და აი ისიც — კოსმოსიდან რობოძაღლის მართვა შეძლეს. აქამდე კოსმოსიდან მხოლოდ ბორბლებიანი რობოტების მოძრაობის გაკონტროლება შეეძლოთ.

რობოძაღლის მოძრაობის გაკონტროლება ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ასტრონავტმა შეძლო. მარკუს ვანდტმა ეს საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS) ქნა. მკვლევრებს მთვარესა და მარსზე რობოძაღლების გამოყენება სურთ და ეს ექსპერიმენტიც სწორედ ამიტომ ჩატარდა.

ვანდტმა დისტანციურად რობოძაღლი სახელად ბერტი გააკონტროლა. რობოტის ფეხები განსხვავებულ რელიეფზე მოძრაობისთვისაა შექმნილი. საუბარია ისეთ რელიეფზე, რომელზეც ბორბლების მქონე რობოტი ვერ იმოძრავებს.

ამის პარალელურად ასტრონავტი ორ სხვა რობოტსაც აკონტროლებდა. ესენი იყო ჰუმანოიდი რობოტი და ESA-ს როვერი.

ფოტო: DLR

"გუნდური მუშაობა ადამიანებს შორისაც კი რთულია. როდესაც საქმე რობოტებთან გვაქვს, ეს კიდევ უფრო რთულდება. მაგალითად, ჰაბიტატის აშენებისას, განსხვავებული რობოტების ერთობლივი მუშაობაა საჭირო. ამ ექსპერიმენტის ფარგლებში სწორედ ეს შევძელით. ჩვენ გავაკონტროლეთ რობოტები დისტანციურად და ეს ისე, რომ ისინი გუნდურად მუშაობდნენ", —აღნიშნულია DLR-ის განცხადებაში.

რობოტების დისტანციურად, სხვა პლანეტიდან მართვა ასტრონავტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოო მიზანი, რამდენიმე რობოტის დისტანციურად და ერთდროულად მართვაა. ეს მარსზე და მთვარეზე ბაზებისა და ჰაბტატის შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.