10+ ფილმი, რომელიც ამ გაზაფხულზე შეგიძლია ნახო
ფოტო: Neon / StudioCanal / 20th Century Studios | On.ge
როგორც იქნა, გაზაფხულიც დადგა. ზამთრის გადაგორებასთან ერთად, ისიც გვიხარია, რომ ასე ნანატრი პრემიერების თარიღები მოახლოვდა. საინტერესო ფილმები კი ამ სეზონზე ნამდვილად მოგვაკლდება. გაზაფხულზე ბევრჯერ გადადებულ-გადმოდებული პრემიერების თარიღებმაც მოიყარა თავი და რომელიმე რომ არ გამოგრჩეს, ტრადიციულად, საგანგებო გზამკვლევი მოგიმზადეთ.
აი, რომელ ახალ ფილმებს შეძლებ უყურო უახლოეს თვეებში:
დიუნი: მეორე ნაწილი / Dune: Part 2
ფრენკ ჰერბერტის ეპიკური საი-ფაი საგის ეკრანიზაცია წლის ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენაა. დენი ვილნევის დიუნის პირველ ნაწილს, რომელიც მაყურებელმა 2021 წელს იხილა, კრიტიკოსების აღფრთოვანებული გამოხმაურება და დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად, ასე რომ, რეჟისორმა მისი გაგრძელება განიზრახა. ფილმის მეორე ნაწილი დიუნის პირველი წიგნის მეორე ნახევრის ადაპტაციაა.
ნაცნობ სახეებთან ერთად, დიუნის მეორე ნაწილში ახალ ვარსკვლავებსაც ვიხილავთ. მათ შორისაა კრისტოფერ უოლკენი, რომელიც იმპერატორისა და ამბის მთავარი ანტიგმირის როლს მოირგებს. ფილმის ვარსკვლავურ სამსახიობო შემადგენლობაში არიან ოსტინ ბატლერი და ლეა სეიდუც.
პრემიერის თარიღი საქართველოში: 29 თებერვალი
სიყვარული სისხლისგან იცლება / Love Lies Bleeding
გაზაფხული ქვიარ თემატიკის ფილმების მოყვარულებისთვისაც საინტერესო იქნება. სიყვარული სისხლისგან იცლება ახალი რომანტიკული თრილერია, რომელშიც მთავარ როლებს კრისტენ სტიუარტი და კეტი ო'ბრაიენი ასრულებენ. სიუჟეტი კი 1980-იან წლებში ვითარდება: სტიუარტის პერსონაჟს, სავარჯიშო დარბაზის ინსტრუქტორ ლუს, ბოდიბილდერი ჯეკი უყვარდება. თუმცა, ამ ურთიერთობისთვის დაბრკოლებად იქცევა ლუს კრიმინალური ოჯახი, რომელიც ორივეს სახიფათო თამაშში ჩაითრევს.
პრემიერის თარიღი: 8 მარტი
კუნგ-ფუ პანდა 4 / Kung Fu Panda 4
თუ ანიმაციები გიყვარს, არც შენ დარჩები ამ სეზონზე გაწბილებული, რადგან ლეგენდარული კუნგ-ფუ პანდა მეოთხე ფილმით ბრუნდება. კუნგ-ფუ პანდა 4-ში პო ემზადება, რომ დრაკონის მებრძოლის როლი დათმოს და სულიერი წინამძღოლი გახდეს, მაგრამ ამისთვის ჯერ მას თავისი მემკვიდრე მელას გაწვრთნა მოუწევს. მელას როლს მსახიობი და რეპერი Awkwafina გაახმოვანებს.
ფილმში პერსონაჟებს ასევე ახმოვანებენ ჯეკი ჩანი, ვაიოლა დევისი და სხვა ცნობილი მსახიობები. კომპანია DreamWorks-მა ტრილოგია 2016 წელს Kung Fu Panda 3-ით დაასრულა, ამის შემდეგ კი ნეტფლიქსზე იმავე პერსონაჟებზე გადაღებული ანიმაციური სერიალიც ვიხილეთ.
პრემიერის თარიღი საქართველოში: 7 მარტი
///
გამოგონილი / Imaginary
ამ სეზონზე ფილმების ჟანრობრივი მრავალფეროვნების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით: ჯერ მხოლოდ მარტის პრემიერებზე გიყვებით და უკვე ჰორორ ფილმსაც წარმოგიდგენთ; გამოგონილი, ერთი შეხედვით, საშინელებათა ჟანრის კლასიკურ ფაბულას მიჰყვება: ახალგაზრდა ქალი, ჯესიკა, ბავშვობისდროინდელ სახლში ოჯახთან ერთად ბრუნდება და თავის ძველ სათამაშო დათუნიას აღმოაჩენს, რომელსაც მისი უმცროსი შვილი, ელისი, უმეგობრდება. ელისის ქცევის ცვლილებისა და დათუნიასთან უცნაური თამაშების გამართვის შემდეგ, ჯესიკა ხვდება, რომ მისი ძველი სათამაშო მთელი ეს ხანი საიდუმლოს მალავდა.
