ასტრონომებმა ახალი ტიპის ვარსკვლავები აღმოაჩინეს
ადრეული ტელესკოპების გამოყენებით ერთდროულად ცის მხოლოდ ერთ პატარა რეგიონზე ფოკუსირება იყო შესაძლებელი. თუმცა, წლების განმავლობაში ტელესკოპები მნიშვნელოვნად დაიხვეწა. შესაბამისად, ახლა მთელი ცის რუკის შედგენა შეგვიძლია.
თანამედროვე ტელესკოპები ცაზე უმნიშვნელო ცვლილებებსაც კი აფიქსირებენ. ეს უნარი, თვალყური ვადევნოთ ცვლილებებს ცაზე, ცვლის ასტრონომიას და იძლევა მნიშვნელოვან შედეგებს.
მაგალითად, ინფრაწითელი შუქის კვლევამ გამოავლინა ისეთი ვარსკვლავები, რომლებიც აქამდე უხილავი იყო.
და აი ახლა, Monthly Notices of the Royal Astronomical-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში ავტორებმა გააანალიზეს ათწლეულის მანძილზე ჩატარებული კვლევის მონაცემები.
ეს დაკვირვება Visible and Infrared Survey Telescope (VISTA)-ს გამოყენებით ხდებოდა. VISTA საშუალებას აძლევს ასტრონომებს თვალი ადევნონ ასობით მილიონ ვარსკვლავს ინფრაწითელი ტალღის სიგრძეზე.
ნაშრომში გუნდი დაახლოებით 200 ვარსკვლავზე ფოკუსირდა. ეს ვარსკვლავები სიკაშკაშის ყველაზე დრამატული ცვლილებების გამო შეირჩა. ასეთი გარდამავალი ცვლილებები მნიშვნელოვანია, რადგან მათ შეუძლიათ გამოავლინონ ვარსკვლავების დახვეწილი დინამიკა.
კვლევის ერთ-ერთი მიზანი ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავების ძიება იყო. ასეთი ადრეული ვარსკვლავები ბირთვული შერწყმის ენერგიაზე მუშაობაზე გადადიან.
მკვლევრებმა შერჩეულ ვარსკვლავებში 32 პროტოვარსკვლავი აღმოაჩინეს. ყოველ მათგანზე ამოფრქვევები იზრდებოდა — მინიმუმ 40-ჯერ, ზოგგან კი 300-ჯერაც.
ამოფრქვევები თვეების ან წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ეს, როგორც ჩანს, ხდებოდა ახალგაზრდა ვარსკვლავების გარშემო არსებული მატერიის დისკში. დინამიკაზე დაყრდნობით, ამ აფეთქებებმა შეიძლება დააჩქაროს ახალგაზრდა ვარსკვლავების ზრდა, მაგრამ ასევე შეიძლება გაართულოს პლანეტების ფორმირება.
გუნდი სიურპრიზსაც გადააწყდა. ჩვენი გალაქტიკის ცენტრში, მათ აღმოაჩინეს 21 წითელი გიგანტური ვარსკვლავი, მკვეთრი სიკაშკაშის ცვლილებებით. ისინი ახალი ტიპის წითელი გიგანტებად დაახასიათეს.
ჩვენი გალაქტიკის ცენტრი მდიდარია მძიმე ელემენტებით, ამიტომ ამ წითელ გიგანტებში ასეთი მასალა ჭარბადაა. ასაკის მატებასთან ერთად, ამ ვარსკვლავების გარშემო შეიძლება ჩამოყალიბდეს ღრუბლები, რომლებიც ვარსკვლავებს გარკვეული დროით დაფარავს. ეს ნიშნავს, რომ ვარსკვლავი დროებით ქრება მხედველობიდან და შემდეგ ისევ იწყებს ნათებას.
ამ აღმოჩენამ შეიძლება შეცვალოს ჩვენი გაგება იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყოფა მძიმე ელემენტები გალაქტიკაში.
კომენტარები