ვინ მიიღო პარლამენტისგან მიწვევა 9 დათქმასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე და ვინ — არა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 29 იანვარს, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
- შეხვედრა დილის 9 საათზე, საქართველოს პარლამენტშია დანიშნული.
ვინ დაესწრება:
- პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი,
- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე,
- საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები.
- გავრცელებულ ინფორმაციაში, ასევე, აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მიწვეული არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
თუმცა, როგორც On.ge-ს პარლამენტში დაუდასტურეს, საქართველოს პარლამენტისგან ოფიციალური მიწვევა მიიღო არასამთავრობოების გაერთიანება საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის ფარგლებში შეიქმნა და მონაწილეობს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკომისიის მიერ გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის შექმნილ საპარლამენტო ჯგუფებში.
რატომ არის მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრაში არასამთავრობოების ჩართულობა: იმიტომ, რომ ევროკომისიისგან მიღებულ 9 პირობაში აღნიშნულია, რომ პირობების შესრულების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური: "ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მნიშვნელოვანია გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის წარმართვა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით", — ვკითხულობთ დათქმებში.
ვინ არ იქნება შეხვედრაზე: საქმე ის არის, რომ არასამთავრობოთა გაერთიანებაში, სახელწოდებით — პლატფორმა, რომელსაც პარლამენტმა ხვალინდელ შეხვედრაზე დასწრებისთვის მიმართა, აღარ შედის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა საქმიანობას საზოგადოება კარგად იცნობს.
- მათ შორის არიან ორგანიზაციები, რომლებიც ხშირად აქვეყნებენ კვლევებს, სადაც მაღალი დონის კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსანთა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტების შესახებ მიუთითებენ.
- არასამთავრობოების გაერთიანება პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციამ დატოვა მას შემდეგ, რაც 2022 წლის აგვისტოში ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში ორგანიზაცია ISFED (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება) არ მიიწვია.
- მაშინ ქართული ოცნების წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ამ პროცესში მხოლოდ იმ ორგანიზაციებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რომლებიც "ნეიტრალიტეტს" ინარჩუნებენ.
- ამაზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, მათ შორის, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით.
- განცხადება გააკეთა აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმაც, კელი დეგნანმა.
მას შემდეგ, პლატფორმა დატოვეს ამ ორგანიზაციებმა:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI),
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI),
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI),
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
- და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC).
ორგანიზაციებმა, 2022 წლის 20 აგვისტოს განაცხადეს, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება უსამართლოა, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის პირველ და მე-10 პრიორიტეტების სულისკვეთებას, რომლებიც დეპოლარიზაციას და გადაწყვეტილებების მიღების ყველა დონეზე, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვას მოითხოვს.
საგულისხმოა, რომ 2023 წლის 28 დეკემბერს On.ge-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ ინტერვიუში ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა თქვა, რომ იმის მიუხედავად, იქნება თუ არა მზად საქართველოს ხელისუფლება მათთან თანამშრომლობაზე, ისინი ყველა შემთხვევაში იმუშავებენ საკითხებზე, რასაც ევროკომისიისგან მიღებული 9 დათქმა მოიცავს.
- გიგაურთან ინტერვიუ ჩავწერეთ მას შემდე, რაც 2023 წლის 25 დეკემბერს მთავრობამ გამოაქვეყნა სამოქმედო გეგმა ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის განსაზღვრული 9 პირობის შესასრულებლად.
ფრაგმენტი ინტერვიუდან: "ჩვენ, მიუხედავად იმისა, ისინი მზად იქნებიან თუ არა ჩვენთან თანამშრომლობაზე, ყველა შემთხვევაში ვიმუშავებთ იმ საკითხებზე, რაზეც ტრადიციულად ვმუშაობთ ხოლმე.
[...] ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც მივალთ საკომიტეტო განხილვებზეც და წარვადგენთ ჩვენს წინადადებებს საპარლამენტო ფორმატში. ჩვენ არ შეგვიწყვეტია მუშაობა და როგორც აქამდე მივდიოდით პარლამენტში და ვაცნობდით დეპუტატებს ჩვენს მოსაზრებებს იმ საკითხებზე, რაზეც გვიმუშავია, ასევე იქნება სამომავლოდაც.
და არამხოლოდ ხელისუფლებას, საზოგადოებასაც გავაცნობთ ჩვენს ხედვებს. აქ მე ვგულისხმობ ანტიკორუფციულ რეფორმას, იმიტომ, რომ ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის იდეა წლების წინ წამოვიდა ჩვენი ორგანიზაციიდან, შემდეგ კი, ყველა შემდგომი მოწვევის პარლამენტში სხვადასხვა სახით გვქონდა წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები და სხვადასხვა წინადადებით მივმართავდით პარლამენტს ანტიკორუფციული სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს ის საკითხია, რომელიც კარგად ვიცით და შესაბამისად, რა თქმა უნდა, დავწერთ იმას, თუ რა არის დასამატებელი, რა არის შესაცვლელი დღეს არსებულ სისტემაში და განსაკუთრებით, სწორედ, ანტიკორუფციული სამსახურის თვალსაზრისით.
რაც შეეხება საპარლამენტო ზედამხედველობას, იცით, რომ ჩვენ შევიტანეთ წინადადება პარლამენტში და შევეცდებით, რომ გავაგრძელოთ ამის საკითხის ადვოკატირება, რომ იქნებ, სამუშაო ჯგუფი მაინც შეიქმნას. ასე თუ ვერ მოხდება, ამაზეც ვაცნობებთ საზოგადოებას", — გვითხრა გიგაურმა.
გაიგე მეტი: როგორ შეიძლება შეცვალოს 9 დათქმის შესრულებამ გარემო რიგითი მოქალაქისთვის — ინტერვიუ ეკა გიგაურთან
-
ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
გადახედვა
-
"არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში? "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
გადახედვა
-
უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით! უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით!
-
კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები 10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები
გადახედვა
-
ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს
-
ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო
გადახედვა
-
EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
გადახედვა
-
"დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე "დრო ყველაფერს კურნავს" — ყველაზე დიდი ილუზია ემოციურ ტკივილზე
-
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე
-
საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს
გადახედვა
-
"სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო "სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო
-
"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე "კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით
-
"ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო "ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო
გადახედვა
-
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით
გადახედვა
-
კახა წიქარიშვილი: მე არსებითი სამართლიანობა მესმის ასე — თანხები უნდა განაწილდეს ისე, რომ დაკმაყოფილდეს ბავშვების მოკლევადიანი და გრძელვადიანი საჭიროებები კახა წიქარიშვილი: მე არსებითი სამართლიანობა მესმის ასე — თანხები უნდა განაწილდეს ისე, რომ დაკმაყოფილდეს ბავშვების მოკლევადიანი და გრძელვადიანი საჭიროებები
გადახედვა
კომენტარები