საქართველოში მაკდონალდსის რიგით 23-ე რესტორანი გაიხსნა
ფოტო: მაკდონალდსი
კომპანია მაკდონალდს საქართველო ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, თბილისს მაკდონალდს საქართველოს კიდევ ერთი რესტორანი შეემატა, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა და ერთგულ მომხმარებელს დაუვიწყარი დღე აჩუქა. ახალი მაკდონალდსი თბილისში რიგით მე-16, ხოლო საქართველოს მასშტაბით 23-ე რესტორანია. ახალ პროექტში კომპანიამ 5,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 80-მდე ადამიანი დაასაქმა.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
შარტავას ქუჩის #4 ნომერში მდებარე მაკდონალდსის რესტორანი სტუმრებს 14 დეკემბრიდან უმასპინძლებს და ყოველდღე, 09:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება. ახალი სივრცე, სხვა რესტორნების მსგავსად, მომხმარებელს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას და შშმ პირებზე მორგებულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
ახლადგახსნილ რესტორანში, მაკდონალდსთან ერთად, განთავსებულია უკვე კარგად ნაცნობი და მომხმარებლებისთვის საყვარელი მაკკაფეც, რომელიც ყავისა და დესერტების მოყვარულთა საუკეთესო ადგილია, სადაც სტუმრებს არომატული და პრემიუმ კლასის ყავის მრავალფეროვანი ასორტიმენტისა და უგემრიელესი დესერტების არჩევანის შესაძლებლობა აქვთ. ეს იქნება ადგილი, რომელიც მაკდონალდსის გულშემატკივრებს მოუყრის თავს და მათი საყვარელი მენიუებით გაუმასპინძლდება.
რესტორნის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას მაკდონალდს საქართველოს პრეზიდენტი თემურ ჭყონია, მაკდონალდს საქართველოს გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე, მაკდონალდსის გულშემატკივრები და ერთგული მომხმარებლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობებიც მოეწყო. გახსნასთან დაკავშირებით, მხოლოდ ამ რესტორნისთვის, აპლიკაციაში მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ განსაკუთრებული შეთავაზებით ესარგებლათ.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
"როდესაც ბიზნესი ფართოვდება და ზრდას განაგრძობს ეს ბედნიერებაა. ამას ემოციური დატვირთვაც აქვს. 1996 წელს დავიწყეთ და მას მერე მუდმივად ვვითარდებით. აღსანიშნავია, რომ ახალი რესტორნის გახსნამ 80 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. მაკდონალდსი არ არის კვების ობიექტი, მაკდონალდსი ფილოსოფიაა — ეს არის ხარისხის, კულტურის, სწორი ბიზნესის კეთებისა და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის ერთობლიობა," — მაკდონალდსის განსაკუთრებულ მიდგომებზე საუბრობს მაკდონალდს საქართველოს პრეზიდენტი თემურ ჭყონია.
"2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანმა გადასახადების სახით 33 მილიონი ლარს გადააჭარბა. მომდევნო წელს აღნიშნული მაჩვენებლი დაახლოებით 40 მილიონი ლარამდე გაიზრდება. 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 150 მილიონ ლარზე მეტი ინვესტირება განვახორციელეთ, მათ შორის წელს 25 მილიონი, მომავალ წელს კი, 30 მილიონი ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი. ჩვენს რესტორნებში 1900 ახალგაზრდა ადამიანია დასაქმებული, რომელსაც აქვთ რეალურად შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო მენეჯმენტი შეისწავლონ და კარიერული წინსვლაზეც იზრუნონ. ჩვენ მომსახურების, სერვისის, სისუფთავის სტარდარტს ვაწესებთ. რაც უფრო მეტი მაკდონალდსის რესტორანი იქნება საქართველოში, მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება და მეტი დასაქმებული ადამიანი გვეყოლება." — განმარტავს მაკდონალდს საქართველოს გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
მაკდონალდს საქართველო ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და დღეის მდგომარეობით, 1900-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი მაკდონალდსში სამუშაო გამოცდილება 7 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
2023 წლის განმავლობაში, მაკდონალდსის რესტორნების ინვესტიცია ჯამში 9,8 მილიონ ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში მაკდონალდს საქართველომ, 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 150 მილიონ ლარზე მეტი ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 188 მილიონ ლარს აღწევს. მნიშვნელოვანია, რომ მაკდონალდს საქართველო ქვეყნის მასშტაბით 2024 წელსაც რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას, მსხვილი ინვესტიციების განხორციელებასა და მომსახურების კიდევ უფრო გაუმჯობესებას გეგმავს.
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
კომენტარები