ნახეთ: ჩარლზ დარვინის პირადი ბიბლიოთეკა ონლაინაა ხელმისაწვდომი
მკვლევრებმა ეს ჩარლზ დარვინის 215 წლის იუბილეს მიუძღვნეს.
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ნატურალისტმა, გეოლოგმა და ბიოლოგმა, ჩარლზ დარვინა შეცვალა ბიოლოგიის აღქმა. სწორედ მან შემოიღო ბუნებრივი გადარჩევის თეორია.
დარვინმა გამოაქვეყნა თეორია "ძლიერთა გადარჩენის" შესახებ, რომელიც დღესაც აქტუალურია. ამ თეორიის მიხედვით, არსებები, რომლებსაც აქვთ გარემოსთვის ყველაზე ხელსაყრელი თვისებები, უფრო მიდრეკილნი არიან გადარჩენისკენ და შესაბამისად, მეტად თავისუფლად ტოვებენ შთამომავლობას.
ცოტა ხნის წინ, დოქტორმა ჯონ ვან უაიმ სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტიდან (NUS) დარვინის ნამუშევარი კომპლექსურად შეისწავლა და ამ ყველაფერს თავი კრებულის სახით მოუყარა.
დარვინის პირადი ბიბლიოთეკა
წარსულში დარვინის ბიბლიოთეკა საჯარო არ იყო. და აი ახლა, ონლაინ კატალოგის გახსნამ და მისი ბიბლიოთეკის რეკონსტრუქციის მცდელობებმა ბევრ რამეს ნათელი მოჰფინა. ამით ჩვენ ბევრად მეტი გავიგეთ იმაზე, თუ რამ მოახდინა გავლენა დარვინის ინოვაციურ სამეცნიერო ნაშრომებზე.
NUS-ის თანახმად, ჩანაწერები ასახავს, რომ დარვინი არ იყო იზოლირებული ფიგურა, მაგრამ ძალიან აქტიურად იყო დაკავებული სამეცნიერო და ინტელექტუალური შრომით.
ჩარლზ დარვინის პირადი ბიბლიოთეკა მოიცავს 7 400 თემას, 13 000 ტომსა და ცალკეულ წიგნებს, ბროშურებსა და ჟურნალებს. კატალოგში აღნიშნულია, რომ დარვინის ბიბლიოთეკა 1 480 წიგნსიგან შედგებოდა.
დარვინის კვლევის ინტერდისციპლინარული ბუნება
დარვინის ბიბლიოთეკა მოიცავდა სხვადასხვა თემებს, მათ შორის ბიოლოგიას, გეოლოგიას, სოფლის მეურნეობას, მეცხოველეობას, ფილოსოფიას, ფსიქოლოგიას, რელიგიას, ხელოვნებას, ისტორიასა და რელიგიას.
ეს ასახავდა ინგლისელი ნატურალისტის ფართო ინტერესებს და ხაზს უსვამდა მისი კვლევის ინტერდისციპლინურ ხასიათს.
ბიბლიოთეკა შეიცავს ბაქტერიების პირველ ფოტოებს
ზედა სურათი 1877 წელს გადაიღეს, რომელზეც პირველად იყო ასახული ბაქტერია.
რაც შეეხება ონლაინ კატალოგს, ის დარვინის 215 წლის იუბილეს დაამთხვიეს. ჩარლზ დარვინი 1809 წლის 12 თებერვალს დაიბადა.
კატალოგი მოიცავს დარვინის კვლევებს, რომელიც 18 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მკვლევრებმა გამოიყენეს სხვადასხვა წყარო, როგორიცაა დარვინის კატალოგები, სიები, ხელნაწერები, სამუშაო რვეულები და სხვა.
კატალოგში შესულია ემა დარვინის დღიურებიც. აქ ასევეა 1908 წელს კემბრიჯის ბოტანიკის სკოლისთვის გადაცემული წიგნების კატალოგი, დარვინის მიმოწერა, სხვა ინსტიტუციური კოლექციები, კერძო კოლექციები და აუქციონის ჩანაწერები.
გარდა ამისა, მკვლევრებმა დაკარგული დეტალების აღდგენაც შეძლეს. ეს მოიცავს თარიღებს, ამონაწერებს, წყროებსა და დარვინის ხელნაწერებს.
"დარვინის სრული ბიბლიოთეკის ეს კრებული უფრო ახლოდან გვანახებს მეცნიერებს. ამით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით თუ რამდენად კომპლექსური შრომა გასწია დარვინმა და რამდენი რამის გააანალიზება უწევდა მას", — თქვა დოქტორმა ვანმა.
კომენტარები