა იცხოვრო ამ შემოსავლით იმ სიტუაციაში, როდესაც 3-ჯერ გაძვირდა პროდუქტები ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ?"
სააკაშვილმა ისაუბრა, რომ საქართველოში ცხოვრების დონე ბევრად მაღალია, ვიდრე მაგალითად, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ან თურქეთში. " თბილისი არის უფრო ძვირი, ვიდრე სტამბული და ანკარა, ხალხო. როგორ შეიძლება საერთოდ რაიმეზე საუბარი, როდესაც ასეთი შედეგი მივიღეთ", — თქვა და მოსახლეობას შესთავაზა საკუთარი ხედვები მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
- აღნიშნა, რომ უნდა განისაზღვროს მინიმალური ანაზღაურება საათობრივად "ისე, რომ არცერთი ქართველის შემოსავალი არ იყოს 1 000 და 1 500 ლარზე ნაკლები."
- ემიგრაციის პრობლემაზე საუბრისას კი განაცხადა, რომ "როდესაც ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მას შემდეგ დამატებით 400 000 ქართველი გავიდა საქართველოდან. აი, ამიტომ ხდება ჩემი გასამართლება დღეს და ამიტომ არის რუსული რეჟიმი ასე საშიში."
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი თეგეტა მოტორსთან ერთად
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება


კომენტარები