სომხეთის ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო საკამათო ამულსარის ოქროს მაღაროს
სადავო ამულსარის ოქროს მაღაროს ექსპლუატაციაზე შეთანხმებას მიაღწიეს, მას შემდეგ, რაც სომხეთის მთავრობამ 18 იანვარს მაღაროებში 12.5%-იანი წილი მიიღო.
შეთანხმებულ პროექტში, ასევე, აღნიშნულია, რომ მაღაროების ამოქმედების შემდეგ, წილს ეკონომიკის სამინისტრო განაგებს.
შეთანხმება წილებზე 2023 წლის თებერვალში შედგა, როდესაც მაღაროების ოპერატორმა კომპანიამ ლიდიან არმენიამ, სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ და ევრაზიის განვითარების ბანკმა (EDB) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მთავრობის გადაწყვეტილებამ, მიეღო წილი კომპანიისგან, მწვანე შუქი აუნთო მაღაროს ამუშავებას, მიუხედავად ეკოაქტივისტების და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მრავალწლიანი პროტესტისა.
მემორანდუმის ხელმოწერის დროს, EDB დათანხმდა 100 მილიონი აშშ დოლარის სესხის გაცემას Lydian Armenia-სთვის, მაღაროების მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის "საუკეთესო საერთაშორისო სამთო პრაქტიკის შესაბამისად და სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის მკაცრი დაცვით, ადგილობრივი ბაზრისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით დაზარალებული თემებისთვის“.
ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან კერობიანმა შეაქო პროექტი და განაცხადა, რომ მისი პროგნოზით, მაღაროები ხელს შეუწყობს სომხეთის მშპ-ს, დაახლოებით, 1%-ით გაზრდას.
"არ გვაქვს უფლება, ასეთ შესაძლებლობაზე უარი ვთქვათ“, — განაცხადა კერობიანმა.
"ეს მოდელი აქრობს ჩვენს შეშფოთებას"
18 იანვარს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ანი ისპირიანმა განაცხადა, რომ ლიდიან არმენია, მაღაროს ექსპლუატაციისთვის, $250 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ისპირიანმა თქვა, რომ სამთო კომპანია, ყოველწლიურად, დამატებით, 7 მილიონ დოლარს გადაუხდის მაღაროს მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას, გარდა გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებისა, რომლებიც დაფინანსებულია გარემოსდაცვითი გადასახადებით.
მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მთავრობა მაღაროების ექსპლუატაციაში შესვლაზე მას შემდეგ დათანხმდა, რაც ყველა კითხვაზე მიიღო პასუხი.
"კარგია, რომ ერთ-ერთი მაგალითის მსგავსად, ინვესტორს სურდა, რომ ხალხიც ყოფილიყო მართვაში და ჰქონოდა წილი პროექტში“, თქვა მან და იგულისხმა "გეოპრომაინინგის" 2021 წლის შეთავაზება, ზანგეზურის სპილენძის მომპოვებელ მაღაროში 15%-იანი წილის შეთავაზების შესახებ.
"ამულსარის ოქროს მაღაროს ამ მოდელით ფუნქციონირება ჩვენს შეშფოთებას აქრობს და ის ეკონომიკური ზრდის დამატებითი სტიმული იქნება", — თქვა ფაშინიანმა.
ლიდიან არმენიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ გადაწყვეტილება კომპანიის წილების მთავრობისთვის მინიჭების შესახებ მისმა აქციონერებმა მიიღეს.
"გრძელვადიანი და ფართომასშტაბიანი პროექტების შემთხვევაში, როგორიცაა ამულსარის პროექტი, ასეთი თანამშრომლობა იძლევა როგორც წარმატების, ასევე, პასუხისმგებლობის გაზიარების საშუალებას“, — აცხადებენ კომპანიაში.
მთავრობის თანხმობამდე ერთი თვით ადრე, "ამულსარის მცველებმა“, მაღაროს ექსპლუატაციის მოწინააღმდეგე აქტივისტთა ჯგუფმა, ღია წერილი გაუგზავნა EDB-ის გამგეობას, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქ ჯერმუკის მცხოვრებლები და მათი მხარდამჭერები მზად არიან დაიცვან ამულსარის მთა და გააფრთხილეს ისინი, რომ პროექტი წარუმატებლობისთვის იყო განწირული.
"ამულსარი ჯერმუკის თემის მოსახლეობის საცხოვრებელია და ჩვენ მას არ დავთმობთ“, — ნათქვამია მათ წერილში.
მსგავსი: ფაშინიანის თქმით, სომხეთს ახალი კონსტიტუცია სჭირდება
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოში მოქმედი 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ახალი პროფესია, ახალი ეტაპი — ნათია მახარაშვილის გზა კულინარიისკენ | საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
კომენტარები