პრემიერის თარიღი: 8 მარტი
ახალგაზრდა ქალი / Damsel
აი, კიდევ ერთი ჟანრობრივად განსხვავებული ფილმი მარტში. ახალგაზრდა ქალი, რომელშიც მთავარ როლს Stranger Things-ის ვარსკვლავი მილი ბობი ბრაუნი ასრულებს, ნეტფლიქსის ბნელი ფენტეზის ჟანრის ახალი ფილმია. ის გვიყვება არისტოკრატ გოგოზე, ელოდიზე, რომელიც პრინცზე დაქორწინების შემდეგ აღმოაჩენს, რომ ამ უკანასკნელს ის მხოლოდ დრაკონისთვის შესაწირად სჭირდებოდა. ეს ამბავი საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა: სამეფო ახალგაზრდა ქალებს დრაკონს სწირავდა, რათა სახელმწიფო ურჩხულისგან ეხსნა. ქორწილის შემდეგ ელოდიც ამ ქალების ბედს გაიზიარებს და უფსკრულში აღმოჩნდება, მაგრამ პრინცესა გადაწყვეტს, ურჩხულს თავადვე შეებრძოლოს.
პრემიერის თარიღი: 8 მარტი
უმწიკვლო / Immaculate
საშინელებათა ჟანრის ამ ახალ ფილმში სიდნი სვინი ორსული მონაზვნის როლში გვევლინება. მისი პერსონაჟი, ღრმად მორწმუნე სესილია, იტალიის ერთ-ერთ ცნობილ მონასტერში ხვდება და მალევე აღმოაჩენს, რომ ნაგებობა ბნელ საიდუმლოებებს მალავს. სესილიას უწევს, იბრძოლოს, რათა იდუმალებით მოცულ მონასტერსა და სასწაულებრივ ორსულობას გადაურჩეს.
პრემიერის თარიღი საქართველოში: 21 მარტი
დედის ინსტინქტი / Mothers' Instinct
დედის ინსტინქტი ფრანგი ბენუა დელომისთვის სარეჟისორო დებიუტია. ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრის ფილმი ოლივიე მასე-დეპასის ამავე სახელწოდების ფრანგულენოვანი კინოსურათის "რიმეიკია", ორივე მათგანი კი ბელგიელი მწერლის, ბარბარა აბელის, რომანის ეკრანიზაცია გახლავს.
დედის ინსტინქტში მოქმედება 1960-იან წლებში ვითარდება, ამბავი კი ორ მეგობარსა და მეზობელზე, ელისსა და სელინზე, გვიყვება. მათ იდილიურ ყოველდღიურობას მოულოდნელი უბედურება ცვლის, რომელიც ერთ-ერთი მათგანის შვილს შეემთხვევა, ტრაგედიას მოყოლილი პარანოია და დანაშაულის შეგრძნება კი ოჯახებს შორის მეგობრობაში ბზარს აჩენს. ფილმში მთავარ როლებს ოსკაროსანი მსახიობები, ენ ჰეთეუეი და ჯესიკა ჩესტეინი, ასრულებენ.
პრემიერის თარიღი: 27 მარტი (გაერთიანებულ სამეფოში)
წყვდიადში დაბრუნება / Back to Black
Back to Black ცნობილ ინგლისელ მომღერალზე, ემი ვაინჰაუსზე, გადაღებული ბიოგრაფიული ფილმია. კინოსურათის სახელწოდება ვაინჰაუსის ერთ-ერთი ჰიტიდანაა აღებული. მასში მთავარ როლს მარისა აბელა ასრულებს, რეჟისორი კი სემ ტეილორ-ჯონსონი გახლავს. როგორც ფილმის ანოტაციიდან ვიგებთ, Back to Black "აქამდე უცნობი მხრიდან გვანახებს ვაინჰაუსის პოპულარობის ადრეულ ეტაპს და რევოლუციური სტუდიური ალბომის გამოშვებას".
"ამბავი ემის პერსპექტივიდანაა მოყოლილი, ფილმი კი შეულამაზებლად გვაჩვენებს ფენომენად ქცეულ ქალს და მის ურთიერთობას, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ ალბომს დაედო საფუძვლად".
პრემიერის თარიღი: 12 აპრილი (გაერთიანებულ სამეფოში)
პრეტენდენტები / Challengers
პრეტენდენტები რომანტიკულ-კომედიური დრამაა, რომელშიც მთავარ როლს ზენდეია ასრულებს. მსახიობი აღიარებულ ჩოგბურთელს, ტაში დანკანს, განასახიერებს, რომელიც მძიმე ტრავმის მერე იძულებული ხდება, მოთამაშის კარიერა დაასრულოს და მწვრთნელობას დასჯერდეს. დრამატული სიუჟეტი მაშინ იწყება, როცა ტაში თავის ქმარს, ჩემპიონ არტ დონალდსონს, კარიერის წარუმატებელი ეპიზოდის დასრულებისკენ უბიძგებს და გზავნის ტურნირზე, სადაც ამ უკანასკნელს თავის ყოფილ მეგობართან და ცოლის ყოფილ შეყვარებულთან დაპირისპირება მოუწევს.
პრემიერის თარიღი: 26 აპრილი
///
განტევების ვაცი / The Fall Guy
ესეც მორიგი კომედია: განტევების ვაცი 1980-იანებში გადაღებული ამავე სახელწოდების სერიალის კინოადაპტაციაა. ფილმში მთავარ როლებს რაიან გოსლინგი და ემილი ბლანტი ასრულებენ, ამბავი კი კოლტ სივერსის გარშემო ვითარდება, რომელიც თავისი ყოფილი შეყვარებულის ფილმში ერთ-ერთი მსახიობის დუბლიორს თამაშობს. სიტუაცია მაშინ იძაბება, როდესაც მთავარი როლის შემსრულებელი უჩინარდება, ემილი ბლანტის პერსონაჟი კი სივერსს მის მოძებნას სთხოვს.
პრემიერის თარიღი: 3 მაისი
მაიმუნების პლანეტის სამეფო / Kingdom of the Planet of the Apes
მაიმუნების პლანეტის სამეფო სერიის მეოთხე და ცნობილი ფრენჩაიზის მეათე ფილმია. ის გაგრძელებაა 2017 წელს გამოსული ფილმისა ომი მაიმუნების პლანეტაზე; მოქმედება კი ამ უკანასკნელში მოთხრობილი ამბიდან 300 წლის შემდეგ ვითარდება: ადამიანები ველურ არსებებად ქცეულან, მაიმუნთა ცივილიზაციები კი ოაზისიდან ისევ იწყებენ აღზევებას. მაიმუნების პლანეტის სამეფოს მთავარი გმირი ახალგაზრდა შიმპანზე ნოაა, რომელიც ადამიანთან ერთად იწყებს სახიფათო მოგზაურობას.
პრემიერის თარიღი: 10 მაისი
წმ / IF
წმ ჯონ კრასინსკის ფენტეზი კომედიაა, რომელშიც თავადაც მონაწილეობს რაიან რეინოლდსთან და კაილი ფლემინგთან ერთად. ფლემინგის პერსონაჟი, ბი, ტრავმული გამოცდილებების შემდეგ განსაკუთრებულ სუპერძალას შეიძენს — ის ზრდასრულების მიერ დავიწყებულ წარმოსახვით მეგობრებს (წმ-ებს) ხედავს. მოგვიანებით იგი იგებს, რომ მის მეზობელსაც აქვს მსგავსი სუპერძალა. საერთო შესაძლებლობების მქონე ბეა და მისი მეზობელი გადაწყვეტენ, ბავშვები და მათი წარმოსახვითი მეგობრები ერთმანეთს ისევ შეახვედრონ.
პრემიერის თარიღი: 17 მაისი
ფურიოსა: შეშლილი მაქსის საგა / Furiosa: A Mad Max Saga
პოსტაპოკალიფსური ჟანრის ეს ახალი ფილმი, რომელსაც გაზაფხულის მიწურულს ვიხილავთ, შეშლილი მაქსის ფრენჩაიზის მეხუთე ფილმია. ის 2015 წელს გამოსული შეშლილი მაქსი: მრისხანების გზის ერთგვარი წინაისტორიაა, სადაც ვეცნობით, როგორ გაიტაცეს ფურიოსა ბავშვობაში, რის შემდეგაც იგი ცხოვრების მთავარ მიზნად შინ დაბრუნებას ისახავს.
წინა ფილმში ამ პერსონაჟის როლს შარლიზ ტერონი ასრულებდა, ამჯერად კი ფურიოსას ანია ტეილორ-ჯოი განასახიერებს. ფილმში ასევე კრის ჰემსვორტი თამაშობს.
პრემიერის თარიღი: 23 მაისი
თუ ფილმები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მათი განხილვაც გიყვარს, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი ფილმიც და...
ამავე თემაზე:
-
გაიცანით არსება 24 თვალით, რომელიც ყველა მიმართულებით ერთდროულად ხედავს გაიცანით არსება 24 თვალით, რომელიც ყველა მიმართულებით ერთდროულად ხედავს
გადახედვა
-
რამდენად ერთგული არსებაა ადამიანი? — მეცნიერებმა ცხოველების მონოგამიურობა შეაფასეს რამდენად ერთგული არსებაა ადამიანი? — მეცნიერებმა ცხოველების მონოგამიურობა შეაფასეს
გადახედვა
-
შეისწავლეს პლანეტა, რომელსაც ორი გიგანტური კუდი აქვს შეისწავლეს პლანეტა, რომელსაც ორი გიგანტური კუდი აქვს
გადახედვა
-
2025 წლის 25 რჩეული ფილმი 2025 წლის 25 რჩეული ფილმი
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტმა "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ახალი ტერმინი — "პროცესუუნარო" საბოლოოდ დაამტკიცა "ოცნების" პარლამენტმა "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ახალი ტერმინი — "პროცესუუნარო" საბოლოოდ დაამტკიცა
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც წიწაკის სპრეის, ელექტროშოკის და აკუსტიკური იარაღის მხოლოდ შსს-ს ნებართვით შეძენას გულისხმობს "ოცნების" პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც წიწაკის სპრეის, ელექტროშოკის და აკუსტიკური იარაღის მხოლოდ შსს-ს ნებართვით შეძენას გულისხმობს
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმებას მხარი საბოლოოდ დაუჭირა "ოცნების" პარლამენტმა ანტიკორუფციული ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმებას მხარი საბოლოოდ დაუჭირა
გადახედვა
-
ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება სრულად უნდა იქნას შესწავლილი — მაიკლ ო’ფლაერტი გიორგი გვარაკიძეს ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება სრულად უნდა იქნას შესწავლილი — მაიკლ ო’ფლაერტი გიორგი გვარაკიძეს
გადახედვა
-
ჯივიპის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia იაპონიის ბაზარზე უპრეცენდენტო კონტრაქტით შედის ჯივიპის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia იაპონიის ბაზარზე უპრეცენდენტო კონტრაქტით შედის
-
2026 წლის 1-ელი იანვრიდან გარკვეულ ჯგუფებს ჩამორთმეული მართვის მოწმობები დაუბრუნდებათ — "ოცნების" პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება მიიღო 2026 წლის 1-ელი იანვრიდან გარკვეულ ჯგუფებს ჩამორთმეული მართვის მოწმობები დაუბრუნდებათ — "ოცნების" პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება მიიღო
გადახედვა
-
ცვლილებები უგულებელყოფს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს — SJC ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების რეესტრზე ცვლილებები უგულებელყოფს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს — SJC ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების რეესტრზე
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ოკეანეებს, ზღვებსა და მდინარეებს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ოკეანეებს, ზღვებსა და მდინარეებს?
-
დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომელთა მიმართაც სრული სამოგზაურო აკრძალვა მოქმედებს დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების სია გააფართოვა, რომელთა მიმართაც სრული სამოგზაურო აკრძალვა მოქმედებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა
-
"ოცნების" პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს "ოცნების" პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს
გადახედვა
-
ნახეთ: ეს ვირუსული რეკლამა მარტოსულ მგელზე AI ტრენდის წინააღმდეგ ილაშქრებს (ვიდეო) ნახეთ: ეს ვირუსული რეკლამა მარტოსულ მგელზე AI ტრენდის წინააღმდეგ ილაშქრებს (ვიდეო)
-
"ოცნების" პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც ემიგრანტებს უცხოეთში არჩევნებში ხმის მიცემას უზღუდავს "ოცნების" პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო კანონი, რომელიც ემიგრანტებს უცხოეთში არჩევნებში ხმის მიცემას უზღუდავს
გადახედვა
-
"ოცნების" პარლამენტმა გახარიას პარტიის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მხარი არ დაუჭირა "ოცნების" პარლამენტმა გახარიას პარტიის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მხარი არ დაუჭირა
გადახედვა
-
დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სანქცირებული ნავთობტანკერების შესვლა-გასვლის აკრძალვის ბრძანება გასცა დონალდ ტრამპმა ვენესუელაში სანქცირებული ნავთობტანკერების შესვლა-გასვლის აკრძალვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EBRD თეგეტა ჰოლდინგს საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს EBRD თეგეტა ჰოლდინგს საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
-
ვიდეო: ვინ მოხვდება ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრში და რა პრობლემა აქვს კანონს ვიდეო: ვინ მოხვდება ფსიქიკური ჯანმრთელობის რეესტრში და რა პრობლემა აქვს კანონს
გადახედვა
კომენტარები