ცნობილი ადამიანები, რომლებიც 2023 წელს გარდაიცვალნენ
ფოტო: On.ge
2023 წელს მსოფლიომ და საქართველომ არაერთი გამორჩეული მუსიკოსი, მსახიობი, მწერალი თუ სხვა სფეროში წარმატებული ადამიანი დაკარგა. მათი ცხოვრება და მოღვაწეობა უკვე ისტორიის ნაწილად იქცა, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ბოლო 12 თვის ყველაზე დიდი, ადამიანური დანაკარგი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ.
ტატიანა პატიცი
ფოტო: Vogue
ცნობილი გერმანელი სუპერმოდელი 11 იანვარს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატიცმა საყოველთაო ცნობადობა 1980-იან წლებში მოიპოვა, როცა პოპულარული ჟურნალების გარეკანებზე გამოჩნდა. სამოდელო კარიერის გარდა, იგი მონაწილეობდა ფილმებში, სერიალებსა და ვიდეოკლიპებშიც.
ლიზა მერი პრესლი
ფოტო: Frank Trapper / Corbis / Getty Images
ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი და როკ-ენ-როლის მეფედ მიჩნეული ელვის პრესლის ერთადერთი შვილი 12 იანვარს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარიერის განმავლობაში, ლიზა მერი პრესლიმ სამი სტუდიური ალბომი გამოუშვა. მუსიკოსმა მამამისთანაც "ჩაწერა" დუეტი ძველი ჩანაწერების გამოყენებით.
ვახტანგ "ბუბა" კიკაბიძე
ფოტო: ვახტანგ კიკაბიძე / Facebook
არაერთი ჯილდოს ლაურეატი ქართველი მომღერალი და მსახიობი 15 იანვარს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. კიკაბიძე იყო ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის, ორერას, წევრი. წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად, იგი მონაწილეობდა ქართულ კინოფილმებში, რომელთა შორისაა მიმინო (1977) და ვერის უბნის მელოდიები (1973).
მანანა დოიჯაშვილი
ფოტო: YouTube
ქართველი პიანისტი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ყოფილი რექტორი 17 იანვარს, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. დოიჯაშვილი მსოფლიო მასშტაბით უამრავი პრესტიჟული კონკურსისა და პრემიის ლაურეატი იყო. მისივე ძალისხმევით, კონსერვატორიაში აღდგა დიდი დარბაზი ფუნქციონირება. მუსიკოსმა ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის ქვეყანაში კონკურსებიც დააფუძნა.
ლიზა ლორინგი
ფოტო: Getty Images
ამერიკელი მსახიობი, რომელსაც კინომოყვარულები ყველაზე მეტად ადამსების ოჯახში შესრულებული უენსდეის როლით იცნობდნენ, 28 იანვარს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლორინგმა 1980-იან წლებში რამდენიმე ფილმსა და სერიალშიც მიიღო მონაწილეობა.
ჯემალ ღაღანიძე
ფოტო: YouTube
კინოსა და თეატრის ქართველი მსახიობი 3 თებერვალს გარდაიცვალა 89 წლის ასაკში. ღაღანიძე მონაწილეობა რუსთაველის თეატრში დადგმულ არაერთ წარმატებულ სპექტაკლში, მათ შორის, ჰამლეტში, კავკასიურ ცარცის წრეში, რიჩარდ III-სა და მაკბეთში. მსახიობმა ასევე ითამაშა ფილმებში ფეოლა (1970), ნერგები (1972), ნატვრის ხე (1976) და სხვა.
კენძაბურო ოე
ფოტო: Getty Images
თანამედროვე იაპონური მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული წარმომადგენელი და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი 3 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კენძაბურო ოე თავის ტექსტებში ეხებოდა სოციალურ-პოლიტიკურ და ფილოსოფიურ საკითხებს. ამასთან, იგი აქტიურად იყო ჩართული ანტისაომარ აქტივიზმშიც.
ბესო მეგრელიშვილი
ფოტო: ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი 11 აპრილს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს ტელემაყურებლებიც კარგად იცნობდნენ; იგი მონაწილეობდა პოპულარულ სერიალებში: ყავა და ლუდი, ჩვენი ოფისი, ჩიფსების თაობა, კლინიკა და ჩემი ცოლის დაქალები.
Moonbin
ფოტო: ASTRO / Instagram
სამხრეთკორეელი მუსიკოსი და ბოიბენდ ASTRO-ის წევრი 19 აპრილს გარდაიცვალა 25 წლის ასაკში. Moonbin, რომლის ნამდვილი სახელი მუნ ბინია, ბენდ ASTRO-ისა და მისი ქვეჯგუფის, Moonbin & Sanha-ის, ცნობილი სახე იყო. სანამ 2016 წელს პოპულარული K-pop ჯგუფის წევრი გახდებოდა, იგი სამსახიობო და სამოდელო საქმიანობასაც ეწეოდა.
ტინა ტერნერი
ფოტო: alain / Sygma / Getty Images
ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი და "როკ-ენ-როლის დედოფლად" მიჩნეული ტინა ტერნერი 24 მაისს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. 100 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით მომღერალი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად მიიჩნევა. მას მიღებული აქვს გრემის 12 ჯილდოც.
კორმაკ მაკარტი
ფოტო: Amazon
ამერიკელი მწერალი და პულიცერის პრემიის მფლობელი კორმაკ მაკარტი 13 ივნისს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ავტორის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია მოხუცების ადგილი აქ არ არის (2005) და გზა (2006). ორივე მათგანის მიხედვით ჰოლივუდში ცნობილი ფილმებია გადაღებული. ძმები კოენების კინოადაპტაციამ მოხუცების ადგილი აქ არ არის 2008 წელს ოთხი ოსკარიც დაიმსახურა.
მილან კუნდერა
ფოტო: Mannheimer / Interfoto / Writer Pictures
წარმოშობით ჩეხი მწერალი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა 11 ივლისს. არაერთი პრემიის მფლობელი ავტორის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ყოფის აუტანელი სიმსუბუქეა (1984). კუნდერას ტექსტებში დიდი ადგილი უკავია საბჭოთა ძალების მიერ ჩეხეთის ექსპანსიის კრიტიკულ აღწერას, რის გამოც იგი პოლიტიკურ დევნილადაც იქცა.
ტონი ბენეტი
ფოტო: NBC
გრემის 20 ჯილდოს მფლობელი ამერიკელი ჯაზ-მომღერალი 21 ივლისს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, რომელმაც შვიდი ათწლეული მოიცვა, ბენეტმა 50 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. უთვალავ ჯილდოსთან ერთად, მას ჰოლივუდის დიდების ხეივანშიც გაუხსნეს ვარსკვლავი.
შინეიდ ო'კონორი
ფოტო: Donal Moloney
ირლანდიელი მომღერალი და კომპოზიტორი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა 26 ივლისს. სირთულეებით სავსე პირადი ცხოვრების მიუხედავად, ო'კონორმა კარიერაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია. მუსიკალურ ინდუსტრიაში გამოჩენიდან მალევე, 1990 წელს, მომღერალმა რიგით მეორე და ყველაზე წარმატებული სტუდიური ალბომი, I Do Not Want What I Haven't Got გამოუშვა, რომელიც მსოფლიოში შვიდ მილიონზე მეტ ასლად გაიყიდა.
ანგუს კლაუდი
ფოტო: HBO
HBO-ის გახმაურებული სერიალის, ეიფორიის, ვარსკვლავი 31 ივლისს, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავის სიკვდილის მიზეზად ნარკოტიკული ნივთიერებებით შემთხვევით ზედოზირება იქცა. გარდაცვალებამდე მსახიობმა სამ სხვადასხვა ფილმზე მუშაობა დაასრულა, რომელთაც, სავარაუდოდ, მალე ვიხილავთ.
გოგი ხარაბაძე
ფოტო: ინეზა ავალიანი / ეროვნული ფოტომატიანე
ქართველი რეჟისორი, მსახიობი და მწერალი 17 აგვისტოს გარდაიცვალა 81 წლის ასაკში. ხარაბაძის ყველაზე ცნობილი კინოროლებია ოთარი ოთარ იოსელიანის გიორგობისთვეში (1966) და კაზა ჩხეტია გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას დათა თუთაშხიაში (1978). კინოხელოვანი საქართველოს დამსახურებული არტისტი და კიდევ ბევრი სხვა ჯილდოს მფლობელი იყო.
ტოტო კუტუნიო
ფოტო: Getty Images
ლეგენდარული იტალიელი პოპმუსიკოსი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა 22 აგვისტოს. კუტუნიომ 1990 წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსი მოიგო. მისი 1983 წელს გამოშვებული სიმღერა L'Italiano კი მსოფლიო ჰიტიც გახდა. კუტუნიო ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ იტალიელ მუსიკოსად ითვლება; მის სახელზე 100 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერია.
მაიკლ გემბონი
ფოტო: Warner Bros.
ცნობილი ირლანდიელი მსახიობი სერ მაიკლ გემბონი 27 სექტემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. გემბონს მაყურებელთა უმეტესობა ჰარი პოტერის ფილმებში მონაწილეობით იცნობდა: სერიის მესამედან მერვე ფილმის ჩათვლით იგი ჰოგვორტსის დირექტორის, ალბუს დამბლდორის, როლს ასრულებდა. მსახიობი იყო ლორენს ოლივიეს პრემიის სამგზის და ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოების (BAFTA) ოთხგზის ლაურეატი.
თენგიზ არჩვაძე
ფოტო: ქართული ფილმი
ქართველი მსახიობი თენგიზ არჩვაძე 28 ოქტომბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრების ერთ-ერთ გამორჩეულ მსახიობს 45 კინოროლიც აქვს შესრულებული; მათ შორისაა ფილმები ხევისბერი გოჩა, დიდოსტატის მარჯვენა, დათა თუთაშხია, შეხვედრა მთაში და სხვა.
მეთიუ პერი
ფოტო: Getty Images
ცნობილი კანადელ-ამერიკელი მსახიობი მეთიუ პერი, რომელსაც მსოფლიო Friends-ში შესრულებული ჩენდლერ ბინგის როლით იცნობდა, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა 28 ოქტომბერს. NBC-ის ამ პოპულარული სიტკომის გარდა, პერი მონაწილეობდა სხვა არაერთ სერიალში, ფილმსა და სპექტაკლში. მსახიობის გარდაცვალების მოულოდნელ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მისი ფანების, ასევე კოლეგების მხრიდან.
ჰენრი კისინჯერი
ჰენრი კისინჯერი
ფოტო: Evan Vucci / AP / FILE
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და თანამედროვე პოლიტოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა 29 ნოემბერს, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. კისინჯერმა 1973 წელს ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში. აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის პარალელურად, იგი ბევრს წერდა დიპლომატიასა და საერთაშორისო ურთიერთობების დარგზე.
მედეა ამირანაშვილი
ფოტო: დამანა მდივნიშვილი / ეროვნული ფოტომატიანე
ქართველი სოპრანო და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა 2 დეკემბერს. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 1954 წელს შემდგარი დებიუტის შემდეგ, ამირანაშვილი წამყვანი სოლისტი გახდა და ასრულებდა მთავარ პარტიებს სხვადასხვა წარმოდგენაში, მათ შორისაა ზაქარია ფალიაშვილის აბესალომ და ეთერი და დაისი.
ზურაბ ქარუმიძე
ფოტო: Facebook
ცნობილი ქართველი მწერალი და პრემია საბას ლაურეატი 12 დეკემბერს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქარუმიძის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოები დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი (2006) იყო, რომელიც მან ინგლისურ ენაზე დაწერა. მხატვრული ლიტერატურის გარდა, იგი წერდა დოკუმენტურ პროზასაც და ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.
ოთარ იოსელიანი
ფოტო: Sasha Krasnov
მსოფლიოში ცნობილი ქართველი კინორეჟისორი 17 დეკემბერს გარდაიცვალა 89 წლის ასაკში. მისმა გადაღებულმა ფილმმა გიორგობისთვე (1966) კანის კინოფესტივალზე ფიპრესის (კინოჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია) პრემია მიიღო. ამის მიუხედავად, ოთარ იოსელიანის შემოქმედებას საბჭოთა სისტემა არ სწყალობდა, რის გამოც 1980-იანი წლებიდან რეჟისორმა საფრანგეთში განაგრძო ცხოვრება და მოღვაწეობა.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები