მოწყვლად ჯგუფებს სამართალდამცავთა მიმართ ნდობის ნაკლებობა აქვთ — "არა ფობიას" ანგარიში
მოკლედ: სამოქალაქო პლატფორმამ არა ფობიას წარადგინა ანგარიში, სახელწოდებით თანასწორობის პოლიტიკა საქართველოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ფონზე.
- დოკუმენტში ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, თავად არ გაატარონ დისკრიმინაციის ხელშემწყობი რიტორიკა და მხარი დაუჭირონ ყველა ადამიანის თანასწორობის პატივისცემას.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: ანგარიშის მომზადებისას, ავტორებმა აქცენტი გააკეთეს ევროკავშირის მიერ, საქართველოსთვის გაცემული 12 პრიორიტეტიდან იმ პარამეტრებზე, რომელიც მედიის წარმომადგენლების, ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დაცვას ეხება.
- "ევროპული კომისიის შეფასებით, მედიასა და მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებული პრიორიტეტები ბოლომდე ჯერ არ შესრულებულა, შესაბამისად, ეს საკითხები ჯერ კიდევ აქტუალურია და მათზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს ევროინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ძირითადი მიგნებები: ანგარიშის ავტორი ორგანიზაციები — საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საია, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი და თანასწორობის მოძრაობა, მიიჩნევენ, რომ:
- სახელმწიფო არ ზრუნავს თანასწორუფლებიანობის უზრუნველყოფაზე და არ დგამს საკმარის ნაბიჯებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად მედიის წარმომადგენლების, პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეებისა თუ ლგბტქი+ ადამიანების უფლებების მიმართ: "მეტიც, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო, საკუთარი ქმედებებითა და უმოქმედობით, თავად არის ასეთი დანაშაულების გახშირების გამომწვევი", — ამბობს კვლევა.
ასევე, ანგარიშის მიხედვით:
- სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენცია და გამოძიება არაეფექტიანია;
- მოწყვლად ჯგუფებს სამართალდამცავთა მიმართ ნდობის ნაკლებობა აქვთ;
- სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებზე წარმოებულ სტატისტიკას ხარვეზები აქვს;
- სახელმწიფოს სავარაუდო კავშირები აქვს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებთან;
- ლგბტქი+ თემის უგულვებელყოფა ხდება თანასწორობის პოლიტიკის დონეზე;
- არსებული დისკრიმინაციული ჩანაწერების გამოსწორების ნაცვლად, ახალი დისკრიმინაციული ნორმების შემოღებით, კანონმდებლობის გაუარესება ხდება.
რეკომენდაციები:
- საგამოძიებო უწყებებს: სიძულვილით მოტივირებული სავარაუდო დანაშაულები გამოიძიონ ეფექტიანად.
- უზენაეს სასამართლოს, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს: გააუმჯობესონ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე სტატისტიკის წარმოება, მათ შორის, უფრო სრულყოფილი მონაცემების ასახვით.
საქართველოს მთავრობას:
- ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში ასახოს ლგბტქი+ თემის წინაშე არსებული გამოწვევები და დასახოს მათი გადასაჭრის გზები;
- იმავე გეგმაში, მედიაეკოსისტემის სიტუაციური ანალიზის მიხედვით განისაზღვროს პრევენციული ზომები მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ;
- ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესი იყოს ინკლუზიური.
- ასევე, მთავრობას მოუწოდებენ, შეიმუშაოს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე პრევენციისა და რეაგირების ერთიანი სტრატეგია, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მოსაზრებების გათვალისწინებით.
ბოლო ხაზი: ანგარიში, ძირითადად, ეფუძნება 2021-2022 წლებსა და 2023 წლის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენების ანალიზს და ეყრდნობა სამოქალაქო პლატფორმა არა ფობიას! ორგანიზაციების წარმოებაში არსებული საქმეების შეფასებას, მათ ანგარიშებს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით მიღებულ პასუხებს, ასევე, საჯაროდ ხელმისაწვდომ სხვა ინფორმაციას და სტატისტიკას.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები