ჩინელმა მეცნიერებმა ნახშირი ცხოველების საკვებ ცილად გარდაქმნეს
ცხოველების საკვებზე გლობალური მოთხოვნა უპრეცედენტო დონეს აღწევს. ეს მოსახლეობის მზარდი რაოდენობის გამო ხდება, ჩვენ სულ უფრო მეტი შინაური ცხოველი გვჭირდება.
და აი ახლა, ჩინელმა მეცნიერებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და მათ ნახშირი ცილად გარდაქმნეს.
ეს ინოვაციური მეთოდი, რომელიც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ტიანჯინის სამრეწველო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მიერ (CAS) შემუშავდა, იყენებს ქვანახშირისგან მიღებულ მეთანოლს. შედეგად მივიღეთ დაბალფასიანი და მაღალეფექტური გადაწყვეტა ცხოველთა საკვებზე მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი გლობალური ლიდერია ღორისა და აკვაკულტურის წარმოებაში, ქვეყანას ცილის რესურსების სერიოზული დეფიციტი ემუქრება. ჩინეთი ცხოველების საკვების მხრივ სოიოზეა დამოკიდებული და ამ პროდუქტის 80-პროცენტზე მეტი იმპორტირებულია. შესაბამისად, საჭიროა ალტერნატივების გამოძებნა.
ჩინელმა მკვლევრებმა, პროფესორ ვუ სინის ხელმძღვანელობით, ბიოტექნოლოგიური სინთეზი გამოიყენეს. ჯგუფმა გამოიკვლია სხვადასხვა გზები და საბოლოოდ ფოკუსირება სამრეწველო ფერმენტაციაზე, ნახშირისგან მიღებული მეთანოლის გამოყენებაზე მოახდინა. ამ მიდგომამ ტრადიციული ცილის ბიოსინთეზის ეკონომიური ალტერნატივა გააჩინა.
პროფესორ ვუ სინის გუნდმა წარმატებით შეიმუშავა ცილის წარმოების ტექნოლოგია, რომელიც აღემატება ტრადიციული მეთოდების ხარჯ ეფექტიანობას. საფუარის Pichia pastoris-ის (P. pastoris) გამოყენებით, რომელიც ეფექტურად იზრდება მეთანოლის გამოყენებით, მკვლევრებმა 92-პროცენტის კონვერტაციის კოეფიციენტს მიაღწიეს.
ქვანახშირისგან ცილის წარმოების ამ მეთოდს მაღალი კონვერტაციის მაჩვენებელი აქვს, რაც მას ეკონომიკურად მიმზიდველს ხდის. გარდა ამისა, პროცესი არ საჭიროებს სახნავ-სათეს მიწებს, რჩება სეზონური ცვალებადობისა და კლიმატის ზეგავლენის მიღმა და მნიშვნელოვნად უფრო ეფექტიანია, ვიდრე ჩვეულებრივი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა.
"ეს არის ათასჯერ უფრო ეფექტური, ვიდრე ტრადიციული მეურნეობის პრაქტიკა", — განუცხადა ვუმ SCMP-ს.
ამ მეთოდით წარმოქმნილი ცილები შეიცავს ამინომჟავების სრულ კომპლექტს, ვიტამინებს, არაორგანულ მარილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს.
კომენტარები