თეგეტას შვილობილი კომპანია — Europcar Georgia უზბეკეთში ახალი წარმომადგენლობით იწყებს ოპერირებას
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგში შემავალი ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia საზღვრებს აფართოებს და უზბეკეთში ახალი წარმომადგენლობით იწყებს ოპერირებას. Europcar Georgia საქართველოს ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. ამ დროიდან ის საერთაშორისო ბრენდის Europcar Mobility Group-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ხოლო 2023 წლიდან - უზბეკეთის ტერიტორიაზე.
Europcar Georgia-ს ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით და, აგრეთვე, სატრანსპორტო მომსახურება. გარდა ამისა, კომპანიამ საქართველოში პირველმა დანერგა Auto Subscription სერვისი; პარტნიორობა დაამყარა საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც უკვე წლებია, ენდობიან Europcar Georgia-ს გუნდს.
Europcar Georgia-ს კიდევ უფრო გაზრდასა და საზღვრების გაფართოებას კომპანიაში უკავშირებენ სურვილს, იყვნენ საერთაშორისო ავტოგაქირავების კომპანიის წარმომადგენლები არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, ეს გაფართოება კი უზბეკეთით დაიწყეს.
სანდრო საყვარელიძე, Europcar Georgia-ს დირექტორი: "უზბეკეთის ბაზარი ბოლო წლებია, მნიშვნელოვნად ვითარდება და დიდ შესაძლებლობებს აჩენს ბიზნესისთვის. უზბეკეთი, როგორც ქვეყანა, სულ უფრო მომხიბვლელი ხდება საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც და მიმართვიანობა ქვეყნისადმი ყოველწლიურად იზრდება როგორც ტურიზმის, ისე საერთაშორისო ინვესტიციების ნაწილში. ევროკავშირის ქვეყნებიდან, თურქეთიდან, აშშ-იდან მნიშვნელოვნად იმატა ტურისტების რაოდენობამ, ეს კი პირდაპირაა მიბმული იმ საერთაშორისო ინვესტიციებზე, რასაც სხვადასხვა ქვეყანა ახორციელებს. მეორე მხრივ, საერთაშორისო ავტოგაქირავების მიმართულება უზბეკეთში ახლა განვითარების პირველ საფეხურზეა. ჩვენი დიდი სურვილი იყო, ვყოფილიყავით პირველები, ვინც ამ ბაზარზე შევიდოდა და გამოცდილებას დანერგავდა როგორც ავტომობილების დღიური გაქირავების, ისე კორპორაციული მიმართულებით. ვფიქრობ, 2023 წელი იდეალური პერიოდი იყო იმისთვის, რომ უზბეკეთის ბაზარზე შევსულიყავით.
დღეს Europcar Georgia 500-მდე ავტომობილითაა წარმოდგენილი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. კომპანიის წარმატების საფუძველი, მრავალფეროვანი ავტოპარკის გარდა, კომფორტული სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე უწყვეტი ზრუნვაა. Europcar Georgia-ს გუნდი ორიენტირებულია პერმანენტულ განვითარებასა და მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებაზე.
სანდრო საყვარელიძე, Europcar Georgia-ს დირექტორი: "Europcar Georgia-ს დაარსების დღიდან თვალსაჩინო შედეგები აქვს, რაც Europcar-ისთვის იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენ ვართ კომპანიის სტრატეგიული, სანდო პარტნიორები, რომლის მიზანია ზრდა ბაზარზე. სწორედ ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე გვენდო Europcar-ი კიდევ ერთხელ და საშუალება მოგვცა, უზბეკეთის ბაზარიც მოგვეცვა. ჩვენ შევარჩიეთ პარტნიორი - ადგილობრივი კომპანია და მასთან თანამშრომლობით ვაპირებთ, უზბეკეთში დავნერგოთ ის პროდუქტები და მომსახურება, რაც Europcar-ს საქართველოსა და ევროკავშირში აქვს."
უზბეკეთში Europcar Georgia-ს წარმომადგენელი და პარტნიორი Avtoritet Group-ი იქნება, რომელთანაც კომპანიამ ხუთწლიანი ქვეფრანჩაიზით დაიწყო თანამშრომლობა. Avtoritet Group-ი 2007 წლიდან ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიაა უზბეკეთში. მან ოპერირება დღიური გაქირავების მიმართულებით 50 ავტომობილით დაიწყო. კომპანია ეტაპობრივად გააფართოებს მომსახურების სპექტრს და მომხმარებელს საოპერაციო ლიზინგსა და სატრანსპორტო მომსახურებასაც შესთავაზებს. Europcar Georgia, თავის მხრივ, უზბეკეთს იმ დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს, რომელმაც საქართველოში კომპანიის წარმატება განსაზღვრა.
Avtoritet Group-მა უკვე დაასრულა დეველოპერული სამუშაოები. Europcar-ი საწყის ეტაპზე უზბეკეთში რამდენიმე ფილიალითაა წარმოდგენილი ტაშკენტის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრში. იგეგმება ქვეყნის მასშტაბით სხვა დიდ ქალაქებში ოპერირებაც.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ევროპქარ ჯორჯია საერთაშორისო ბრენდ Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და, აგრეთვე, სატრანსპორტო მომსახურება. ევროპქარ ჯორჯია საქართველოში იყო პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისიც შესთავაზა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები