ირაკლი ბერაია

19 Feb. 2024, 14:36

ეს, რა თქმა უნდა, არ იყო შემთხვევით ნათქვამი, მათ შორის, პრეზიდენტისთვის, იმ ფარგლებში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კარგად კოორდინირებული საქმიანობის ნაწილი. რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტი რას იზამს, ამის წინასწარ პროგნოზირება არ შემიძლია. უბრალოდ, თუ კი მოხდება მის მიერ, იმის გაკეთება, რასაც მას სთხოვენ — სააკაშვილის შეწყალებას, რა თქმა უნდა, ის ქართველი ხალხის რისხვას ნამდვილად ვერ აიცილებს თავიდან, ეს მან უნდა იცოდეს ძალიან კარგად. 

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი განცხადება ჩემთვის პირადად. არ უნდა საუბრობდეს საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ტონით. რა თქმა უნდა, ჩვენ სიკოვსიკისა და სააკაშვილის ურთიერთობაში ჩარევას არ ვაპირებთ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი.

— ამის შესახებ ქართულ ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ განახადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებაზე კომენტირებისას. სიკოვსკიმ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე უთხრა: "მნიშვნელოვანია, მას [მიხეილ სააკაშვილს] მოექცნენ სამართლიანად და ალბათ, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. ამას მიესალმებიან ისინი, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდათ."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა

დააკავეს ქალი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა. ინფორმაციას შსს…