პრეზიდენტის სიტყვამ, რომლითაც ახალგაზრდებს მიმართა, მთავრობა ისევ გააბრაზა — რა მოხდა
რა მოხდა: 25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის მიმართვას საქართველოს მთავრობის მხრიდან მორიგი კრიტიკა მოჰყვა.
რა თქვა პრეზიდენტმა: თავდაპირველად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 25 თებერვალი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი დღეა, რომელიც, მისი თქმით, ახალგაზრდებს არ განუცდიათ და ამ დღის შესახებ მხოლოდ მშობლების და ბებია-ბაბუებისგან გაუგიათ. "მე, პირადად, მამაჩემის მოგონებები მაქვს წაკითხული, რომელიც მაშინ პატარა ბავშვი იყო. ეს ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის, ვინც იმ დროს საქართველოში ცხოვრობდა", — თქვა პრეზიდენტმა.
- საქართველო 1921 წლის 25 თებერვლამდე: პრეზიდენტის თქმით, ახალგაზრდებმა უნდა გააცნობიერონ, რომ 1921 წელს საქართველო შემდგარი და დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო, რომელსაც ჰქონდა თავისი კონსტიტუცია, "რაც მაშინდელ ევროპაში გამონაკლისი იყო".
- საქართველოს კონსტიტუცია, ბევრი მიმართულებით, პროგრესული იყო, მაგალითად თვითმმართველობის, უმცირესობებთან ურთიერთობის და ქალთა უფლებების მხრივ, ასევე გვქონდა სასამართლო, სადაც ნაფიცი მსაჯულები უკვე არსებობდნენ: "ეს ყველაფერი ოცდახუთმა თებერვალმა გაანადგურა და 70 წლით ჩაგვკეტა იმ სივრცეში, რომელიც ნამდვილად ციხედ იყო აღქმული", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
- საქართველო დღეს: სალომე ზურაბიშვილმა თავის მიმართვაში აღნიშნა, საქართველომ 25 თებერვალი დაამარცხა, რადგან დღეს საქართველო არის არა მხოლოდ დამოუკიდებელი და სუვერენული, არამედ მას აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. "არ დაიჯეროთ, რომ ასეთი გამარჯვებები არ იწვევს თავის რეაქციებსა და სხვა, ახალ მცდელობებს, ამიტომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვახსოვდეს 25 თებერვალი, გვახსოვდეს რა ძალები გვებრძოდნენ მაშინ და რა ძალები გვებრძვიან დღეს", — მიმართა პრეზიდენტმა ახალგაზრდებს.
- "ევროპა, თუ — არა ევროპა": პრეზიდენტის თქმით, 2024 წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება ევროკავშირის წევრობის გზაზე შემდგომი ნაბიჯების გადადგმისთვის, ამიტომ, ეს არჩევნები იქნება "ევროპა, თუ — არა ევროპა".
- არჩევნების ირგვლივ, "ყველა იმ შავბნელი ძალების სასწაული ბრძოლა იქნება", რომლებსაც არ სურთ საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენობა და არც საქართველოს ევროპულობა.
- რისთვის უნდა ვიყოთ მზად: სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, 2024 წლის არჩევნებს წინ, მზად უნდა ვიყოთ რუსული პროპაგანდის და პრორუსული ჯგუფების გააქტიურებისთვის, რომელსაც, პრეზიდენტის თქმით, უკვე ვხედავთ: "შეიძლება თავის თავს ასე არ უწოდებენ, მაგრამ ჩანს, რაც არიან და ასეთები ბევრი იქნება და მათი დაფინანსება ალბათ, არ გაუჭირდებათ", — აღნიშნა პრეზიდენტმა.
- პრეზიდენტის ძირითადი გზავნილები ახალგაზრდებისთვის: "მთავარი, რაც მინდა გითხრათ —უნდა იყოთ მობილიზებულნი. ეს თქვენი ქვეყანაა, თქვენი მომავალი და თქვენი სახელმწიფო. უნდა იყოთ მობილიზებულნი და ფხიზლად, და რაც მთავარია, უნდა აკეთოთ თქვენი საქმე", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ხალხის და ახალგაზრდების მობილიზება არის ის, რასაც სხვა ყველა მცდელობის დამარცხება შეუძლია. "მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს!", — მიმართა ახალგაზრდებს.
გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით,
- იმისთვის, რომ 25 თებერვალი აღარ განმეორდეს, "აღარასოდეს დავუშვათ, რომ მტერმა, ვინც არ უნდა იყოს ის, გაანადგუროს ჩვენი კულტურა, ჩვენი ეკლესია, ჩვენი ჯარი და ჩვენი სახელმწიფო".
- აღნიშნა ისიც, რომ ქვეყნის განადგურება მხოლოდ ჯარით არ ხდება, არამედ "ბევრი სხვა ფორმით", ამიტომ ახალგაზრდებს სიფხიზლე მართებთ: "როცა გიყურებთ [ახალგაზრდებს], დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანას აქვს ეს წინ ბრწყინვალე მომავალი, ძლიერი მომავალი, ევროპული მომავალი. მაგრამ ჩვენი ისტორია არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ", — ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოს პრეზიდენტმა თავისი მიმართვა.
სამთავრობო რეაქცია პრეზიდენტის მიმართვაზე: 26 თებერვალს, პრეზიდენტის მიმართვას მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელი გამოეხმაურა. მათთვის ყველაზე სენსიტიური აღმოჩნდა პრეზიდენტის მინიშნებები, სადაც საუბარია საქართველოში რუსული პროპაგანდისა და პრორუსული ჯგუფების სიმძლავრეზე. ზურაბიშვილის განცხადება, მთავრობის მხრიდან შეფასდა, როგორც "პროვოკაცია" და "ოპოზიციის ნარატივის გაგრძელება".
- გიორგი ამილახვარი: განათლების მინისტრის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები გაუგებარი და დამაზიანებელია. "ვფიქრობ, თავადაც არ აქვს მასზე პასუხები. არ უნდა ვეძებოთ ის საკითხები, რაც ბუნებაში არ არსებობს. ცარიელ ოთახში ქარიშხლის ატეხა სრულიად უსაფუძვლოა", — თქვა მინისტრმა.
- ამილახვარმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს "უმაღლესი დონის" შეხვედრები და ვიზიტები ჰქონდა, სადაც "მხარდამჭერი განცხადებები და ევროკავშირისკენ ჩვენი ქვეყნის სწრაფვა, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღება, ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაც არის". მისივე შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის "პროპაგანდისტულ ნარატივს აგრძელებს" და ეს არის "ჰიბრიდული ომი, რომელსაც არჩევნების წინ ქართული ოცნების დაზიანება უნდა".
- მიხეილ სარჯველაძე: ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი "ფაქტობრივ მოცემულობებში არეულია" და მისი განცხადებები და პოზიცია "აბლანდულია". მისივე თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 85% არის პროევროპული განწყობის და "ამ 85%-ის უმრავლესობის არჩევანია ქართული ოცნება, რომელსაც უპირისპირდება პრეზიდენტი".
- დეპუტატმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან 2024 წლის არჩევნებში ჩარევის საფრთხე არსებობს, თუმცა, მისი თქმით, სახელმწიფოს და საზოგადოებას ამასთან გამკლავება შეუძლია.
- ირაკლი ქადაგიშვილი: ქართული ოცნების დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს მეტი კონკრეტიკისკენ და ნაკლები პროვოკატორობისკენ მოუწოდებს, "ზურაბიშვილი საზღვარგარეთ რომ ცხოვრობდა, იმ პერიოდში, მე თავად რუსეთის წინააღმდეგ ვიბრძოდი", — თქვა მან, — "საქართველოს დიდი ხნის წინ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა უნდა. ამიტომ თუ საქართველოს პრეზიდენტი თავის გზავნილებში პროვოკაციულ შინაარსს ცოტათი შეარბილებს, უკეთესი იქნება", — თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა და პრეზიდენტს მოუწოდა, დაასახელოს კონკრეტული პიროვნებები, რომლებიც "საქართველოს ბედის შავბნელად შემოტრიალებას ცდილობენ".
- დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტის მოწოდება ახალგაზრდებს, რომ "რაღაცა დაიცვან", მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე — პრეზიდენტს არჩევნებში დამარცხება გარდაუვალად მიაჩნია.
ბოლო ხაზი: საგულისხმოა, რომ 26 თებერვალს, პრეზიდენტის ახალგაზრდებისთვის მიმართვის მეორე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ 2023 წელს მიღებული კანონი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ, 2024 წელს უნდა ამოქმედდეს.
- კობახიძის თქმით, 2024 წელს მთავრობამ 2-3 ათასი სტუდენტის, სახელმწიფო სტრუქტურებში სულ მცირე 4-თვიანი სტაჟირების გავლა უნდა უზრუნველყოს.
- გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობისა საფუძველზე, ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებშიც გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები