აბზასმედია, რომლის გუნდი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა, მუშაობას ემიგრაციიდან გააგრძელებს
აზერბაიჯანული საინფორმაციო საიტი AbzasMedia მუშაობას ემიგრაციიდან გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მთელი მისი მმართველი გუნდი და რამდენიმე ჟურნალისტი დააპატიმრა.
ხუთშაბათს აბზასმა მთავარ რედაქტორად ვეტერანი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა დაასახელა.
"ხელისუფლებამ ამოწურა AbzasMedia-ს რესურსები, თანამშრომლების დაპატიმრებით და რეპრესიული გარემო შეუძლებელს ხდის აზერბაიჯანიდან მუშაობას", — ნათქვამია AbzasMedia-ს განცხადებაში. ისინი აქვე ამბობენ, რომ ახალი სარედაქციო გუნდი "გაფანტული იქნება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში".
ლეილა მუსტაფაევა არის გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. მუსტაფაევა საყოველთაოდ ცნობილი გახდა ჟურნალისტური საქმიანობით მისი ქმრის, ჟურნალისტ აფგან მუხთარლის პატიმრობის გარემოებების შესახებ. მუსტაფაევამ პირველმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა იყო თანამონაწილე მუხთარლის გატაცებისა და თბილისში დაკავებაში, აზერბაიჯანის მთავრობის ბრძანებით.
მუსტაფაევამ, ასევე, დააარსა Fakt Yoxla, მედია მონიტორინგის პროექტი.
განცხადებაში AbzasMedia-მ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
"გმადლობთ გაგებისა და მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს. AbzasMedia მოწოდებული იქნება ზუსტი და მიუკერძოებელი ახალი ამბების მიწოდებაზე, ჟურნალისტური პრინციპების შენარჩუნებით, თუნდაც არსებულ პირობებში”, — ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით, მუსტაფაევამ ფეისბუქზე დაწერა, რომ პირობას დებს, დაადასტუროს მათი საქმის სიმართლე.
მუსტაფაევამ, ასევე, განაცხადა, რომ რამდენიმე წამყვანი საერთაშორისო მედიაორგანიზაცია საფრანგეთის ForbiddenStories-ის ხელმძღვანელობით, შეთანხმდა დაეხმარონ AbzasMedia-ს მუშაობის გაგრძელებაში, მათ შორის, France 24, Guardian, Le Monde, OCCRP, Der Standard და სხვები.
ნოემბრის ბოლოს აზერბაიჯანის პოლიციამ AbzasMedia-ს ხუთი წევრი დააკავა და უცხოური ვალუტის კონტრაბანდაში დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ დირექტორი და დამფუძნებელი ულვი ჰასანლი, მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფქიზი, დირექტორის მოადგილე მაჰამედ კაკალოვი და ჟურნალისტები ჰაფიზ ბაბალი, ნარგიზ აბსალამოვა და ელნარა გასიმოვა.
მოგვიანებით, ნარკოტიკის ფლობის ბრალდებით დააკავეს ყოფილი პოლიციელი და უფლებადამცველი ილჰამიზ გულიევი, რომელმაც ინტერვიუ მისცა AbzasMedia-ს.
მას შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რამდენიმე ბლოგერიც დააკავა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ლეგენდა დაიწყო — ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან
გადახედვა
-
BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა BMG: ალექსანდრე თამაზაშვილმა კომპანია "ვაინ კახეთის" 22.5%-იანი წილი ₾3 მლნ-ად გაყიდა
გადახედვა
კომენტარები